ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები ვერ შევიძინე. აბი შუაზე გავტეხე და შედეგმა გამაოცა

928

ჭურჭლის სარეცხი მანქანა ერთფეროვანი საქმისგან გვათავისუფლებს და იდეალურად სუფთა თეფშებს გვაწვდის. სასარგებლო მოწყობილობის მფლობელებს სარეცხი საშუალების ყოველთვიური შეძენა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. რა გავაკეთოთ, თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაგვიმთავრდა? ღირს არსებული აბის შუაზე გაყოფა თუ ღირს მის გარეშე გარეცხვა? Vivien ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ეცდება.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობა – ჭურჭლის მანქანის უნივერსალური სარეცხი საშუალება ასეთი ძვირი შემადგენლობის გამო ღირს. მწარმოებლების ინფორმაციით, აბი მთელ რიგ კომპონენტებს შეიცავს. ესაა ზედაპირულ–აქტიური ნივთიერება, ცხიმის ადვილად დამშლელი, ცილების და სახამებლის გამხსნელი ნაწილები, სავლები. ასევე მარილი, რომელიც წყალს არბილებს.

შეიძლება თუ არა სარეცხ საშუალებას გვერდი ავუაროთ? – სარეცხ საშუალებაზე უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ზოგს ფულის დაზოგვა სურს. სხვები ნატურალურობისა და უსაფრთხოებისკენ მიისწრაფვიან, ამიტომ გაუგებარ ქიმიას, რომელიც თეფშს ბოლომდე არ შორდება, უფრთხიან. არიან ისეთებიც, რომლებიც თეფშებს ცხელ წყალში სარეცხი საშუალების გარეშე რეცხავენ და ამბობენ, რომ შედეგით კმაყოფილნი არიან.ამავდროულად, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ინსტრუქციაში პირდაპირ წერია, რომ მარილის და სარეცხი საშუალების გარეშე გამოყენება არ შეიძლება. ზოგიერთი თანამედროვე მოდელი ფხვნილის გარეშე არც ირთვება. დავუშვათ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფხვნილის გარეშე ჩართეთ. ჭურჭელი ცოტაა, ჭუჭყი მსუბუქი, დამაკმაყოფილებლად შეიძლება გარეცხოს. სხვა შემთხვევაში, საკვების კვალი და მიმხმარი წყლის ზოლები დარჩება.ღირს თუ არა ამად, თავად გადაწყვიტეთ. აქ, ლატარეაა. ერთ შემთხვევაში გაგიმართლებს, მეორეში წყალსა და დენს დახარჯავთ. აი, მარილთან სხვა სიტუაციაა. საქმე იმაშია, რომ ჩვენს მილებში საკმაოდ ხისტი წყალია. გამოდის, რომ ლითონის მარილები გათბობის ელემენტების ზედაპირზე კირის ნადებს ქმნის. ამის თავიდან ასაცილებლად ჭურჭლის სარეცხ მანქანაში იონების შემცვლელს დგამენ. ის წყობიდან მალე გამოვა, თუ დროდადრო სპეციალურ აღმდგენ მარილს არ დაუმატებთ.

რა მოხდება, თუ აბს შუაზე გაყოფთ? – ზოგიერთმა აბის შუაზე გაყოფა სცადა და ირწმუნება, რომ ამით რეცხვის ეფექტურობა არ შემცირებულა. თუ სარეცხი მანქანა სრულად დატვირთული არაა, ასე მოქცევა თავად ღმერთმა გიბრძანათ.აქვს აზრი ასეთ დაზოგვას? თუ მაღაზიაში ახალი შეფუთვის შესაძენას წასვლას ვერ ახერხებთ, ალბათ, დიახ. თუმცა გარკვეული ნიუანსები არსებობს. პირველ რიგში, ზოგი აღნიშნავს, რომ ნახევარი აბის გამოყენების შემთხვევაში ფილტრი ცხიმით უფრო ხშირად იჭედება. მეორეც, აბები ისეა მოწყობილი, რომ მისი ყველა ფენა იშლება და მუშაობაში თანმიმდევრობით ერთვება. ჯერ მარილი, შემდეგ სარეცხი საშუალება, ბოლოს სავლები. გაჭრილი აბის შემთხვევაში ეს რიგი ირღვევა, ანუ ნაქაფისგან ვერ დაიცავთ და სწორად გავლებაც არ გამოვა.

ერთი სიტყვით, ჭურჭლის სარეცხი მანქანის სრული დატვირთვის შემთხვევაში აბი ჭურჭლის საუკეთესოდ რეცხვას და მანქანის მთლიანობას უზრუნველყოფს. სარეცხი საშუალების გარეშე ჭურჭლის გარეცხვა შეიძლება, მაგრამ ეს რესურსის ტყუილად დახარჯვაა. სპეციალური აღმდგენი მარილის გარეშე იონის შემცვლელი შეიძლება დაზიანდეს.რაც შეეხება ნახევარი აბის გამოყენებას, კრიტიკულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მუდმივად ამ ხრიკის გამოყენებას სპეციალისტები არ გირჩევენ. არასრული დატვირთვის შემთხვევაში სჯობს მინი აბები შეიძინოთ. ასევე შეგიძლიათ ერთკომპონენტიანი თხევადი (გელი) ან ფხვიერი (ფხვნილი) სარეცხი საშუალება გამოიყენოთ.