როგორ დავამარილოთ ორაგული სწორად – რეცეპტი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

2656

ორაგულის მომზადება სახლში, ძალიან მარტივია. შეიძინეთ თევზი, დაამარილეთ სწორად და ის უგემრიელესი იქნება.

ორაგულისგან უამრავი სალათის მომზადებაა შესაძლებელი. მის დასამარილებლად  თქვენ არ გჭირდებათ მწვანილი, სანელებლები ან სხვა დამატებითი ინგრედიენტები. მიუხედავად იმისა, რომ კულინარიული ექსპერიმენტები მუდმივად გრძელდება, ხშირად მას უმატებენ კამას, ნიორს და მცენარეულ ზეთს. ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა დაამარილოთ ორაგული სწორად.

მასალები:

  • ორაგული – 1 ცალი;
  • მარილი – 2 ს.კ;
  • შაქარი – 1 ს.კ.

მომზადება:

  1. კარგად გაამშრალეთ ორაგულის ფილე. მოათავსეთ პლასტმასის ან მინის კონტეინერში. ჯერ მოაყარეთ შაქარი, შემდეგ მარილი.
  2. დახურეთ კონტეინერი და შეინახეთ მაცივარში 3 დღე. ამის შემდეგ გამოიღეთ, დაჭერით და მოასხით ლიმონის წვენი.

რჩევა: თუ თევზის შენახვა 4 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მოასხით მცენარეული ზეთი და გადაიტანეთ მშრალ კონტეინერში. მოამზადეთ მისგან სენდვიჩი, ან სხვა ნებისმიერი კერძი. ეს მეთოდი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.