იმისათვის, რომ წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, ამ უნარებით უნდა გამოირჩეოდეთ

1172

ბიზნესმენი, პირველ რიგში, კარგი ლიდერი უნდა იყოს, რომელსაც ბიზნესის წარმოების მაღალი ხარისხი ექნება. მთელს მსოფლიოში, მათ განსხვავებული უნარები აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი საკუთარი საქმით შეპყობილი უნდა იყოს. თუმცა, ერთი რამ, რაც მათ უნდა აერთიანედეთ, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილია.

ასე რომ, წარმატებული ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:

1. ჩარჩოებს გარეთ აზროვნება

ნებისმიერ სამუშაოს შემოქმედებითი მიდგომა ჭირდება. წარმატებული ბიზნესმენი ჩარჩოებს გარეთ უნდა აზროვნებდეს და მიხვდეს იმას, რასაც სხვები ვერ ხვდებიან. ბიზნესის წარმოება ყველას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ნამდვილ ბიზნესმეს ძალუძს არაფრისგან რაიმე ღირებულის შექმნა.

2. კარგი კომუნიკაციის უნარი

ბიზნესმენს უამრავ ადამიანთან უწევს კომუნიკაცია. ინვესტორები, კლიენტები, თანამშომლები – ყველათან საერთო ენა უნდა გამონახონ. წარმატებისთვის კარგი კომუნიკაცია დიდ როლს ასრულებს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სხვებს მოუსმინონ, უფრო ეფექტურად შეძლებენ სიახლეების დანერგვას.

3. წარმატების მიღწევის უნარი

ბიზნესის წარმოება არ არის მარტივი. აუცილებლად გექნებათ აღმასვლა და დაღმასვლაც. ბიზნესმენმა უნდა შეძლოს ყველა შესაძლებლობის გამოყენება წარმატების მისაღწევად და იდეების გასაუმჯობესებლად. აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და მარცხის თქვენს საკეთილდღეოდ გამოყენება.

4. ლიდერობა

ბიზნეს მენეჯმენტი არ მოიცავს მხოლოდ მონიტორინგს ან გაყიდვების და მოგების სტატისტიკას. მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს უნდა უხელმძღვანოთ. თქვენი გუნდის ეფექტურობა დამოკიდებულია თქვენს ლიდერულ უნარებზე. ნამდვილი ბიზნესმენები სხვებისთვის მოტივაციისა და შთაგონების წყაროა.

5. ორგანიზების უნარი

ბისნესმენი საკუთარი თავის უფროსია. მან თვითონ უნდა შეძლოს ყველაფერზე სწრაფად რეაგირება და ერთი ამოცანიდან მეორეზე სწრაფად გადართვა. სწორედ ამას ეწოდება ორგანიზების უნარი. უნდა შეეძლოთ ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვა. მანვე უნდა შეძლოს თავიდან აიცილოს შესაძლო პრობლემები.

6. ფინანსების მართვა

თქვენ უნდა მართოთ თქვენი ფინანსები. ბიზნესმენმა კარგად უნდა იცოდეს როდის, სად, რატომ და  რა რაოდენობის ფული იხარჯება. აღრიცხვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარია წარმატებული ბიზნესმენისთვის.

7. რისკები შეფასება

წარმატებულ ბიზნესმენს ყოველთვის უქმნის საფრთხეს რისკი. ახალი ინვესტიციები, სესხის აღება – ამ ყველაფერს გაურკვეული რისკი მოჰყვება. კარგმა ბიზნესმენმა უნდა იცოდეს რისკების დათვლა და გაბედურლი გადაწყვეტილების მიღება, რაც კომპანიის წინსვლას შეუწყობს ხელს.

რისკი ბიზნესმენის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, თქვენ უნდა იცოდეთ, როდის არის ის გამართლებული და როდის არა.