სტრესის მოხსნა და სხვა მიზეზები, რის გამოც მაგნიუმის მიღება გჭირდებათ

2345

ადამიანის ორგანიზმი რთული სისტემაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია და სხეულის ერთი ნაწილის პრობლემებმა შეიძლება სხვა ორგანოებზე გავლენა მოახდინოს. ჯანმრთელობის შენარჩუნების საკითხში მნიშვნელოვან როლს მთავარი მიკროელემენტების და მინერალების დაბალანსებული მოხმარება წარმოადგენს.

თუმცა ამასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად არსებობს. მაგალითად, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 75% მაგნიუმის მოხმარების დღიურ ნორმამდე 420 მგ-მდე ვერ აღწევს.

მაგნიუმი უჯრედულ მეტაბოლისტურ და ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს, განსაკუთრებით ტვინისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, მისმა დეფიციტმა შეიძლება ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. რაც შეეხება ტვინსა და ნერვულ სისტემას, მაგნიუმი დადებითად მოქმედებს:

  • სწავლასა და მეხსიერებაზე;
  • განწყობაზე და შფოთვაზე;
  • ძილსა და უძილობაზე;
  • ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებს;

ზოგჯერ ცუდი სისხლის მიმოქცევის გამო ტვინის ფუნქციონირება ირღვევა, რასაც თან ახლავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. მაგნიუმი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს და გულისა და სისხლძარღვების მუშაობას არეგულირებს.

  • ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს:
  • კუნთების დაძაბულობასა და მოდუნებაში
  • ორგანიზმის დეტოქსიკაციაში
  • ძვლებისა და სახსრების გაძლიერებაში

შესაბამისად, მაგნიუმის საკმარისი რაოდენობით მიღება ბევრ პროცესებს აუმჯობესებს. მაგალითად, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, დეპრესიის სიმპტომების შემცირება და შაკიკის თავიდან აცილება.

ასევე მაგნიუმი ხანდაზმულ ადამიანებს ქრონიკული დაავადების მკურნალობაში და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს დაეხმარება, რადგან ანთებით პროცესებს ამცირებს და სხვა მიკროელემენტების, როგორიცაა D ვიტამინი და კალციუმი, ათვისებას ხელს უწყობს.

სად შეიძლება ამ ღირებული მინერალის მარაგის შევსება? ამისთვის შეგიძლიათ ვიტამინების კომპლექსი მიირთვათ, რომლის გამოწერაც მხოლოდ ექიმს შეუძლია. ან მაგნიუმის წყარო იპოვოთ პროდუქტებში. მათ შორის ყველაზე ხელმისაწვდომია:

  • კაკალი (ნუში, აკაჟუ)
  • ისპანახი
  • ავოკადო
  • გოგრის თესლი, ლობიო
  • შავი შოკოლადი
  • ლეღვი

ამ პროდუქტების მოხმარება თქვენი ჯანმრთელობის კარგი დონის შესანარჩუნებლად სასარგებლოა, რადგან ისინი სხვა აუცილებელი ნივთიერებასაც შეიცავენ. დაბალანსებული კვება დაიცავით, მაგნიუმის დღიური ნორმა მიიღეთ და თქვენ თავს მხნედ და ბედნიერად იგრძნობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს