ეს 2 ვარჯიში ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ. ჩინელი იმპერატორის მეუღლის საიდუმლო.

768

გაახალგაზრდავების უნიკალური მეთოდი არსებობს. ის დაოსელმა ბერებმა სპეციალურად იმპერატორის მეუღლისთვის შეიმუშავეს, რომელსაც ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნება სურდა. ახლახანს ეს საიდუმლო მეთოდები ჩვეულებრივმა ხალხმა აღმოაჩინა.ისინი, ვინც ამ ვარჯიშებს ასრულებენ, ენერგიის მოზღვავებას უკვე პირველ დღეებში გრძნობენ. ცოტა ხანში ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარეგნობა უმჯობესდება.

ანტიასაკობრივი ვარჯიშები

არსებობს 4 პრინციპი, რომლებიც ჩინურ მედიცინაში გამოიყენება:

  1. ყველაფერი აუჩქარებლად შეასრულეთ.
  2. თანაბრად და მშვიდად ისუნთქეთ.
  3. ყველა ვარჯიში შეასრულეთ, კუნთები არ დაჭიმოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მოძრაობებს ვიღაც მართავს.
  4. სხეულის კონკრეტულ წერტილებზე კონცენტრირება მოახდინეთ. ასე მასზე ზემოქმედებას დააჩქარებთ.

თუ ამ ვარჯიშების შესრულებას იწყებთ, თქვენთვის შესაფერისი წყნარი ადგილი, დრო, ასევე ტანსაცმელი შეარჩიეთ. ტანსაცმელი კომფორტული უნდა იყოს.

ვარჯიშების შესრულება

1. მხრები გაშალეთ-სწორად დადექით, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ. ხელები მოადუნეთ. სუნთქვაზე კონცენტრირება მოახდინეთ. ის მშვიდი და ღრმა უნდა იყოს. ახალგაზრდობასა და ენერგიაზე იფიქრეთ.

  • ხელები ფეხებზე დაიდეთ და ოდნავ ჩაჯექით. კორპუსი ოდნავ წინ გადაწიეთ. ნელ–ნელა ხელები მუხლებზე გადაიტანეთ.
  • ბარძაყები ოდნავ ასწიეთ. თავი და მხრები ქვემოთ დაწიეთ. ამოისუნთქეთ.
  • შემდეგ ნელ–ნელა ადექით, საწყის პოზას დაუბრუნდით. 8–ჯერ გაიმეორეთ.

2. “გაზაფხულის დაბრუნება“-ამ მეთოდის ერთ–ერთი მთავარი ვარჯიში, რომელსაც ეწოდება „გაზაფხულის დაბრუნება“. ის ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ თქვენი კანი უფრო სუფთა გახდა. სიმშრალე და ანთება გაქრება.

  • სწორად დადექით, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ ამოსუნთქვისას ოდნავ ჩაჯექით. კორპუსი მუდმივად გამართული უნდა იყოს. მოდუნება სცადეთ, შემდეგ მუხლებით მსუბუქი მხტუნავი მოძრაობა შეასრულეთ. თუ ამ მოძრაობას სწორად შეასრულებთ, მთელი სხეულის ვიბრაციას იგრძნობთ.

ფრთხილად იყავით: ამ ვარჯიშის შესრულება არ შეიძლება ორსულობის დროს, მათთვის, ვისაც მუცლის ღრუს პრობლემები აქვს და უხვი მენსტრუაციული გამონადენის დროს.

ეს შესანიშნავი ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს