ავოკადო – როგორ შევარჩიოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ

7770
ავოკადო - როგორ შევარჩიოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ
ავოკადო - როგორ შევარჩიოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ

ავოკადო დღეს არც ისე ეგზოტიკური არის. არც ხილი,  არც ბოსტნეული, გარეგნულად უფრო თხილს ჰგავს. სუპერმარკეტებში ჩვეულებრივ კარტოფილის და ჭარხლის გვერდით ნახავთ, ამასთან მისი ღირებულება გონივრულია.

სხვათა შორის, ავოკადო ხეზე იზრდება, ჩვეულებრივი ლავრუშკას, ოღონდ მექსიკურის, მონათესავე. ნაყოფი ძალიან კალორიულია. 100 გრამი 208 კალორიას შეიცავს! ცხიმების მაღალი შემცველობა ნაყოფს ზეთოვანს ხდის როგორც შეგრძნებით, ისე გემოთი. მიუხედავად ამის, ავოკადო ნომერ პირველი პროდუქტია სწორი კვების მენიუში, რადგან მასში შემავალი ცხიმები სასარგებლოა. მოკლედ, პროდუქტი რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ.

ავოკადოს სარგებელი

სწორედ ცხიმოვანი მჟავების და უჯრედების მაღალი შემცველობა, აგრეთვე ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები ავოკადს ნამდვილ ჯადოსნურ ხილად აქცევს. ავოკადოს რეგულარული მოხმარება კანს აახალგაზრდავებს, თმას ელასტიურს ხდის, გულ-სისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს, მეხსიერებას აუმჯობესებს და იმუნურ სისტემას აძლიერებს.

კალიუმი ავოკადოში უფრო ბევრია, ვიდრე ბანანში, ხოლო E ვიტამინის რაოდენობით ყველა რეკორდს ხსნის. ნაყოფის მკვებავი რბილობი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს პათოლოგიური ცვლილებებისგან იცავს. ამასთან ავოკადო ძლიერი აფროდიზიაკია, რომელიც როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში მგრძნობელობას ზრდის.

ნაყოფისგან რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მისი არჩევა უნდა იცოდეთ, ასევე სწორად უნდა შეინახოთ.

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ ავოკადო

როგორც ბევრი სხვა ხილი და ბოსტნეული, ავოკადო გაყიდვაში მოუმწიფებელი ხვდება. ღია მომწვენო ფერის ნაყოფს ხშირად ვიხილავთ სუპერმარკეტის დახლებზე. უპირატესობა მუქი კანის ავოკადოს მიანიჭეთ, ოღონდ ხორკლების გარეშე. არჩევანის გასამარტივებლად, ყურადღება ავოკადოს ყუნწს მიაქციეთ. მოაშორეთ და დააკვირდით: თუ მის ადგილად მომწვანო და ყვითელი ფერია – ავოკადო ოპტიმალურად დამწიფებულია, თუ ყავისფერია – საქონელი უკან დააბრუნეთ.

საშიში არაა, თუ დაუმწიფებელი ავოკადო იყიდეთ, ისინი ოთახის სტანდარტულ ტემპერატურაში რამდენიმე დღეში დამწიფდება. (ვაშლთან ახლოს კიდევ უფრო სწრაფად დამწიფდება).

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დაჭრილი ავოკადო ფერს დაჭრილ ხახვთან ერთად უფრო დიდხანს ინახავს. გემრიელი შესახედაობა დიდხანს ექნება, თუ მას ლიმონის, ან ლაიმის წვენს მოასხამთ. კიდევ ერთი ხრიკი: თუ გაჭრილი ავოკადოს მაცივარში შენახვას აპირებთ, კურკა არ მოაშოროთ.

როგორ მივიღოთ ავოკადო

ზეთოვანი და მკვებავი ნაყოფი. სწორედ ამ თვისებების წყალობით ავოკადო სხვადასხვა ბუტერბროდების ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენს, ასევე ზღვის პროდუქტების ან კვერცხის სალათების მაიონეზი, ავოკადო შესანიშნავი საფუძველია სასარგებლო სმუზებისთვის.

პური ავოკადოს პასტით სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციებში ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. მოხარშული კვერცხი, ბოსტნეული, დაკონსერვებული თინუსი, კაკალი და ა.შ. ტოსტების ვარიანტები თქვენზე არის დამოკიდებული!

ყველაზე მარტივია, ავოკადოს ნაჭრებად დაჭრა, ლიმონის წვენის მოსხმა და პურზე დადება. სასარგებლო წასახემსებელი კერძი დიდხანს დაგანაყრებთ. ავოკადო ხორცის მცენარეული ალტერნატივა, ცილების წყარო, სპორტსმენების და კუნთოვანი მასის მომატების მსურველებისთვის აუცილებელი პროდუქტი. როგორც ცნობილია, ბევრი კუნთი – ნაკლები ცხიმი.

ავოკადოს კურკა ცალკე ყურადღების ღირსია. მიწაში ჩარგეთ და მალე ლამაზი ოთახის მცენარით დატკბებით!

ვიმედოვნებთ, ამ სასარგებლო ნაყოფს უფრო ყურადღებით დააკვირდებით და სტატიას მეგობრებს ურჩევთ!