როგორ შევაგროვოთ ნამსხვრევები სწრაფად: 4 ხრიკი

1021

ფინჯნები, ჭიქები და სხვა მინის ჭურჭელი დროდადრო ყველას უტყდება. როგორ შევაგროვოთ მინის ნამსხვრევები იატაკიდან სწრაფად და არ დავშავდეთ? გთავაზობთ ხრიკებს, თუ როგორ შეაგროვოთ ყველა ნამსხვრევი და პროცესში ან მომავალში (დამალული ნამსხვრევით) ხელი არ გაიჭრათ. უდაოდ, მსხვილი ელემენტები შეგიძლიათ ხელით ფრთხილად შეაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ მძივის ზომის ნამსხვრევებს? პირველ რიგში, ოთახიდან ბავშვები და შინაური ცხოველები გაიყვანეთ. დარწმუნდით, რომ თან ნამსხვრევები არ გაიყოლეს. შემდეგ ერთი ან რამდენიმე მეთოდი გამოიყენეთ, რომელიც უფრო მოგწონთ.

მტვერსასრუტი-ცოცხით ყველაფერი მაქსიმალურად შეაგროვეთ. ახლა მტვერსასრუტის რიგია. ბევრი თავს აძრობს და პირდაპირ მილით ან ვერტიკალური თავით მინის შეგროვებას იწყებს – ასე არ გააკეთოთ. ჯერ იატაკი ჩვეულებრივი თავით გაწმინდეთ. კუთხეებისა და პლინტუსისთვის შეგიძლიათ ვერტიკალური თავი გამოიყენოთ. ასევე ჩვეულებრივი თავით ხალიჩა გაწმინდეთ, თუ მინის გატეხვის ადგილას იყო. აპარატზე არ იდარდოთ: თანამედროვე მტვერსასრუტები ნამსხვრევებს ყლაპავენ და კონტეინერში აგდებენ. თქვენ უბრალოდ პაკეტის გამოღება და გადაგდება მოგიწევთ. სჯობს დაუყონებლივ გადააგდოთ.

რჩევა: დალაგებისას ხელთათმანები გამოიყენეთ. მკვრივი, ბაღის ხელთათმანები.

სკოჩი ან წებოვანი ლენტა-თუ „ტრაგედიის ადგილი“ ფართო არაა, მაგალითად, საქმე სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს ეხება, შეგიძლიათ სკოჩი ან წებოვანი ლენტა გამოიყენოთ. ზედაპირზე და კედლებზე გადაატარეთ. სასურველია, წინასწარ წვრილი დეტალები ჯაგრისით გადაწმინდოთ. ზედმეტი არ იქნება, თუ სკოჩს პლინტუს დაამაგრებთ, შემდეგ ფრთხილად ააძრობთ და გადააგდებთ. ზოგიერთი წვრილი ნამსხვრევის მოსაშორებლად ტანსაცმლის წებოვან ლენტს იყენებს. არჩევანი თქვენზეა.

ჩვეულებრივი და ქაღალდის პირსახოცები-რაც შეეხება ჩვეულებრივ პირსახოცს, მხოლოდ ის პირსახოცი გამოიყენეთ, რომლის გადაგდებასაც აპირებთ, ან ძველი ჩვარი გამოიყენეთ. დაასველეთ და „აფეთქების“ ეპიცენტრში მოათავსეთ. 10 წუთით გააჩერეთ, რომ ნამსხვრევები მიეკვრას, შემდეგ შეახვიეთ და გადააგდეთ. ასე მოიქეცით ჩვრით ან ქაღალდის პირსახოცით.

რჩევა: ხშირად ჭურჭელი ტყდება, როცა მათ ონკანის ზედა კარადიდან ვიღებთ. ნიჟარაში ნამსხვრევებს თავი რომ აარიდოთ, ჯერ ყველა ჭურჭელი ამოიღეთ (ყოველ შემთხვევაში შეგახსენებთ, ნებისმიერი ნამსხვრევი მხოლოდ მკვრივი ხელთათმანით უნდა შეაგროვოთ). შემდეგ გრძელი სახელურის მქონე ჯაგრისი ან საშუალო ზომის მკვრივი ღრუბელი აიღეთ და კუთხეში შეაგროვეთ ის, რაც ნამსხვრევებად იქცა. ფრთხილად ამოიღეთ და ვედროში გადააგდეთ. ჯაგრისი გარეცხეთ. ჩასარეცხ მილს ბადე მოაშორეთ და წყლის ძლიერი ნაკადით გადაწმინდეთ, რომ დარჩენილი მიკრონაწილები ჩარეცხოთ.

გატეხილი ნათურა-ეს ცალკე თემაა, მაგრამ უნდა შევეხოთ, რადგან ნამსხვრევები შეიძლება რამდენიმე მეტრში მოისროლოს. მხოლოდ ერთ ოთახში დალაგებით არ შემოიფარგლოთ. მტვერსასრუტით მიმდებარე ოთახებიც გაწმინდეთ, შემდეგ სველი ჩვრით გაწმინდეთ (შემდეგ ჩვარი გადააგდეთ). თუ შვაბრა ჩვრის თავით გაქვთ, სველი წმენდისას ხელთათმანები გამოიყენეთ. ავეჯის დათვალიერება არ დაგავიწყდეთ: საწოლი, დივანი, სავარძელი, კატის საწოლი–სახლი. თუ ხელის მტვერსასრუტი გაქვთ, კარგია, თუ არადა წებოვანი ლენტა გამოიყენეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მინის შეგროვების შემდეგ მთელ ბინაში იატაკი უნდა მოწმინდოთ და სახლის დალაგების დროს და ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი სახლში სქელი ფეხსაცმლით იარეთ. ყოველი შემთხვევისთვის.