კანის ერუპტული მდგომარეობის სიმპტომების გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს, რომ სასიკვდილოდ სახიფათო გულის შეტევის მაღალი რისკი გაქვთ. საქმე ეხება გამონაყარ ქსანტომას, რომელიც ვლინდება კანზე ცვილოვანი ბორცვების ან მეჭეჭის სახით.
ინფარქტს გულამდე მისაღწევი სისხლის დეფიციტი იწვევს. ეს სერიოზული დაზიანებაა, რომელიც ხშირად სასიცოცხლო საფრთხეს შეიცავს. ჩვეულებრივ ინფარქტს წინ უსწრებს გულის იშემიური დაავადება, რომელსაც თან ახლავს არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვება: ის მიოკარდიუმისთვის საჭირო სისხლის რაოდენობას ზღუდავს.
ინფარქტის კლასიკური სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გართულებას, ძლიერ ტკივილს მკერდში, ცუდ განწყობას. მისი ნიშანი შეიძლება იყოს კანის ერუპტული მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი წარმონაქმნი.
„ეს ამობურცულები ცნობილია, როგორც გამონაყარი ქსანტომა. ის შეიძლება გამოვლინდეს ხელებზე, ფეხებსა და დუნდულებზე გამონაყარის, მეჭეჭის ან ბორცვის სახით. მას ძალიან ძლიერი ქავილის გამოწვევა შეუძლია“ – ამბობენ Express Health–ის ამერიკული დერმატოლოგიური აკადემის სპეციალისტები.
მათი თქმით, მსგავსი ბორცვები სისხლძარღვებში ჭარბი ქოლესტერინის დაგროვებით არის გამოწვეული.
„თქვენს კანზე ბორცვების დაგროვება შეიძლება იმაზე საუბრობდეს, რომ არტერიებში ცხიმოვანი დაგროვება სწრაფად იზრდება, რაც ინფარქტს იწვევს. კანის სიმპტომები, რომლებიც გულის სასიკვდილო საფრთხეს ნიშნავს, შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც გამონაყარი, მეჭეჭი ან კანის მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება კონტაგიოზური მოლუსკი“ – გვაფრთხილებენ ექიმები.
თუ კანზე ქოლესტერინის ცხიმოვანი დაგროვება იქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლძარღვებში ქოლესტერინის რაოდენობა შეამციროთ, აღნიშნავენ ექიმები. პირველ რიგში, ისინი გირჩევენ, რომ ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა დაიცვათ.