12 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ

114441
12 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ
12 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ

თუ ფიქრობთ, წარსულში ადამიანები ახლანდელ თაობაზე უფრო ნაკლებად ექსცენტრულები იყვნენ, მათი მოდა და ტრადიცია გაიხსენეთ – ბევრ გასაოცარ რამეს აღმოაჩენთ.

პირველი და მეორე ძილი

შუა საუკუნეებში მცხოვრები ევროპელები პრაქტიკაში იყენებდნენ იმას, რასაც დღეს ორფაზიან ძილს უწოდებენ. პირველი ძილი მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა და თითქმის შუაღამემდე გრძელდებოდა, შემდეგ ხალხი იღვიძებდა და კიდევ 2-3 საათი თავს ირთობდა. ვიღაც ამ დროს ლოცულობდა ან კითხულობდა, სხვები კი საყოფაცხოვრებო საქმეებს აკეთებდნენ ან მეზობლებთან საუბრობდნენ. შემდეგ მეორე ძილის დროც მოდიოდა, რომელიც მზის ამოსვლამდე გრძელდებოდა.

ცოცხალი მაღვიძარა

Knocker-up ან ადამიანი მაღვიძარა – პროფესია, რომელიც მე-18 ს-ის ბოლოს 1920 წლამდე არსებობდა. ამ ადამიანების მოვალეობაში სამსახურში წასასვლელი ადამიანების გაღვიძება შედიოდა. „მაღვიძარა“ კლიენტების ფანჯრებზე აკაკუნებდა ან დიდ მილში ჩაყვიროდა. უცნობია თავად მაღვიძარას ვინ აღვიძებდა, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ სამსახურის დამთავრებამდე დასაწოლად არ წვებოდნენ.

კაბები მამაკაცებისთვის

მე-16 ს-ის დასაწყისიდან დაახლოებით 1920 წლამდე ბიჭებს განსაზღვრულ ასაკამდე (4-8 წელი) კაბებს აცვამდნენ და ეს არავის არ ესირცხვილებოდა. სავარაუდოდ, მთავარი მიზეზი ტანსაცმლის სიძვირე იყო, ხოლო კაბის შეკერვა უფრო მარტივი იყო. ტრადიცია ნიკოლოზ მე-2-ც მისდევდა – სურათზე მისი შვილი მეფე ალექსანდრე კაბაშია, რომელიც ჰგავს იმას, რასაც მისი დები ატარებდნენ.

ჩოპინი

ჩოპინი (ცოკოლი, პიანელი) – ფეხსაცმლის სახეობა მაღალ ძირზე, რომლის სიმაღლეც 50 სმ-ს აღწევდა. გასაოცარი არაა, რომ ასეთი ფეხსაცმლის ტარებას მსახურის დახმარება სჭირდებოდა, რომ პირდაპირ მნიშვნელობით მოდის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ. ჩოპინს არა მხოლოდ სილამაზისთვის იცვამდნენ, არამედ იმისთვის რომ  ტანსაცმლის კალთები არ დაესვარათ.

სისხლის გამოდევნა ყველა დაავადების დროს

ეს მეთოდი თითქმის 2000 წელი, მე-20 ს-ის დასაწყისამდე პოპულარული იყო, ნებისმიერი ავადმყოფობის დროს სისხლის გამოდევნას იყენებდნენ, რაც ავადმყოფს უფრო დიდ ზიანს აყენებდა, ვიდრე სარგებელს. ორგანიზმს კიდევ უფრო ასუსტებდა.

წყლის პროცედურის შიში

შუა საუკუნეებში ზოგიერთ ქვეყანაში თვლიდნენ, რომ წყალს ადამიანისთვის ავადმყოფობა მოჰქონდა, ხოლო ტილებს „ღვთის მარგალიტებს“ უწოდებდნენ. ამ მოსაზრებას მონარქებიც იზიარებდნენ. იზაბელა კასტილკასია ამაყობდა იმით, რომ ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იბანავა: დაბადების დროს და ქორწილის წინ. ერთხელ კავალერმა მის ბინძურ ხელებს და ფრჩხილებს ყურადღება მიაქცია, რაზეც დედოფალმა უპასუხა: „ ო, თქვენ რომ ჩემი ფეხები ნახოთ!“

სამახსოვრო სურათი მკვდართან

კიდევ ერთი ჩვეულება, რომელიც დღეს საშიშად თუ არა უცნაურად მაინც მოგეჩვენებათ. მე-19 ს-ში ეს მეთოდი გარდაცვლილი ახლობლის ხსოვნის მეთოდი იყო. როგორც წესი, გარდაცვლილს სურათის გადაღების წინ „ცოცხალ“ სახეს აძლევნდენ. ისინი ბუნებრივად სხდებოდნენ და დახურულ ქუთუთოებზე თვალებს ახატავდნენ, როგორც ამ სურათშია.

რადიოაქტიური პროდუქტები და კოსმეტიკა

მე-20 ს-ის დასაწყისში რადიაციას დადებითი გავლენის მქონედ თვლიდნენ, რაც თაღლითებმა გამოიყენეს: გაყიდვაში გამოჩნდა კოსმეტიკა, პროდუქტი და სასმელი, რომლებიც მდიდარი იყო რადიუმით და თორიუმით, რადიაქტიური სუვენირები და რადიაციით გაჟღენთილი წყალი.

სამწუხაროდ, ამ ამბავს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია: ათლეტი ებენ ბაიერსი Radithor-ის დიდი რაოდენობით დალევის შემდეგ გარდაიცვალა. „უოლ სტრიტ ჯურნალი: ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: ‘რადიაციული წყალი მას შესანიშნავად დაეხმარა. მანამ, სანამ ყბა არ ჩამოუვარდა“.

ჰეროინი ხველების საწინააღმდეგოდ

გასაოცარია, მაგრამ 100 წლის წინ ჰეროინი მორფინის უვნებელ ალტერნატივას წარმოადგენდა და აფთიაქებში როგორც ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტი ისე იყიდებოდა. მის მიღებას ბავშვებსაც ურჩევდნენ. შედეგად გაირკვა, რომ ჰეროინი ღვიძლში მორფინად  გადაიქცევა და 1924 წელს მისი გამოყენება აკრძალეს, თუმცა გერმანიის აფთიაქებში 1971 წლამდე იყიდებოდა.

მოწევა თვითმფრინავის ბორტზე

50-60 წლის წინ მოწევა მავნე ჩვევად არ ითვლებოდა. ადამიანები ამ საეჭვო სიამოვნებაზე უარს თვითმფრინავში ყოფნის დროსაც არ ამბობდნენ. დღეს თვითმფრინავში მოწევა აკრძალულია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ., ირანში) ასეთი აკრძალვა არ მოქმედებს.

საცურაო მანქანები

ჩვენგან განსხვავებით, მე-18 – მე-19 საუკუნეებში სანაპიროზე ასე უბრალოდ შესვლა არ შეუძლიათ. ისინი საცურაო მანქანებს იყენებდნენ – სპეციალურ ფურგონებს, რომლებიც სანაპირო სახლებს ჰგავდა. მას წყალში ღრმად უშვებდნენ, რომ მათ შორს გაცურვა შეძლებოდათ. ამასთან ქალის საცურაო მანქანები მამაკაცებისგან განცალკევებით იდგმებოდა.

ქვა ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად

ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე რას არ იყენებდნენ! მცენარის ფოთლეს, სიმინდის ფოჩოებს, ქოქოსის კაკალი, ჯოხი და ქსოვილი (ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა), ღრუბლიანი ჯოხი ან უბრალოდ წყალი. ძველი ბერძნები ყველაზე მეტად გვაოცებს: ისინი ჰიგიენური მიზნით იყენებდნენ ქვებს, კენჭებს ან გატეხილ ჭურჭელს.