მხედველობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კბილების ხეხვა დილაობით. თუმცა, ჩვენ ძალიან ხშირად ვივიწყებთ დაავადებების პროფილაქტიკის აუცილებლობის შესახებ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას ოფთალმოლოგებისგან, მხედველობის შესანარჩუნებლად.
1. არ გახვიდეთ გარეთ მზისგან დამცავი სათვალეების გარეშე
და არამხოლოდ ზაფხულში! უი-სხივები ზამთარშიც აღწევს მიწაზე, აირეკლება ყინულისა და თოვლისგან. ულტრაიისფერი სხივები იწვევს მელანომას ან კარცინომას ქუთუთოზე, ასევე, ზრდის კატარაქტას განვითარების რისკსაც.
2. არ დაიზილოთ თვალები
შესაძლოა, ამას სწორედ ახლა აკეთებდეთ. რა თქმა უნდა, ჩავარდნილი წამწამი უნდა ამოიღოთ, თუმცა უმიზეზოდ თვალთან ხელის მიტანა არ შეიძლება. ეს კერატოკონუსის გაჩენას იწვევს, რა დროსაც რქოვანა თხელდება და მხედველობა ქვეითდება.
3. იშვიათად გამოიყენეთ წვეთები
თვალის სიწითლის საწინააღმდეგო წვეთებს მიჩვევა შეუძლია. თუ სისხლძარღვები ხშირად სკდება, მიმართეთ ექიმს.
4. არ მიიღოთ შხაპი ლინზებიანად
საბავშვო საშინელებათა ისტორიასავით ჟღერს, თუმცა სიმართლეა: შხაპის დროს შეიძლება უსიამოვნო მიკროორგანიზმი, აკანტამება ავიკიდოთ, რომელიც ლინზიდან თვალში მოხვდება, რითიც კერატიტისა და მხედველობის დაკარგვის გამოწვევაც კი შეუძლია. შხაპიდან ან აუზიდან გამოსვლისას, თუ წინასწარ არ მოიხსენით, ლინზები კარგად უნდა დეზინფიცირდეს. ლინზის კონტეინერებში არ ჩაასხათ ჩვეულებრივი წყალი!
5. არ დაიძინოთ ლინზებით
თვალთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს, ლინზაში(თუ იგი მუდმივი ტარებისთვის არაა განკუთვნილი) ხვდება მიკრობები. გარდა ამისა, თვალამდე ვერ აღწევს საკმარისი ჟანგბადი.
6. არ ატაროთ ვადაგასული ლინზები
1 თვე ნიშნავს ერთ თვეს. ერთჯდერადი ნიშნავს იმას, რომ საღამოს უნდა გადააგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლინზები ბაქტერიის ბუდედ იქცევა, რაც მხედველობის დაქვეითებას იწვევს.