მალთაშუა თიაქრის გასაწოვად და ტკივილის გასაყუჩებლად შესანიშნავი მალამოები არსებობს. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტურია ლაშქარას მალამო და ნაყენი. ლაშქარა ძვლებს აერთებს, სახსრების ტკივილს, შეშუპებას აქრობს, თიაქრის გაწოვას ხელს უწყობს.
ლაშქარას მალამო: 0,5 კგ ლაშქარას ხმელი ფესვი, 70 გრ ფიჭვის ფისი, 350 გრ ღორის ქონი, 300 გრ არაყი. ლაშქარა გარეცხეთ, არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ. ხმელი ფესვი ხორცსაკეპ მანქანაში 2-3-ჯერ გადაატარეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. ფისი ლითობის ძაბრში ჩაყარეთ, სუსტ ცეცხლზე მდუღარე წყალზე დადგით და გაადნეთ. ღორის ქონი სუსტ ცეცხლზე გაადნეთ და ლაშქარას ფესვი დაუმატეთ, ხის კოვზით გამუდმებით აურიეთ. ნარევი ცეცხლზე 40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გამდნარი ფისი დაუმატეთ და კიდევ 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ არაყი დაუმატეთ და 10 წუთში ცეცხლიდან გადმოდგით. საბოლოოდ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
ნარევი არა მხოლოდ მალთაშუა თიაქარს უმკლავდება. მისი გამოყენება მოტეხილობის, სახსრების ტკივილის დროსაც შეგიძლიათ. მალამო ტროფიკულ წყლულებს კურნავს, ოღონდ მალამოს ლაშქარას ნაცვლად 4 ახალი კვერცხის ცილა დაუმატეთ. 20%–იანი ლაშქარას ფესვის ნაყენი (არაყზე დაფუძნებული) მოამზადეთ. 25 დღე დააყენეთ, ყოველ მეორე დღეს ნარევი შეანჯღრიეთ. დილას და საღამოს პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ, ნაყენს 10%–იანი დიმექსიდი დაუმატეთ. ნაყენი ძვლოვანი ქსოვილის, მალების აღდგენას და მალთაშუა თიაქრის გაწოვას ხელს უწყობს.