საჯდომი ნერვის განბლოკვა ორი უმარტივესი სავარჯიშოს მეშვეობით

1203

საჯდომი ნერვი, ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ნერვია. ის ის წელ-გავის (ლუმბოსაკრალრ) წნულში იწყება და მისი ბოჭკო მთელს ფეხში გადის, სადაც მის ინერვაციას უზრუნველყოფს.ამ ნერვის დაჭიმვა ან დაბლოკვა საშინელ დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს. საბედნიეროდ არსებობს სპეციალური სავარჯიშოები რომლებიც ტკივილის მოცილებაში დაგეხმარებათ.

ჩვენ 2 ყველაზე ეფექტურ სავარჯიშოს შემოგთავაზებთ.

სავარჯიშო 1

  1. დაწექით სწორ ზედაპირზე
  2. მოხრილი ფეხი ორივე ხელით დაიჭირეთ დ ნელ-ნელა მკერდისკენ მიიზიდეთ, რამდენადაც შესაძლებელია. ის ასეთ მდგომარეობაში მინიმუმ 30 წამის მანძილზე გააჩერეთ.
  3. ფეხი საწყის პოზიციაში დააბრუნეთ და სავარჯიშო კიდევ ორერ გაიმეორეთ.

სავარჯიშო 2

  1. დაწექით სწორ ზედაპირზე
  2. ფეხები ისე გადააჯვარედინეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და ხელებით დაიჭირეთ. ასეთ მდგომარეობაში 30 წამით გაჩერდით.
  3. დაბრუნდით საწყის პოზიციაში. სავარჯიშო 2-ჯერ გაიმეორეთ.

მოცემული სავარჯიშოები შეგიძლიათ ცალ-ცალკე ან კომპლექსში შეასრულოთ. მათი შესრულება ექიმების მხრიდანაც ნება დართულია. თუ ნერვის გაღიზიანების თავიდან აცილება გსურთ, აჯბებს ფიზიკურ სავარჯიშოებს საკმარისი დრო დაუთმოთ. ბევრი იარეთ ფეხით, აკეთეთ დილის ვარჯიში, სამუშაო დღის შემდეგ კი ჩვენს მიერ შემოთავაზებული სავარჯიშოები გაკეთეთ.

თუ წელის ტკივილი, ფეხზე გადაეცემა აუცილებლად მიდით ექიმტან რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილოთ!