მამაკაცმა ტუალეტის ქაღალდის მთელ მარაგს ბეტონი მოასხა და ასეთი შესანიშნავი დეკორაცია მიიღო

0
1195

დღეს სახლისთვის ნებისმიერი ნივთის შეძენა შეიძლება ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად. ნუთუ შესაძლებელია შინ კომფორტის შექმნა იმ ნივთით, რომელსაც სადღაც ქარხანაში ათიათასობით ამზადებენ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ზოგიერთი საჭირო ნივთის დამზადებას საკუთარი ხელებით.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დაამზადოთ ყვავილის ლამაზი დასადგამი, რომელიც არამხოლოდ საჭირო პირობებს შეუქმნის თქვენს მწვანე მეგობარს, არამედ დაზოგავს სივრცეს და გაალამაზებს თქვენი სახლის ინტერიერს.

ყვავილების დასადგამი

პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ: ტუალეტის ქაღალდის 5 თანაბარი გრაგნილი, ცემენტი, ქვიშა, წებოვანი ლენტი, შპატელი, საღებავი, მაღალი თეფში, ყვავილის ფორმა და დიდი ფოთოლი.

ინსტრუქცია

1. ქვიშაზე მოათავსეთ ტუალეტის ქაღალდები, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. წებოვანი ლენტით მიამაგრეთ გრაგნილები ერთმანეთს და ქვიშა მოასწორეთ შპატელის გამოყენებით, რათა ქაღალდები უმოძრაოდ დააფიქსიროთ.

2. მოამზადეთ ცემენტის ხსნარი და ჩაასხით იგი ტუალეტის ქაღალდებს შორის გაჩენილ სივრცეში.

3. თანაბრად დაფარეთ ცემენტით გრაგნილები.

4. დაასველეთ და ფრთხილად მოასწორეთ ზედაპირი. გაითვალისწინეთ, რომ კონსტრუქციამ პირვანდელი “ყვავილოვანი” ფორმა უნდა შეინარჩუნოს.

5. როცა ფორმა გაშრება, გადმოაბრუნეთ და ამოაცალეთ ქაღალდები.

6. ახლა დასადგამისთვის სპეციალური დასადები უნდა შევქმნათ. ამისთვის ცალკე გააბრტყელეთ ცემენტის ხსნარი სქელ, თანაბარ ფენად, დაადეთ ყვავილის ფორმა და გააცალეთ ზედმეტი ცემენტი. აცადეთ გაშრობა.

7. დააფინეთ ცელოფანი, ზემოდან მოათავსეთ დიდი ფოთოლი და დაფარეთ იგი ცემენტის ხსნარით.

8. ახლა მოათავსეთ ფოთლიანი ცელოფანი მაღალ ჭურჭელში ისე, რომ ფოთოლი მოიხაროს. აცადეთ გაშრობა.

9. მიღებული ბეტონის ფოთოლი შეღებეთ.

10. ახლა, გამომშრალი ბრტყელი ყვავილის შუაგულში მოათავსეთ ცოტაოდენი ბეტონი, კუთხეებში კი, დასაყრდნობად, დადგით ერთნაირი სიმაღლის ნივთები.

11. დაადეთ ზემოდან საყვავილე.

12. ზემოდან, ასევე, ხსნარით მიამაგრეთ მწვანე ფოთოლი და შეღებეთ კონსტრუქცია სასურველ ფერში.

მზადაა! ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, გაავსოთ ყვავილის დასადგამი ლამაზი კენჭებით, წყლითა და ყვავილებით.

ასევე, უნდა აუხსნათ მეუღლესაც, თუ სად გაქრა 5 გრაგნილი ტუალეტის ქაღალდი. ჩვენ უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლამაზი დეკორაციის გულისთვის გაპატიებთ.

გაუზიარეთ ეს შესანიშნავი იდეა ყვავილებისა და ხელსაქმის მოყვარულ მეგობრებს.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი