რატომ უნდა გაიწმინდოთ არტერიები აუცილებლად და რომელი პროდუქტები გამოიყენოთ

673

არტერიების დაბინძურება პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებას, ინსულტს და გულის შეტევას იწვევს. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ხანდაზმულებს აწუხებთ. პირიქით, ათეროსკლეროზი (სისხლძარღვების გამკვრივება) შეიძლება ბავშვობაში დაიწყოს.

ბეტა–ბლოკატორების და ქოლესტერინის შემამცირებელი პრეპარატების გარდა სისხლძარღვების გასაწმენდად ბუნებრივი მეთოდებიც არსებობს. მონოუჯერი, ნახევრად უჯერი და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, E, C, B6 და B12 ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. სასურველია, ყოველდღე მიირთვით. რაც ყველაზე სასიამოვნოა ამ ვიტამინების და მინერალების შემცველი პროდუქტები გემრიელია.

არტერიების გაწმენდა სასიცოცხლოდ აუცილებელია და Vivien გირჩევთ, ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ.

პროდუქტები არტერიების გასაწმენდად

ავოკადო

ამ ტროპიკული ნაყოფის სარგებელი დიდი ხანია დამტკიცებულია: ჯერ კიდევ 1996 წელს მექსიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ავოკადოს 1 კვირის განმავლობაში ყოველდღე მიირთმევდნენ, ქოლესტერინის დონე თითქმის 20%–ით შეუმცირდათ. იმუნიტეტის გამაძლიერებელი A, E და C ვიტამინების გარდა ავოკადო მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით – მთავარი ელემენტები ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ნიუ–იორკელი დიეტოლოგი მეგან მედენი გირჩევთ, რომ სენდვიჩი კარაქის ნაცვლად ავოკადოს თხელი ნაჭრებით გააკეთოთ: ასე სისხლძარღვებისა და ფორმებისთვის უფრო სასარგებლოა, თან გემო დახვეწილია. ჩვენი რეკომენდაცია: ავოკადოს, კივის და ვაშლის სმუზი.

კაკალი

ნუში ძალიან ბევრ მონოუჯერ ცხიმს, E ვიტამინს და უჯრედისს შეიცავს. კაკალი ომეგა 3–ის შესანიშნავი მცენარეული წყაროა. ამერიკის გულის ასოციაციის თანახმად, მონოუჯერი ცხიმები მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. დღის მეორე ნახევარში კრეკერის ნაცვლად 1 მუჭა კაკლით წაიხემსეთ.

ორაგული ან სხვა ცხიმიანი თევზი

ცხიმიანი თევზი (სკუმბრია, ქაშაყი, თინუსი და ორაგული) ომეგა 3–ით მდიდარია, ამიტომ კვირაში 2–ჯერ ასეთი თევზის მიღება გულ–სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს ამცირებს. ამას ანთების შემცირების და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით აღწევს. ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს ზრდის, რომელიც კარგ ქოლესტერინად ითვლება.

სატაცური

სატაცური უჯრედისით და K, B1, B2, C და E ვიტამინებით მდიდარია. მისი დახმარებით შეამცირებთ არტერიულ წნევას და თრომბის განვითარების რისკს, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა სისტემის სერიოზულ დაავადებებს და ინფარქტს იწვევენ.

ბროკოლი

ბროკოლი მდიდარია უჯრედისით, რომელიც არა მხოლოდ წნევას არეგულირებს, არამედ სტრესს ამცირებს.

კურკუმა

კურკუმას მთავარი კომპონენტია კურკუმინი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინის მაღალი დონე არტერიებში ცხიმის დაგროვებას 25%–ით ამცირებს.

ხურმა

ხურმა შეიცავს ანტიოქსიდანტებს და პოლიფენოლებს, რომლებიც სისხლში LDL ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებენ. ეს კი არტერიების გაწმენდას ხელს უწყობს.

დარიჩინი

ახლახანს ჩატარებული კვლევის თანახმად, ანტიოქსიდანტებით მდიდარი 1 ჩ/კ დარიჩინი სისხლში ცხიმის რაოდენობას ამცირებს. შედეგად, არტერიებში ნადების დაგროვებას აფერხებს და მავნე ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. უბრალოდ თქვენს დილის ლატეს დარიჩინი მოაყარეთ.

შტოში

კვლევამ აჩვენა, რომ კალიუმით მდიდარი შტოში LDL ქოლესტერინის დონეს ამცირებს და HDL ქოლესტერინის დონეს ზრდის. რეგულარული მიღებისას გულის დაავადებების რისკს თითქმის 40%–ით ამცირებს.

ყველი

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 3 ულუფა დაბალპროცენტიან რძის პროდუქტებს მიირთმევენ, სისტოლური წნევა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებს ჭამს.

საზამთრო

იდეალური წასახემსებელი: არა მხოლოდ დიეტური საკვები, არამედ გულის დამცველი. ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებიც 4000 მგ L-ციტრულინს (საზამთროში შემავალი ამინომჟავა) დანამატის სახით იღებდნენ, 6 კვირაში არტერიული წნევის შემცირება შეძლეს. ამინომჟავა ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის წარმოებას, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს.

ისპანახი

1 ულუფა ისპანახს შეუძლია ჰომოცისტეინის დონე (ათეროსკლეროზის ცნობილი რისკ–ფაქტორი) დაარეგულიროს.

მთელი მარცვლეული

მთელ მარცვლეულში (მაგალითად, მთელი ხორბლის პური, ყავისფერი ბრინჯი და შვრია) შემავალი ხსნადი უჯრედისი ქოლესტერინს საკვებს უკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის.

ლობიო

ცილების, უჯრედისის, რკინის და ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით ლობიო ინსულტის და ინფარქტის პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რა დავლიოთ და დავუმატოთ საკვებს არტერიების გასაწმენდად

ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც სისხლის ჟანგვით პროცესებზე დადებითად მოქმედებს. სალათების და პასტების საკაზმად ერთ–ერთი საუკეთესო ზეთია. ეკონომიურად გამოიყენეთ, რადგან ძალიან კალორიულია.

ბროწეული

ბროწეული შეიცავს ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ანტიოქსიდანტების როლს ასრულებენ და არტერიების ლორწოვან გარსს დაზიანებისგან იცავენ. შედეგად აზოტის ოქსიდის წარმოება სტიმულირდება, რაც თავის მხრივ, სისხლის ნაკადის შენარჩუნებას და არტერიების გახსნას ხელს უწყობს. რეკომენდებულია ბროწეულის წვენის დალევა: მისი დადებითი მომენტია კურკების არ არსებობა, რომლებმაც შეიძლება კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე ნეგატიური გავლენა იქონიონ (მცირე რაოდენობით სასარგებლოა: ძვლებს აძლიერებს და ჰორმონალურ ფონს აწესრიგებს).

ფორთოხლის წვენი

ფორთოხლის წვენი C ვიტამინის და ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით სისხლში ჟანგვით დაზიანებას ხელს უშლის.

სპირულინა (წყალმცენარე)

ყოველდღიური დოზა 4500 მგ (ჩვეულებრივ, დანამატის ან ფხვნილის სახით) არტერიების კედლებს ადუნებს და წნევას არეგულირებს. ასევე ღვიძლს სისხლში ცხიმის დონის დარეგულირებაში ეხმარება.

ყავა

ნიდერლანდების მკვლევარების თანახმად, ადამიანები, რომლებიც დღეში 2, მაქსიმუმ 4 ფინჯან ყავას 13 წლის განმავლობაში სვამდნენ, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების 20%–ით უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც უფრო მეტ ან ნაკლებს ყავას სვამდნენ ან საერთოდ არ სვამდნენ. აქ ზომიერება მთავარი ფაქტორია – კოფეინი სტიმულატორია, რომელმაც შეიძლება დროებით არტერიული წნევის ზრდა გამოიწვიოს, მაგრამ ჭარბი რაოდენობით არარეგულარულ გულისცემას იწვევს.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი მდიდარია კატეხინებით, ნაერთებით, რომლებიც ქოლესტერინის შთანთქვას ამცირებენ, ასევე წონის კლებას და სიმსივნის პრევენციას ხელს უწყობენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს