ნაყენი “ცხრა ძალა”: სამკურნალო მცენარეების მეფე დაავადებათა 9 ჯგუფს დაამარცხებს

3747

კულმუხო ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ფხვნილია. შუა საუკუნეებში მას უცნობ დაავადებებთან, მოწალმვასთან და ჭირთან საბრძოლველად იყენებდნენ.

კულმუხოს ფესვი

კულმუხოსგან იღებენ ფრუქტოზას, რომელიც შეიცავს ორგანულ მჟავებსა და ეთერზეთებს. მას ბრონქების, ფილტვების, ვირუსოვანი დაავადებების დროს იყენებენ. კულმუხოს ფესვის ნაყენი სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად.

კულმუხოს ფესვი წინასწარ რომ მოამზადოთ, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ ან დაჭერით ფირფიტებად და გააშრეთ ბნელ, მშრალ ადგილას. თუ კულმუხოს მზეზე გააშრობთ, მთელ სასარგებლო ნივთიერებებს დაუკარგავთ.

არსებობს უამრავი სხვადასხვა რეცეპტი კულმუხოს ნაყენისა თუ ნახარშის მოსამზადებლად. აფთიაქში მისი ყვავილების შეძენა და მისგან ჩაის დაყენება შეგიძლიათ.

ახალგაზრდობის სასარგებლო ელექსირის მომზადების მარტივი საშუალებაა კულმუხოს ნაყენი ღვინოზე. ოღონდ ზუსტად უნდა დაიცვათ პროპორციები, რადგან ამით იმუნიტეტი უნდა გაიუმჯობესოთ, კი არ უნდა დათვრეთ.

ინგრედიენტები

  • 500 მლ წითელი ღვინო
  • 3 ს.კ. კულმუხო
  • 1 ს.კ. თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. გაწმინდეთ და დააქუცმაცეთ კულმუხოს ფესვი.
  2. დაუმატეთ თაფლი და დაასხით ღვინო.
  3. ხარშეთ მასა ნელ ცეცხლზე 15 წუთით.
  4. გააგრილეთ ღვინო და გადაასხით შუშის ბოთლში ან ქილაში.
  5. მიიღეთ კულმუხოს ნახარში დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, 50 მლ.

ასეთი ნაყენი გააძლიერებს იმუნიტეტს. კუჭის მომატებული მჟავიანობის, წყლულის ან გასტრიტის დროს მისი მიღება არაა რეკომენდებული.