ტამპონები ოთახის მცენარეების მოსავლელად

1132

მცენარეების აყვავილებაზე ნერვიულობისა ხშირად მათ უხვად ვრწყავთ. სოციალური ქსელის ავსტრალიელი მომხმარებელი გვიზიარებს ხრიკს, რომლის დახმარებით მან ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენა თავიდან აიცილა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ოთახის მცენარეების მოსავლელად უბრალო ჰიგიენურ ტამპონებს გვთავაზობს.

ოთახის მცენარეების მოყვარულები ცდილობენ, რომ მათ საკმარისი ყურადღება და ზრუნვა აჩუქონ. თუმცა ეს ზოგჯერ მათ წინააღმდეგ მოქმედებს. სამწუხაროდ, საყვარელ მწვანე ლამაზმანებს ზედმეტი სიკეთით ვღუპავთ. როცა საყვარელი ორქიდეა „დაღლილად“ გამოიყურება, ინსტინქტი მცენარის კარგად მორწყვას გვკარნახობს.

ასე უხვი მორწყვის გამო ერთ ქალს რამდენიმე ცვილის ხე დაუჭკნა. სხვა ქოთნები მსგავსი ბედისგან რომ დაეცვა, მიწაში ჰიგიენური საშუალების გამოყენება გადაწყვიტა, რომ მას ზედმეტი წყალი შეეწოვა. ნახეთ, რა გამოვიდა ამით.

ტამპონების გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით

მიწაში ტენიანობის დასარეგულირებლად ავსტრალიელმა ქოთანში ქალის ტამპონები ჩაარჭო. რამდენიმე საათში ჰიგიენური საშუალება გაიბერა და ზედმეტი წყალი შეიწოვა.

უხვი მორწყვისას ფოთლები ჭკნება და ყავისფერდება, ხოლო მცენარის ფესვები ლპება. ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის შთანთქმა და მცენარის სხვა ნაწილებისთვის მკვებავი ნივთიერებების მიწოდება აღარ შეუძლია. უჩვეულო ხრიკით უსიამოვნო შედეგებს თავიდან აგაცილებთ.

მცენარის მდგომარეობის შესამოწმებლად ქოთნიდან ამოიღეთ და ფესვებს დააკვირდით. თუ ყავისფერი და რბილია, ეს ფესვების ლპობაა. ამ შემთხვევაში დაზიანებული ნაწილები მოაჭერით და გადარგეთ.

ინტერნეტის მომხმარებლები ამ სასარგებლო რჩევას „წარმოუდგენლად გენიალურს“ უწოდებენ. ფეისბუქზე პოსტის წარმატებული გამოქვეყნების შემდეგ ქალმა იუთუბზე საკუთარი არხი შექმნა, სადაც ოთახის მცენარეების მოსავლელად ხრიკებს გვიზიარებს.

ახლა უკვე იცით, რა გააკეთოთ, თუ შემთხვევით მცენარეები ზედმეტად მორწყეთ. ვინ იფიქრებდა, რომ ტამპონების არაპირდაპირი დანიშნულებით გამოყენება ასეთი სასარგებლო იქნებოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს