ბანანი ზოგიერთ პრობლემას უფრო ეფექტურად უმკლავდება, ვიდრე მედიკამენტები

1178

ბანანი ორგანიზმში ენერგიის, ვიტამინების და მინერალების რაოდენობას ზრდის. სწორედ ამიტომ, ეჭვი არ შეგაპაროთ და რაციონში აუცილებლად ჩართეთ. ეს ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო საკვებია.

Vivien გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ბანანი და უფრო ეფექტური, ვიდრე მედიკამენტები!

1. მაღალი არტერიული წნევა

კალიუმის დეფიციტი და ნატრიუმის ჭარბი მიღება სერიოზულ, არახელსაყრელ შედეგებს იწვევს, განსაკუთრებით არტერიული წნევის დონეზე. ბანანი კალიუმით მდიდარია. თუ დილით შეჭამთ, ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას შეძლებს. ასევე გულის მუშაობას არეგულირებს.

2. დეპრესია და ცუდი განწყობა

ტრიპტოფანის შემცველობის წყალობით დეპრესიას უმკლავდება. ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის წარმოებას ხელს უწყობს. რამდენიმე წუთში განწყობის გასაუმჯობესებლად ბანანი მიირთვით. ასე დამშვიდდებით და სიამოვნებას მიიღებთ.

3. სტრესი

სტრესს კალიუმის დონის შემცირება შეუძლია, რაც ნივთიერებათა ცვლაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კალიუმი საჭმლის მონელების პროცესების დაჩქარებაში მონაწილეობს, ასევე სითხის ბალანსს არეგულირებს და გულის მუშაობას აუმჯობესებს. სტრესის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად რამდენიმე ბანანი შეჭამეთ.

4. საჭმლის მონელება

ხილი ბევრ უჯრედისს და პექტინს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის გაწმენდას და საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ. ასევე შეშუპებას, ყაბზობას და დიარეას ამცირებს, გამაღიზიანებელ გულძმარვას თავიდან აიცილებთ.

5. წინამენსტრუაციული სინდრომი

ბანანი ბევრ B6 ვიტამინს შეიცავს, რაც წინამენსტრუაციული სინდრომისთვის ძალიან სასარგებლოა. B ვიტამინი მუცლის ტკივილს ამცირებს და განწყობას აუმჯობესებს.

6. წყლულებს კურნავს

თუ ბანანს ყოველდღე მიირთმევთ, კუჭის წყლულს, გასტრიტს და გულძმარვას თავიდან აიცილებთ. ეს ხილი კუჭში ბუნებრივ დამცავ გარსს ქმნის, რომელიც მარილმჟავებისგან გვიცავს.

ბანანი შეგიძლიათ სხვა სასარგებლო პროდუქტთან ერთად მიირთვათ. განსაკუთრებით რეკომენდებულია სელის, სეზამის და ჩიას თესლები და კაკაო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს