10 უმარტივესი ხრიკი, რომელიც თქვენს სახშლი საოცარ სისუფთავეს დააწესებს.

0
590

თანამედროვე საშუალებების წყალობით სახლის დალაგება-დასუფთავება თითქოს და უმარტივესი პროცედურა უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის… გარდა ამისა, სპეციალური ქიმიური საშუალებების შეძენა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.

სწორედ ამიტომ, ვივიენმა მოამზადა 10 გენიალური რჩევა თქვენთვის, დიასახლისებისთვის. ეს უმარტივესი ხრიკები სახშლი სისუფთავის დაწესებაში დაგეხმარებათ და დალაგების პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ.

1. კრამიტის ზედაპირის მოპრიალებაში უბრალო ძმარი დაგეხმარებათ. დაიტანეთ დაბინძურებულ ზედაპირზე მცირეოდენი ძმარი, მოითმინეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ მოწმინდეთ რბილი ქსოვილის გამოყენებით. კრამის იატაკი სისუფთავისგან იბრწყინებს!

2. ფანჯრების გაპრიალება ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი ამიაკის სპირტის გამოყენებით. მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 1 ლიტრ წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ამიაკის სპირტი. მიღებული ხსნარით გაწმინდეთ ფანჯრის ზედაპირი (გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი).

3. პარკეტი სისუფთავისგან იბრწყინებს, თუ თქვენ მის გასაწმენდად ძმრის წყალხსნარს გამოიყენებთ. უბრალოდ შეურიეთ ერთმანეთში 1/4 ჭიქა ძმარი და 1 ლიტრი წყალი.

4. ლიმონმჟავა არაჩვეულებრივი საშუალებაა სარეცხი მანქანიდან ობის მოსაშორებლად. უბრალოდ მოაბნიეთ 80 გრამი ფხვნილი სარეცხ მანქანაში და ჩართეთ ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმი.

5. სარკეების გასაწმენდად არაჩვეულებრივია შემდეგი საშუალება: 1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ამიაკის სპირტი და ამავე რაოდენობით არაყი. მიღებული ხსნარი გადაიტანეთ სპრეი-ბოთლში. დაიტანეთ ეს საშუალება სარკის ზედაპირზე და გაწმინდეთ ის ქაღალდის ხელსახოცის დახმარებით. სარკე სისუფთავისგან იბრწყინებს!

6. ხის ზედაპირის გაპრიალება მარტივადაა შესაძლებელი ლიმონის წვენის დახმარებით. გაჭერით ლიმონი შუაზე და გადაუსვით ის ხის ზედაპირს, მოაყარეთ მარილის სქელი ფენა და მოითმინეთ 10 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაწმინდეთ ზედაპირი თქვენს ხელთ არსებული საშუალებით (მაგ: ღრუბელი) და გააპრიალეთ ის თბილი წყლში დასველებული ქსოვილით.

7. ხალიჩის ლაქებისგან გასუფთავება ძალზედ მარტივია სოდისა და სახამებლის დახმარებით. შეურიეთ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და მიღებული საშუალება მოაბნიეთ ხალიჩის დაბინძურებულ ზედაპირზე. 15 წუთის შემდეგ უბრალოდ გაასუფთავეთ ხალიჩა მტვერსასრუტის გამოყენებით. ის იდეალურად სუფთა იქნება!

8. მაცივარში უსიამოვნო სუნის გაქრობაში ლიმონის წვენი დაგეხმარებათ. შეურიეთ ნახევარი ლიმონი წვენი 2 ჭიქა წყალში და მიღებული ხსნარით გაწმინდეთ მაცივრის კედლები.

9. აბაზანის კედლებიდან ობის მოშორებაში საკვები სოდა დაგეხმარებათ. უბრალოდ დაიტანეთ ის ღრუბელზე და გააპრიალეთ მისი დახმარებით კრამიტის ზედაპირი. ის სუსუფთავისგან იბრწყინებს!

10. ღუმელის ცხიმიანი ზედაპირის გაპრიალებაც კი ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი 1 ჭიქა სოდისა და ნახევარი ჭიქა წყლის დახმარებით. შეურიეთ ისინი ერთმანეთში მოცემული რაოდენობით და მიღებული ნარევი წაუსვით ღუმელის კედლებს. 15 წუთის შემდეგ გამორეცხეთ ღუმელი თბილი წყლით და გაამშრალეთ ნებისმიერი ქსოვილით.

იმ შემთხვევაში, თუ მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხრიკები, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი