ფსიქოლოგის რჩევები,  როგორ დატოვოთ წარსულში მგზნებარე ფრაზა „დედამთილი მძულს“

258

დედამთილი ერთ–ერთ პირველ ადგილს იკავებს საშინელებათა ისტორიებს შორის, რომელიც ქორწინებას და ოჯახში ურთიერთობას ეხება. ახალგაზრდა რძლისგან ხშირად გვესმის ემოციური ფრაზა: „დედამთილი მძულს“. ერთხელ სასკოლო არდადეგების დროს, როცა ჩემი ახლა უკვე ზრდასრული ქალიშვილი დაწყებით კლასში სწავლობდა, მეგობართან ერთად თოჯინებით თამაშობდა. ბარბებით დიალოგს მართავდნენ, თითქოს უკვე ზრდასრულები და დაოჯახებულნი იყვნენ. მათი თამაშის უნებლიე მოწმე გავხდი.

დედამთილი მძულს

–ძინ! ალო? გამარჯობა! წავიდეთ აუზზე?

–ოჰ, არა! ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. დედამთილმა შემატყობინა, ხვალ მოსვლას აპირებს. ვერ წამოვალ. ნივთები უნდა დავალაგო ისე, როგორც მიჩვეულია და პარკებიდან სამკუთხედები გავაკეთო. ასე აკეთებს და მირჩევს „რომ ნაკლები ადგილი დაიკავოს“ – მიბაძა წარმოსახვით დედამთილს გოგონას ბარბმა. – თუ დაინახავს, რომ მისი რჩევები არ მაინტერესებს, გაბრაზდება, გულს გამიწვრილებს.

–ოჰო! ასეთი ბოროტი დედამთილი გყავს?!

–იქნებ, ბოროტი არაა, მაგრამ მაღიზიანებს, როცა თითქოს უნებურად სახლის ყველა კუთხეს ათვალიერებს და ჩუმად ხვნეშის. დედამთილი მძულს.

–მესმის, ძვირფასო. კარგია, რომ ჩემსას მატარებლით ათი საათი სჭირდება, შემდეგ ავტობუსის დიდხანს ლოდინი. ტრანსპორტი არ უყვარს.

–გაგიმართლა. ჩვენ ხშირად ვხვდებით. 1 თვის წინ ვესტუმრეთ. ვეკითხები, ხომ არ დაგეხმარო სახლის დალაგებაში. მითხრა: „აივანი გამოგავი იქ, სადაც კატის უჯრაა“. გამოვგავი, არ მიჭირს. დედამთილმა შეხედა, თვალები გადაატრიალა და თავიდან დალაგება დაიწყო. უკვე სუფთა იყო! ასე ყველაფერში! ოჰ! – თეატრალურად ბრაზობდა ბარბი, თუმცა მისი პატარა მფლობელის დედა დედამთილთან ფარულ ომზე არ წუწუნებდა.

საბავშვო თამაში თუ რეალობა?

აი, მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვები ძალიან დაკვირვებულნი არიან და ოჯახის ურთიერთობაში ბევრ დეტალს ამჩნევენ. ნუთუ ყველა ბიჭის დედას შუბლზე აწერია, რომ დედამთილის სტატუსის მიღებისთანავე ბოროტი გახდეს? ასე არაა. პირადად ვიცნობ ქალებ, რომლებიც რძლებს პატივს სცემენ და უყვართ, მათზე ზრუნავენ, რადგან ყოველდღე ვაჟების მათ რჩეულთან ბედნიერებაში რწმუნდებიან. რძლებიც ვალში არ რჩებიან.

ყველა არ ეძახის დედამთილს დედას, უფრო სახელით, მაგრამ ყველა ცდილობს, ოჯახში ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული გულწრფელი ურთიერთობები დაამყაროს. ალბათ, მსგავსი ოჯახები თქვენთვის ნაცნობია.

იქაც კი, სადაც დედამთილსა და რძალს შორის ომია, ფსიქოლოგების თქმით, პატივსაცემი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია. ხშირად ტრადიციული კონფლიქტის მიზეზი დედამთილის ან რძლის ან ორივეს აუტანელ ხასიათში არ იმალება. სინამდვილეში, მათ ერთი ადამიანი უყვართ (ან ფიქრობენ, რომ უყვართ). გამოდის, ძალების გაერთიანებით შეუძლიათ ერთმანეთის ადვილად გაგება, რომ მათ და ოჯახმა კარგად იცხოვრონ? მაგრამ არა, ასე ადვილი არაა.

დედამთილი მძულს: მოტივაცია

საქმე იმაშია, რომ ქალების სხვადასხვა მოტივაცია აქვთ. დედამთილისთვის ის ვაჟია, მასზე უნდა იზრუნოს და უსიამოვნებისგან დაიცვას. რძლისთვის მოტივაციაა ის, რომ მას და მის ქმარს აქვთ საერთო ინტერესები და ხედვები, ცხოვრებისეული მიზნები, ქმარი ემოციურ სიამოვნებას ანიჭებს, მისგან ზრუნვას და დაცვას ელოდება. დედა ზრდასრულ ვაჟში ძვირფას ბიჭს ხედავს. ცოლისთვის ეს „ბიჭი“ ზრდასრული მამაკაცია, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება, სხვების დაცვა. აი, კონფლიქტის საფუძველი.

ის, თუ როგორ იქცევა ორივე ქალი მოტივების შეჯახებისას, არის მაჩვენებელი, რომელიც ლაკმუსის ტესტს ჰგავს: მათი ქცევა შინაგანი კულტურის და აღზრდის დონეს განსაზღვრავს.

სხვადასხვა მოტივაციის მიუხედავად რძალ–დედამთილს შორის ურთიერთგაგების დამყარება შესაძლებელია. ფსიქოლოგები რძლებს სთავაზობენ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომ დედამთილთან მშვიდად თანაარსებობა შეძლონ.

რა ვუყოთ ქმრის დედას, ფსიქოლოგის რჩევები

1. რჩევები მიიღეთ. ფრაზის ნაცვლად „ზრდასრულები ვარ, თავად მოვაგვარებთ“, უმჯობესია თქვათ, რომ მის გამოცდილებას აფასებთ და უპასუხეთ: „მართალი ხართ“, „გეთანხმებით“, „როგორ სწორად აღნიშნეთ“, „საინტერესოა“, „როგორი დიდი გამოცდილება გაქვთ“.

2. მისი შვილის ბავშვობის მოგონებები გააღვიძეთ. ზოგჯერ დედამთილს სთხოვეთ, გაიხსენოს დასამახსოვრებელი მოვლენები, სასაცილო ან ემოციური ეპიზოდები. თქვენი ყურადღება და გულწრფელი ინტერესი დიდი ხნით გაახარებს და უბიძგებს, რომ თქვენ მიმართ უფრო კეთილი გახდეს.

სიმშვიდე შეინარჩუნეთ

3. დედამთილს ქმრისადმი თქვენი სიყვარული აჩვენეთ. აქ ზომიერების გრძნობა აჩვენეთ: სიყვარული და სინაზე არ გამოხატოთ. თქვით, როგორი აღფრთოვანებული ხართ მისი ჭკუით, წარმატებით, როგორი კეთილი, თამამი, ღირსეული, მარჯვეა და ა.შ. როცა თქვენი ქმარი დედას დაკავებულობის გამო ვერ ეხმიანება, თავად დაურეკეთ, დელიკატურად აუხსენით მიზეზი, გამოკითხეთ, რას აკეთებს და როგორ გრძნობს თავს. ამავდროულად, დედა–შვილის კონფლიქტში არ ჩაერიოთ, არც ერთის მხარე არ დაიჭიროთ. უმჯობესია თქვათ: „ვიცი, როგორი ძვირფასები ხართ ერთმანეთისთვის, დარწმუნებული ვარ, საერთო ენას გამონახავთ“.

4. საკუთარ თავზე ცუდად არ ილაპარაკოთ. დედამთილთან თვითკრიტიკას მოერიდეთ და წარუმატებლობაზე არ ილაპარაკოთ. სამაგიეროდ, გაკვრით ახსენეთ თქვენი წარმატებები, საინტერესო საქმე. მნშვნელოვანია, დედამთილმა თქვენში თანასწორი დაინახოს.

5. ჩვეული გარემოდან გამოიყვანეთ. იშვიათად მაინც დაპატიჟეთ კინოში, კონცერტზე, პარკში სასეირნოდ, კაფეში, გამოფენაზე, სადაც დროს სასიამოვნოდ გაატარებს. როგორც წესი, ხალხი ჩვეული გარემოდან თავის დაღწევის შემდეგ უკეთ უგებს სხვებს, სამყაროს, ურთიერთობას ახლებურად უყურებს.

6. ცალ–ცალკე იცხოვრეთ. ეს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის გამოსწორების საუკეთესო რეცეპტია. ასე თქვენი შეხვედრები ოჯახის ყველა თაობისთვის დღესასწაული შეიძლება გახდეს.