იყო მოდური, ნიშნავს იყო ლამაზი. არსებობს ნივთები, რომლებიც დიდი ხნის წინ გადავიდა მოდიდან, თუმცა, ზოგიერთი ქალბატონი მაინც აგრძელებს მათ ტარებას, განსაკუთრებით, უფროსი ქალბატონები. ამით თავიანთ ბუნებრივ სილამაზეს იფუჭებენ მაშინ, როცა აუცილებელია მისი წარმოჩენა.
ქვედაბოლოს სახეობები
1. მოდაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ქვედა ბოლოებს. მაგალითად, მინი-ბოლოს. არსებობს დაუწერელი წესი: ძალიან მოკლე მხოლოდ ახალგაზრდობაში ან გრძელი ფეხების არსებობის შემთხვევაში უნდა გეცვათ.
ასაკთან ერთად, ქალს უჩნდება ცელულიტი და ეს ნორმალურია. თუმცა, მისი დემონსტრირება მოკლე კაბით არაესთეტიკურია. მინი-ბოლოს ნებისმიერი სახეობა, რომელიც მხოლოდ მეხუთე ზონას ფარავს, არ უხდება დაბალ და ჭარბწონიან ქალს. მათში იგი უფრო დაბალი და განიერთეძოიანი ჩანს.
2. კაბა-კილტი – შოტლანდიელ მამაკაცთა ეროვნული ტანსაცმელია და, ხანდახან, მას ქალებიც იცვამენ. ასეთი ქვედაბოლოს დანახვა ახალგაზრდა გოგონაზე იმის ფიქრის საბაბს გვაძლევს, რომ იგი თვითგამოხატვის საშუალებას ეძებს. თუმცა, როცა ეს კაბა ბანოვანს აცვია, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ უგემოვნოა.
3. ტყავის კაბები ბადისებრ კოლგოტებთან და მაღალქუსლიან ჩექმებთან ერთად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ვულგარულად გამოიყურება.
აქცენტი რაღაც ერთზე უნდა გააკეთოთ – ან ტყავის კაბაზე, თუ ამის საშუალებას ფიგურა იძლევა, ან ფეხსაცმელზე. კოლგოტები კი საერთოდ დეკორის გარეშე უნდა შეარჩიოთ.
4. წვრილი დეკორაციები კაბაზე ძალიან ბავშვურად გამოიყურება. ვარსკვლავები, გულები, ალუბლები და ა.შ. – ყველაფერი ბავშვებისაა. ზრდასრულ ქალს ერთფეროვანი ქვედაბოლო ან აბსტრაქტული ნახატებით გაფორმებული კაბა უნდა ეცვას, შეუფერებლად რომ არ გამოიყურებოდეს.
5. ფანქარი-კაბები ვეებერთელა ფეხსაცმელთან ულამაზოა. ასეტი კაბა ყოველთვის მოდაშია, იგი კლასიკაა, თუ სწორად ჩაიცვამთ. თუ მსხვილი ფეხები გაქვთ, კაბის სიგრძე მუხლს ქვემოთ უნდა იყოს, ფეხსაცმელი კი არ უნდა იყოს მასიური და ქუსლიანი. თუ გამხდარი ფეხები გაქვთ, შეარჩიეთ მუხლს 5 სმ-თი აცდენილი ბოლო და მაღალი ჩექმები.
6. კაბა-გოდე მოდაში 30 წლის წინ იყო. ზოგიერთ ქალს იგი საჩუქრად დედის ან ბებიისგან ერგო. როგორი ძვირფასი სახსოვარიც არ უნდა იყოს იგი, დღეს მისი ჩაცმა ნამდვილად არ ღირს. ახლა ასეთი ჩაცმულობა ძველმოდურია.
7. ჯინსის ქვედაბოლოები ახალგაზრდა გოგონებისთვისაა და არა ელეგანტური, ზრდასრული ქალბატონებისთვის. თუ დენიმი გიყვართ, იყიდეთ ჯინსები, ხოლო ქვედაბოლოები სხვა ქსოვილისგან შეიკერეთ.
შეარჩიეთ უფრო კლასიკური და სადა ვარიანტები, რათა ყურადღება არ მიიქციოთ თქვენი სხეულის დეფექტებზე.