ალუბლის ტოტების სარგებელი ორგანიზმზე: სამკურნალო ნახარშის 2 გამოცდილი რეცეპტი

1277

სანამ კენკრის სეზონი გახურებულია, ყველა ადამიანი მწიფე ალუბალს მიირთმევს. ზოგი ახალ კენკრას ჭამს და ორგანიზმს ვიტამინებით ამდიდრებს. სხვები კენკრის ჯემს, ჟელეს და კომპოტს ზამთრისთვის ინახავენ. ზოგიერთი დიასახლისი გემრიელ ნაყოფს ყინავს. ცოტამ თუ იცის, რომ არა მხოლოდ კენკრა, არამედ ფოთლებისა და ტოტების გამოყენებაც შეიძლება. კენკროვანი ხის ყლორტებიც კულინარიასა და მედიცინაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ალუბლის ტოტებს და როგორ მიიღოთ მისგან მაქსიმუმი. ამის გაკეთება ძალიან მარტივია. სანამ შესაძლებელია, რამდენიმე ახალი ტოტი მოჭერით და არომატული ჩაი მოამზადეთ. მისი შეუდარებელი გემოს გასინჯვის შემდეგ ზამთრისთვის მომარაგება დაიწყეთ. ალუბლის ტოტები გაახმეთ, რომ მთელი წელი ხელმისაწვდომი იყოს. ამ კენკრის ხის ყლორტები ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს და საოცარი გემო აქვს, ამიტომ მხოლოდ სარგებელს მიიღებთ.

ალუბლის ტოტების სარგებელი ორგანიზმზე

ღვიძლის დაავადების დროს – მათ, რომელთაც ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ასევე ღვიძლის დაავადებები აწუხებთ, ექიმები რაციონში ალუბლის ნახარშის დამატებას ურჩევენ. დაცვენილი ფოთლები და ტოტები გამოგადგებათ. შეაგროვეთ და გაახმეთ. ამ ინგრედიენტებით ჩვეულებრივი ჩაი მოამზადეთ. 100 მლ ჩაი დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. კურსი 2-3 თვე.

დაგჭირდებათ:

  • ალუბლის ტოტები
  • კენკრის ფოთლები
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. ხმელი ტოტები წვრილად დაჭერით, ფოთლები დააქუცმაცეთ.
  2. 2 ს/კ დაჭრილი ტოტები ჩაიდანში ჩაყარეთ. რამდენიმე ალუბლის ფოთოლი დაუმატეთ. 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით.
  3. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გადაწურეთ და ნახარში მთელი დღის განმავლობაში დალიეთ.

ფეხების დაღლილობის დროს – ალუბლის ტოტები ფეხების მოვლაშიც დაგეხმარებათ. ასე დაღლილობას მოიხსნით, ხოლო საჭირო ინგრედიენტის დამატებით ტერფის კანს დაარბილებთ, ნაზს და გლუვს გახდით. რეგულარულად გამოიყენეთ და ეფექტი გაგაოცებთ.

დაგჭირდებათ:

  • ახალდაჭრილი ალუბლის ტოტები
  • წყალი
  • რძე

მომზადების წესი:

  1. ტოტები ქვაბში ჩააწყვეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ადუღების შემდეგ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით გააჩერეთ.
  2. ნახარში ცეცხლიდან გადმოდგით. მარლაში გადაწურეთ და გაგრილებას დაელოდეთ.
  3. ოთახის ტემპერატურის ნახარშს ცოტა რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზა საშუალება დილა–საღამოს ტერფებზე შეიზილეთ.

ორი ასეთი ნახარში (შიდა და გარე გამოყენებისთვის) განწყობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ალუბლის ტოტის სასმელის მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია გაირეთ, შემდეგ თამამად მოამზადეთ და ამით ორგანიზმს დაეხმარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს