ახალი მედიკამენტების გამოგონების და თანამედროვე მკურნალობის მეთოდის მიუხედავად სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი არ მცირდება. მედიცინაში სიმსივნის გაჩენის ბევრი მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა ონკოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შორის პირველ ადგილად არასწორი კვება არის.
„ქვეყნის ბედი კვებაზე არის დამოკიდებული“ – წინასწარმეტყველება 1867 წელს ცნობილმა ფრანგმა მზარეულმა ჯან ანტელმ ბრილია-სავარენმა დაწერა წიგნში „გემოს ფიზიოლოგია“. მას სიმსივნის დაავადების ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტები ეთანხმებიან.
ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჯანსაღი კვება სიმსივნის პროფილაქტიკის ძლიერი იარაღია, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების ყველა სახის 30-40%-ით შეფერხება შეუძლია. რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ჯანსაღი კვება?
დღეს ექიმების მიერ შედგენილ 10 პროდუქტს გთავაზობთ, რომლებიც არა მხოლოდ სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის არის კარგი, არამედ მათ მკურნალობას ეფექტურად ავსებს.
პროდუქტები ჯანმრთელობისთვის
1.კომბოსტოს ოჯახის ბოსტნეული
ჩინური კომბოსტო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი და სალათის, ბოლოკი, თავგამურა და თალგამი – სიმსივნის პროფილაქტიკის საუკეთესო პროდუქტებია, რომლებიც ანტისიმსივნურ ნივთიერებებს, იზოტიოციანატს შეიცავენ.
განსაკუთრებით სასარგებლო ბრიუსელის კომბოსტო და ბროკოლი. დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბროკოლის მცირე რაოდენობა (დღეში დაახლოებით 100 გრამი) საკმარისია, რომ პროსტატის და ფილტვების სიმსივნის რისკის ალბათობა შეამციროთ.
2.ზეითუნის ზეთი
ცხიმები, რომელთაც ზეითუნის ზეთი შეიცავს, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პროფილაქტიკას წარმოადგენს. ეს ზეთი ნაღვლის მჟავებს ანეიტრალებს, სისხლის მიმოქცევას და ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს, არტერიას იცავს და მის მოქნილობას ინარჩუნებს.
3.ტყის კენკრა
მოცვი უკვე ყველა მიმართულებით აღიარებული არის. მასში, როგორ ჟოლოში, შედის ელაგინის მჟავა, რომელიც სისხლძარღვების სიმსივნის განვითარებას ხელს უშლის. მოცვი, მაყვალი და წითელი მოცხარი შეიცავს პიგმენტებს, რომელთაც ეწოდება ანტოციანი. ისინი მათ მუქ შეფერილობას ანიჭებს და ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.
4.კაკალი
დამტკიცებულია, რომ მწეველები, რომლებიც ხშირად კაკალს მიირთმევენ, ფილტვების დაავადების ნაკლები რისკი აქვთ. ასეთი შედეგი იმით არის გამოწვეული, რომ კაკალს მოწევით გამოწვეული დაჟანგვის სტრესის შემცირება შეუძლიათ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღიარეს, რომ ბერძნული ნიგვზის რეგულარული მოხმარება უკვე არსებულ სიმსივნეზე გავლენას ახდენს. კერძოდ, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგვზის დიეტა პროსტატის სიმსივნის საწინააღმდეგოდ ეფექტურია.
5.პარკოსანი
ოსპი და ბარდა მდიდარია მკვებავი ბოჭკოებით, რომლებიც ორგანიზმის ნაწლავის სიმსივნისგან ეფექტურად იცავენ.
6.სელის თესლი
სელის თესლი ფიტოესტროგენების რაოდენობით მდიდარია. ეს ნივთიერება სიმსივნის განვითარებაში მონაწილე სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონეს არეგულირებს და მათი სიჭარბის მავნე ზეგავლენას აფერხებს.
7.პომიდორი
პომიდორი თავის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებას განსაკუთრებულ პიგმენტს უნდა უმადლოდეს, რომელიც ასევე შედის წითელ წიწაკაში. კვლევამ აჩვენა, რომ პომიდვრის სოუსის ყოველდღიური მოხმარება პროსტატის სიმსივნით დაავადების რისკს 20%-ით ამცირებს.
8.მწვანე ჩაი
მის შემადგენლობაში არის ანტიოქსიდანტები და ფლავონოიდი, რომლებიც აფერხებს ან ანელებს სხვადასხვა სიმსივნის განვითარებს, მათ შორის მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის, მკერდის და პროსტატის.
9.ნიორი და ხახვი
ნიორი და სხვადასხვა სახის ხახვი შეიცავენ ალიცინს, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ფლობენ. ნივრის თერაპია ნაწლავის სიმსივნის რისკს 70%-ით ამცირებს. ამასთან უმჯობესია თუ ნიორს ნედლი სახით მიიღებთ: წინასწარ უნდა წვრილად დაჭყლიტოთ და „სუნთქვისთვის“ 10-15 წუთი დატოვოთ.
10.მანდარინი და ფორთოხალი
გასაოცარი ფაქტია: ფორთოხლის ქერქი შეიცავს უფრო მეტი ანტიოქსიდანტს, ვიდრე დაწურული წვენი. ეს უჯრედების მუტაციას აფერხებს, ორგანიზმს ახალი სიმსივნური უჯრედებისგან იცავს.
ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანე ჩაის ფორთოხლის ან მანდარინის ქერქის ჩირით სვამენ, კანის სიმსივნის დაავადების რისკს 50-705-ით ამცირებენ.
საქმე იმაშია, რომ მათ შემადგენლობაში არის სალვესტროლი, რომელიც სოკოს, ვირუსებზე, ბაქტერიებზე დამცავ რეაქციას ფლობს და სიმსივნის უჯრედებზე ღრმა მოქმედება აქვს.
როდის ღირს ონკოლოგთან ვიზიტი
დღეს 100-ზე მეტი სიმსივნის სახეობა არსებობს, უმეტესობა მკურნალობას ექვემდებარება, თუ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი იქნება. ონკოლოგს აუცილებლად მიმართეთ, თუ შემდეგი სიმპტომები შენიშნეთ.
1.ლიმფური კვანძის ხანგრძლივი დროით გაფართოება.
2.თვეზე მეტ ხანს 37-37,3 გრადუსი ტემპერატურის ქონა.
3.ხალმა ფერი და ზომა შეიცვალა.
- მკერდის გამაგრება, უჩვეულო გამონადენი ქალებში.
5.გართულებული შარდვა კაცებში.