რეცხვა 40 გრადუსზე: ყველა ნიუანსი და უარყოფითი მხარე, რომლის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

428

უმეტესობა ჩვენგანი სარეცხი მანქანის ჩართვისას ამა თუ იმ რეჟიმის არჩევის მნიშვნელობაზე არ ფიქრობს. ზოგი 40 გრადუს ტემპერატურას ირჩევს და დელიკატურ რეჟიმთან შედარებით მას ანიჭებს უპირატესობას. დარწმუნებულნი არიან, რომ ასე ნივთები უკეთ ირეცხება და სუფთავდება. ქიმწმენდის თანამშრომლებმა გაგვიმხილეს, რამდენად ეფექტურია 40 გრადუსზე რეცხვა.

დენის ზედმეტად გადახდა და გაფუჭებული ტანსაცმლის გადაყრა რომ არ მოგიწიოთ, შესაფერისი რეჟიმის შერჩევას პასუხისმგებლობით მიუდექით. ამაზე მიღებული შედეგი პირდაპირ დამოკიდებულია.

რატომ არის 40 გრადუსზე რეცხვა უსარგებლო

რეჟიმის უარყოფითი მხარე

ექსპერტების აზრით, 40 გრადუსზე ნივთების რეცხვა საჭირო არაა. ტანსაცმლის გასაახლებლად 30 გრადუსიც საკმარისია. ძალიან ჭუჭყიან ნივთებს მხოლოდ ცხელი წყალი გაუმკლავდება. სერიოზული ლაქების შემთხვევაში 50-60 გრადუსზე რეცხვა დაგეხმარებათ.

კიდევ ერთი ალოგიკური ნიუანსი არსებობს. 40 გრადუსზე რეცხვა უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე დელიკატურ რეჟიმზე რეცხვა. ამ პროგრამაზე რეცხვის პროცესი კომუნალური ხარჯის გაზრდას იწვევს, ამავდროულად ტანსაცმელი არ სუფთავდება. უმჯობესია, 50-60 გრადუსი ტემპერატურა აირჩიოთ, რომელსაც რთული ლაქებიც ამოყავს. რეცხვა მხოლოდ 10 წუთით გაგრძელდება.

რა არ უნდა გარეცხოთ ამ ტემპერატურაზე

თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ ტანსაცმელი 40 გრადუსზე გარეცხოთ, გახსოვდეთ, რომელი ნივთები არ უნდა მოათავსოთ დოლურაში. ასეთ ტემპერატურაზე შეგიძლიათ გარეცხოთ თეთრეული და პირსახოცები. ამ რეჟიმზე საბავშვო ნივთების გარეცხვა დაივიწყეთ. ბოდეს და საფენს მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა სჭირდება. გახსოვდეთ, საბავშვო ტანსაცმელს სრული დეზინფექცია სჭირდება.

რაც შეეხება პირსახოცებს, 30 გრადუსზე უნდა გაირეცხოს. ძალიან ცხელი წყალი მის გარეგნობას და ხარისხს აუარესებს, რაც არ უნდა დაუშვათ.

თუ სერიოზული ლაქების მოშორება გსურთ, ტანსაცმელი გარეცხვამდე ჩაალბეთ. ლაქა ხელით გახეხეთ და შემდეგ დოლურაში მოათავსეთ. რთული ლაქები 40 გრადუს ტემპერატურაზე არ მოშორდება, ხოლო ქსოვილის ფერი და ხარისხი გაუარესდება.