როგორ გავხადოთ საუზმე მრავალფეროვანი? ბისკვიტის რულეტი ოჯახისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის საუკეთესო არჩევანი არის. გთავაზობთ გემრიელი, ფუმფულა რულეტის რეცეპტს ბისკვიტით და ნაზი კარაქი-ხაჭოს კრემით. საკუთარი ხელით მომზადებული დესერტი ნებისმიერ შეძენილ საკონდიტრო ნაწარმს დაჩრდილავს.
მის მომზადებაზე საათზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ. ყველაფერი ძალიან მარტივია: გააკეთეთ ისე, როგორც რეცეპტში არის აღწერილი და თქვენ იდეალური რულეტი გამოგივათ. ასეთი დესერტით ნებისმიერი ჩაის სმა წვეულებად გადაიქცევა.
ბისკვიტის რულეტი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 4 ცალი კვერცხი
- 4 ს/კ ძალიან ცხელი წყალი
- 120 გრ შაქარი
- 70 გრ საცხობი ფქვილი
- 50 გრ კარტოფილის სახამებელი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 200 გრ რბილი ხაჭო
- 100 გრ არაჟანი (30%-იანი)
- 100 გრ კარაქი
- 5 ს/კ მოხარშული რძე
მომზადება:
1.ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. თასში ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
2.მეორე ჭურჭელში კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ ძალიან ცხელ წყალში სანამ მსხვილი ბუშტები არ გაჩნდება. შაქარი დაუმატეთ და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ ფქვილის ნარევი დაუმატეთ და კოვზით მოურიეთ.
3.საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით, მასზე ცომი დაასხით და ღუმელში გამოსაცხობად 12 წუთით შედგით.
4.სანამ ბისკვიტი ცხვება, კრემი მოამზადეთ. ამისთვის რბილი ხაჭო, არაჟანი, მოხარშული რძე და კარაქი ერთმანეთს აურიეთ. მიქსერით ათქვიფეთ და მასა მაცივარში შეინახეთ.
5.მზა ბისკვიტი ღუმელიდან გამოიღეთ, შაქარ მოყრილ პირსახოცზე ან სილიკონის დასადებზე გადმოაბრუნეთ, პირსახოცთან ან სილიკონთან ერთად დაახვიეთ და ცოტა ხნით გაგრილება აცადეთ.
6.გაგრილებული ბისკვიტის ფენა გაშალეთ, შიგთავსი წაუსვით, კვლავ დაახვიეთ და სამზარეულოს ცელოფანი შემოახვიეთ. მაცივარში 2 საათით შედგით.
7.შეგიძლიათ რულეტს შოკოლადი დაასხათ ან შაქრის ფხვნილი მოაყაროთ. მზა დესერტი დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა:
თუ თქვენ ბისკვიტის საცხობ ქაღალდს იყენებთ, მას ცხიმი აუცილებლად წაუსვით. შემდეგ ფქვილი მოაყარეთ, ზედმეტი ფქვილი დაფერთხეთ, ცომი დაასხით და გამოაცხვეთ. მზა ფენა სუფთა სამზარეულოს პირსახოცზე, ზემოდან დაფარებულ პერგამენტის ქაღალდზე გადმოაბრუნეთ, ქაღალდი წყლით ოდნავ დაასველეთ და მოაშორეთ, სანამ ფენა ცხელი არის. ეს მეთოდი დამწვარი ბისკვიტის კანის მოშორებაში დაგეხმარებათ.
გემრიელი ბისკვიტის რულეტი ისეთივე ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, როგორც საახალწლო ფიფქი! ბავშვები ხაჭოს არსებობას ვერც შეამჩნევენ.