ბავშვის ჯანმრთელობა ყველა საღად მოაზროვნე მშობლის საზრუნავია. ზოგჯერ გამოცდილ მშობლებსაც კი უჩნდებათ კითხვა ბავშვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხების მიმართ.
დღეს საბოლოოდ გავარკვევთ, როდის უნდა დაახუროთ ბავშვს ქუდი და საერთოდ ამის გაკეთება საჭირო არის თუ არა. ამ საკითხში კი ექიმი, ევგენი კომაროვსკი დაგვეხმარება.
რა ტემპერატურაზე დავახუროთ ბავშვს ქუდი
კომაროვსკის ხედვა ამ პრობლემაზე: „ქუდი ადამიანის მოთხოვნელება უნდა იყოს. ფეხშიშველა ყოფნა უსიამოვნოა – ვატარებთ ფეხსაცმელს. წვიმს – ვიცვამთ ლაბადას. არაკომფორტულია თავი (სველია, სიცივეა, ქარია) – ქუდი დაიხურეთ. ბავშვი წუწუნებს – ქუდს ვახურავთ. არ წუწუნებს – არ ვიხსენებთ.
არანაირი სპეციალური სამედიცინო „ქუდის“ დახურვის მაჩვენებელი არ არსებობს. დიახ, „მაჩვენებელი“ არის სოციალური, როცა ჩვენ იძულებული ვარ საზოგადოებრივ აზრზე რეაგირება მოვახდინოთ, რომ თეთრი ყვავივით არ ვიყოთ. და ხშირად უფრო მარტივია ბავშვს ქუდი დაახუროთ, ვიდრე დღეში 100-ჯერ თავი იმართლოთ და განმარტება გააკეთოთ. ეს პრობლემა პედიატრიას არ ეხება – ეს არის ტრადიცია, საღი აზრი, ინტელექტის საშუალო დონე, ინსტიქტზე გონების კონტროლი.
„ოდესღაც დავწერე, რომ „18 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ქუდის დახურვა აუცილებელი საერთოდ არაა“ და აქვე სიამოვნებით დავწერ… 18 გრადუსის ქვემოთაც, ნაწილობრივ… ცხოვრებაში, ალბათ, ძალიან მნიშნვნელოვანია საკუთარი თავი სხვებზე სულელად არ მიიჩნიოთ. ძალიან ხშირად ისე ვიქცევით, რომ ბრბოს არ გამოვეყოთ, რადგან ფიქრობთ, რომ „ხალხის აზრი“ ყოველთვის სწორია. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.
ლოზუნგი „ჩააცვით ბავშვს, როგორც თქვენ“ ფართო გავრცელებისთვის სწორი მიდგომა არ არის, რადგან ბევრი ზრდასრული ადამიანი 25 გრადუსის შემთხვევაშიც კი იყინება. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რა ტემპერატურაზე უნდა დაახუროთ ბავშვს ქუდი, ძნელი სათქმელია. პირადად მე -15 გრადუსზეც კი ქუდს არ ვიხურავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ამის გაკეთებას გირჩევთ.
მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტენიანობას, ქარს და რა თმა უნდა აღზრდის მთავარ პრინციპს. თუ 5 წელი 22 გრადუს ტემპერატურაზე ქუდი გეხურათ, შემდეგ კი კომაროვსკის აზრი გაითვალისწინეთ და 12 გრადუსზე ქუდი არ დაიხურეთ, ასე დამნაშავე კომაროვსკი იქნება…
სიმართლე ვთქვათ, თუ ქუდი აუცილებელია, კითხვა „დავიხურო-არ დავიხურო“ ავტომატურად გადაიჭრება. მაგრამ თუ ეჭვი გიჩნდებათ, არ დაიხუროთ, არ შეცდეთ“ – ამბობს კომაროვსკი.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? თქვენი მოსაზრების კომენტარებში გაზიარება არ დაგავიწყდეთ.