ტუალეტის ქაღალდის მწარმოებლები მყიდველებს ულმობლად ატყუებენ. მიზანში ვყავართ

211

იცით, როგორ ზრდიან კაპიტალს ტუალეტის ქაღალდის მწარმოებლები ჩვენს ხარჯზე? აღმოჩნდა, რომ მთელი ტექნოლოგია არსებობს, როგორ გაყიდონ ნაკლები უფრო ძვირად. ტუალეტის ქაღალდი პირველადი მოხმარების საქონელია, რომელსაც ყოველთვის შეიძენთ. ნაკლებად ვფიქრობთ ისეთ წვრილმანებზე, როგორიცაა რულონის სისქე და თავად ქაღალდის სიგრძე. Vivien ტუალეტის ქაღალდის გაყიდვების რამდენიმე მარკეტინგულ საიდუმლოს გაგიმხელთ. გიამბობთ, როგორ ახერხებენ მწარმოებლები ტუალეტის ქაღალდის ფენის შემცირებას ისე, რომ რულონის სისქე ვიზუალურად უცვლელი დარჩეს.

ტუალეტის ქაღალდის ფენები – რა ხრიკებს არ მიმართავენ მარკეტოლოგები, რომ საქონლის გაყიდვები გაზარდონ. სხვადასხვა აქცია, დამატებითი რაოდენობა, ბონუსი და საჩუქარი. ამ ყველაფერს სუპერმარკეტში შესვლისას ვხედავთ. თითქოს კიდევ ვის შეიძლება გაუკვირდეს კაშკაშა წარწერა „აქცია“? მწარმოებლები უფრო შორს წავიდნენ. გააცნობიერეს, რომ არის საქონელი, რომელსაც ხალხი ნებისმიერ ვითარებაში ყიდულობს. ერთ–ერთი ასეთი საქონელია ტუალეტის ქაღალდი.

პირველად ტუალეტის ქაღალდი სანიტარულ–ჰიგიენური მიზნით ჩინეთში ჩვ.წ–ით 589 წელს გამოიყენეს. აი, რულონის ტუალეტის ქაღალდი უკვე 1877 წელს გამოჩნდა. მაშინ სეთ უილერი პერფორირებულ ქაღალდს რულონში ამერიკაში ყიდდა. 2 წლის შემდეგ ტუალეტის ქაღალდის გაყიდვა დიდ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში დაიწყეს. იმ დროს ქაღალდი გადამუშავებული სარეკლამო ქაღალდიდან მზადდებოდა და უხეში იყო. დღეს სუპერ რბილი, ნაზი და ქათქათა ქაღალდის დიდი არჩევანია. ხალხი მიეჩვია ხარისხიანი საქონლის შეძენას, თუნდაც ფასი მაღალი იყოს. ბუნებრივია, ასეთ საქონელს თითო–თითო არ ვყიდულობთ. ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ქაღალდი მინიმუმ 4 რულონის შეფუთვით იყიდება. მოხმარების ფსიქოლოგიის მხრივ, ადამიანი თვლის, რომ ეს მომგებიანი შესყიდვაა და ფულს ზოგავს. სინამდვილეში, 4 რულონის სიგრძე იქნება იგივე, რაც იაფი ანალოგის ერთი რულონი.

როგორ ატყუებენ მყიდველებს – ვიზუალურად ყველა მწარმოებლის ერთი რულონის სისქე ერთნაირია. ეს მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ ქაღალდი რულონზე მჭიდროდ არ იხვევა. ქაღალდის სიფხვიერის, პერფორაციის და ნახატების ხარჯზე დამატებითი ჰაეროვანი მოცულობა იქმნება. თუ მთელ ჰაერს გამოუშვებთ და რულონზე მჭიდროდ დაახვევთ, გაცილებით თხელი გამოვა.

როგორ დავიცვათ თავი ასეთი ხრიკებისგან? პირველ რიგში, შეფუთვაზე ინფორმაცია დეტალურად წაიკითხეთ. ზოგადი ნორმები და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების სტანდარტები მწარმოებელს ავალდებულებს, რომ მიუთითოს რულონში ქაღალდის სიგრძე, ფენის სისქე და ამ ფენების რაოდენობა. ქაღალდი არა ერთი, არამედ რამდენიმე ფენისგან შეიძლება შედგებოდეს. მეორეც, ცდის მეთოდით. ექსპერიმენტი ჩაატარეთ და სხვადასხვა მწარმოებლის რამდენიმე რულონი შეიძინეთ. კვლევა ჩაატარეთ, რამდენ ხანს გეყოფათ თითოეული რულონი, რამდენი მეტრია. ასე მიხვდებით, რომელი მწარმოებლის ქაღალდი შეარჩიოთ.

დღეს ადამიანს სხვადასხვა მწარმოებლის საქონლის ფართო არჩევანთან წვდომა აქვს. აუცილებელი არაა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რაც ერთი მაღაზიის თაროზეა. ყველას უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მისთვის შესაფერისია. ერთი მხრივ, ეს კარგია, მეორე მხრივ, ამის გამო მწარმოებლები და მარკეტოლოგები ახალ მეთოდებს იგონებენ, რომ მყიდველები მოიტყუონ. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინფორმაცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და ფულს უაზრო შემოთავაზებებსა და აქციებზე არ დახარჯავთ.