რომელი ორგანოს პრობლემაზე საუბრობს სახეზე გამონაყარი?

2826
რომელი ორგანოს პრობლემაზე საუბრობს სახეზე გამონაყარი?
რომელი ორგანოს პრობლემაზე საუბრობს სახეზე გამონაყარი?

მოზარდობის პერიოდიდან სახეზე აკნეს მკურნალობას რაღაც უმნიშვნელოდ მივიჩნევთ. სახე ვიბანთ, ყველა სახის ტონიკებით და ლოსიონებით ვიწმენდთ. ჩვენ ვთვლით, რომ აკნე ნორმალურია და ყველას აქვს. თუმცა რა გავაკეთოთ, თუ აკნე არ ქრება? სახეზე აკნეს მდებარეობა შემთხვევითობას არ წარმოადგენს და შეუძლია ბევრი რამ თქვას იმის შესახებ, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში. როცა ორგანიზმის შიგნით რაღაც პრობლემა არსებობს, ისინი გარეგნულად ყოველთვის თვალსაჩინო იქნება, განსაკუთრებით თუ ადამიანს პრობლემური კანი აქვს. დღეს გიამბობთ, სად უნდა დავაკვირდეთ, რას ნიშნავს აკნე და რა მოვიმოქმედოთ.

1.შუბლი

შუბლზე გამონაყარი ჩვეულებრივ საჭმლის მონელების, ღვიძლის, ძილის და სტრესის შესახებ გვიამბობს. ასევე ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ცუდ დიეტასთან და დიდი რაოდენობით ცხიმების მიღებასთან. დარწმუნდით, რომ თქვენ კარგად გძინავთ და ჯანსაღ საკვებს მიირთმევთ, მათ შორის ხილსა და ბოსტნეულს. სხეული რომ ტოქსინებისგან გაწმინდოთ, ბევრი ლიმონიანი წყალი ან ბაბუაწვერას ჩაი დალიეთ. ასევე შეგიძლიათ დაკავდეთ იოგით ან მარტივი ვარჯიშებით, რომ სტრესი მოიხსნათ. რეგულარული ვარჯიში კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

2.საფეთქლები და წარბები

ამ სივრცეში აკნეს გაჩენაში ბევრი დამნაშავე არსებობს. ორი ძირითადი – გადამუშავებული საკვები და ალკოჰოლი, რომელიც ხშირად ხელიდან ხელში გადადის. თუ სწრაფი კვების პროდუქტის გასინჯვა გადაწყვიტეთ, საფეთქლებზე და წარბების ადგილას გამონაყარით გაკვირვებული არ დარჩეთ. ამ ადგილას გამონაყარი ასევე შეიძლება სისხლის ცუდი მიმოქცევის და ნაღვლის ბუშტის პრობლემის მანიშნებელი იყოს. სპორტით დაკავდით და ბევრი იმოძრავეთ, რომ სისხლის მიმოქცევა ნორმაში მოიყვანოთ. მავნე და სწრაფი კვების პროდუქტებისგან თავი შორს დაიჭირეთ. ნაღვლის ბუშტი და თქვენი კანი მადლობას გეტყვით.

3.ცხვირი

თუ ცხვირზე გამონაყარი გაქვთ – თქვენ ცუდად იკვებებით, ნაწლავური პრობლემები ან ცუდი სისხლის მიმოქცევა გაქვთ. სასარგებლო ცხიმების (ავოკადო) მიღება გაზარდეთ, ასევე ბევრი ხილი, მწვანილი და კაკალი მიირთვით. თუნდაც დროებით,ცხარე საკვებზე, ხორცსა და მარილზე უარი თქვით. კვლავ ვარჯიშს და აქტივობის გაზრდას გირჩევთ, რომ სისხლის მიმოქცევა ნორმაში მოიყვანოთ.

4.მარცხენა ლოყა

აკნე ლოყაზე – ეს აუცილებლად ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი არ არის. ის შეიძლება დაბინძურებული გარემოს და ალერგიის გამო გაჩნდეს. თქვენი ლოყები შინაგან პრობლემებზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. თუ მარცხენა ლოყაზე გამონაყარი შენიშნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭის პრობლემები გაქვთ. შესაძლოა, ჭარბი საკვების მიღებას აქვს ადგილი. ეცადეთ ნაკლები მიირთვათ. ანალოგიურად, მარცხენა ლოყაზე გამონაყარი მიგანიშნებთ ღვიძლის პრობლემის შესახებ, ამიტომ ეცადეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებზე უარი თქვათ.

5.მარჯვენა ლოყა

მარჯვენა ლოყა ფილტვების პრობლემაზე, გაზრდილ სტრესის დონეზე და შაქრის მაღალ შემცველობაზე მიგითითებთ. ფილტვების გასაძლიერებლად დილის სუნთქვის ვარჯიშები შეასრულეთ, საღამოს კი იოგით დაკავდით. თუ ბევრ ტკბილ საკვებს მიირთმევთ – ყოველდღიური რაციონიდან მათი ნაწილი მაინც ამოიღეთ. ასევე ალკოჰოლს და წვენს დაემშვიდობეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რომ სტრესისგან გათავისუფლდეთ: იქნება ეს მცირე განტვირთვა მუშაობის პერიოდში, სპა, სპორტი ან ახალი ჰობი. ეს ყველაფერი სახეზე გამონაყარს გააქრობს.

6.ნიკაპი

ნიკაპზე გამონაყარი ერთმნიშვნელოვნად ჰორმონების პრობლემაზე მიუთითებს. რაც ასევე შეიძლება სტრესით ან თირკმლების უკმარისობით იყოს გამოწვეული. რადგან ნიკაპს ხელებით ხშირად ვეხებით, გამონაყარი ჭარბი ცხიმით (საკუთარი + ხელის ცხიმი) იყოს გამოწვეული. თუ ნიკაპზე გამონაყარი შენიშნეთ, სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ და ჰორმონების დონე შეამოწმოთ.

7.ყურები

სახეზე გამონაყარი ორგანიზმის „ყვირილის“ მანიშნებელია. მაგრამ ოდესმე ყურებზე გამონაყარი შეგინიშნავთ? ამ სივრცეში აკნე თირკმლების პრობლემაზე მიუთითებს. ეცადეთ დღის განმავლობაში ბევრი წყალი (30 მლ 1 კგ წონაზე ) დალიოთ და მარილიან პროდუქტებსა და ყავაზე უარი თქვათ. ასევე რაციონში პარკოსანი პროდუქტი დაამატეთ – ისინი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და თირკმლების ფუნქციებს ნორმაში მოიყვანს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს