შენ არავის სჭირდები, როგორ გაიზრდებიან ბავშვები უმამოდ? – მოძალადე ქმარი ერთად ცხოვრებას მთავაზობს 

462

„ყოფილი მეუღლის შემოთავაზების აბსურდის ხარისხსს ვერ გადმოვცემ. არაადეკვატური არსებაა, ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ერთად ყოფნას მთავაზობს, რადგან შვილები გვყავს და ერთად უნდა გავზარდოთ. მადლობა, მაგრამ ჩემი შვილებისთვის უკეთესია ასეთი მამის გარეშე გაიზარდონ. ასე ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელები იქნებიან. ასეთი მამაკაცი არაფრად მჭირდება. უკვე ვჭამე, რაც შემეძლო. სამსახურში ჩალურჯებული თვალებითაც მივედი.

სრულწლოვანი ვიყავი, მაგრამ სულელი და გამოუცდელი, როცა ნიკას ცოლად გავყევი. თანასოფლელები ვართ. მშობლები მეზობლები არიან. მართალია, ჩემზე 10 წლით უფროსია და ბავშვობაში თითქმის არასდროს მინახავს. ნიკა სამუშაოდ დედაქალაქში წავიდა, იქ პირველად იქორწინა, განქორწინდა, ორი ქალიშვილი დატოვა. მახსოვს, როგორ უყვებოდა დედამისი ყველას, რომ ბავშვები სხვისგან გაჩენილი არიან და მის შვილთან საერთო არაფერი აქვთ. თავად ვსწავლობდი და მშობლებს საქონლის მოვლაში ვეხმარებოდი, სხვა საქმე არ მქონდა. ბევრი მეგობარი არ მყავდა. სოფელი პატარა იყო, ყველა წასვლას ცდილობდა.

ნიკა დედაქალაქიდან დაბრუნდა და მაშინვე ადგილობრივ გოგოებს შორის შესაფერისის პოვნა დაიწყო. ბევრი გოგო მის უკან არ დარბოდა, ორმა მეზობელმა ოჯახის შექმნაზე უარი უთხრა. ისინი ჩემზე ჭკვიანები აღმოჩდნენ და საქმროს და მისი ცუდი ჩვევების შესახებ მეტი იცოდნენ. აი, ჩემს მშობლებს ჩემი სწრაფად მოშორების იდეა მოეწონათ. მით უფრო, ქმართან ერთად დედაქალაქში წასვლის შესაძლებლობა გამოჩნდა. ჩემი ოჯახისთვის ეს საოცარი ფუფუნება იყო.

დედამ დამარწმუნა, რომ ასეთი კავშირი მომგებიანი იყო. სოფლელი ოჯახისთვის ბევრი უპირატესობა იყო: ბიჭი ნაცნობი ოჯახიდან, რომელსაც იცნობენ. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. თან ჩემზე უფროსი იყო, რაც დედაჩემისთვის დიდი წარმატება იყო: „რა გინდა თანატოლებთან? თავში ქარი უქრით, ნიკა უკვე შემდგარია, გამოცდილი მეოჯახე. გულაობა მოასწრო, ამიტომ ერთგული მეუღლე უნდა იყოს.“ დედამ ჩემი ქორწინების წარმატებაში ვერაფერი გამოიცნო. არა მხოლოდ ჩემი ბედნიერება, არამედ ჩემი ცხოვრებაც სასწორზე იყო. დედის დარიგებებით ქორწილზე დავთანხმდი. 1 თვეში ხელი მოვაწერეთ და დედაქალაქში გავემგზავრეთ, რაზეც ოცნებაც არ შემეძლო.

ბარაკებში ვცხოვრობდით. იქ ჩვენ გარდა კიდევ 7 ოჯახი იყო. მშობლების სახლში კომფორტული პირობებით განებივრებული არ ვიყავი, ამიტომ განსაკუთრებული დისკომფორტი არ მიგრძვნია. მეზობლები სახლის მდგომარეობაზე, ტარაკნებზე, სველი წერტილის უქონლობაზე ხშირად ჩიოდნენ. ტაშტში ვიბანდით, როცა წყალს გვაძლევდნენ. პერიოდულად თიშავდნენ, მინიმუმ 12-14 საათით.

ბავშვები ამ პირობებში გავაჩინე. ქმარმა დედაქალაქში ჩამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ სილა პირველად გამაწნა. მიზეზი ბანალური იყო. მის მოსვლამდე ჭურჭლის გარეცხვა ვერ მოვასწარი. – ქმარი სუფთა სახლში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ცოლი უნდა ეგებებოდეს როცა მშობლებთან ქმრის საქციელზე დავიჩივლე, მიპასუხეს, რომ ის ახლა ჩემი ქმარია და უნდა დავუჯერო. მისი პროვოცირება საჭირო არაა და ხელსაც არ დამარტყამს. უნდა გავუძლო, შევიყვარო. ნიკას საგანმანათლებლო დარტყმები რეგულარული რიტუალი გახდა, ორსულობის დროსაც. მეზობლებს უკვირდათ, რატომ ვითმენდი ასეთ ურთიერთობას, მაგრამ სათქმელი არაფერი მქონდა. მშობლებმა მოთმენა მიბრძანეს და ვითმენდი.

გონს მოსვლა ქორწინებიდან მეოთხე წელს დავიწყე. მაშინ მეორე ბავშვი გავაჩინე და სერიოზული ვენერიული დაავადებით დაავადდი. ტკივილი და დისკომფორტი მაწუხებდა, მეუღლე მცემდა, ღალატში ეჭვი ეპარებოდა. ვეჭვობდი, რომ ეს ნიკამ დამაჯილდოვა საშინელი დაავადებით. საბედნიეროდ, ექიმებმა განმკურნეს, მაგრამ მეტ შვილს ვეღარ გავაჩენდი. მეზობლებმა მითხრეს, რომ სანამ საავადმყოფოში ვიყავი, ნიკას ჩვენს ბინაში ვინ არ მოჰყავდა. მკურნალობის პერიოდში ბავშვები მშობლებთან გავაგზავნე, ამიტომ მთელი ბინა მის განკარგულებაში იყო. ერთობოდა, როგორც შეეძლო: ლოთობა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. სახლში დაბრუნებისას გაუგებარი ფხვნილით სავსე პაკეტები აღმოვაჩინე.

პირველად ვისურვე ქმრის მიტოვება. ვიფიქრე, რომ ბავშვებს არ დავაბრუნებდი. სოფელში ჩავიდოდი და მშობლებთან ერთად ვიცხოვრებდი. დედას ასეთი პერსპექტივა არ მოეწონა. არც მამას, არც დედას ჩემი დაბრუნება არ სურდა. მითხრეს, რომ ქმარს და მისი ცხოვრების წესს შევგუებოდი: ქორწილი ცხოვრებაში ერთხელ არის. დედის სიტყვებმა ბოლო მომიღო. იმდენად განადგურებული ვიყავი, რომ ნიკას სახის დანახვა არ მინდოდა. როცა ერთხელ ღამით დაქალთან დავრჩი, მეორე დღეს ნიკამ მცემა ისე, რომ მთელი ადგილი არ დამიტოვა. მეზობლებმა სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს. ჩვენება მივეცი, რომ ნიკასთან პრეტენზია არ მქონდა. მარტო დარჩენის მეშინოდა, რომ ორ შვილთან ერთად ვერ გავწდებოდი.

მშობლები არ დამეხმარებოდნენ, თავად განათლება არ მქონდა და კომპლექსები მაწუხებდა. სად წავალ სოფლელი გოგო? სუპერმარკეტში მოლარედ მუშაობა დავიწყე, რომ ჩემი ცხოვრება ოდნავ გამეხალისებინა და „შავი დღისთვის“ ფული დამეზოგა. მიამიტი სოფლელი გოგო ვიყავი, მაგრამ მესმოდა, რომ ასეთ ქმართან უსაფრთხოების ბალიში აუცილებლად მჭირდებოდა. ნიკას ხელფასიდანაც ცოტას ვზოგავდი.

სამსახურში ადმინისტრატორი ვანო გავიცანი. ის დამეხმარა, რომ საკუთარი ძალის მერწმუნა და ნიკა მიმეტოვებინა. ვანოსთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. იმის მიუხედავად, რომ მასთან ღამით რამდენჯერმე დავრჩი. უბრალოდ წასასვლელი არსად მქონდა. ქმარი სახლში გაბრუებული იყო, ჩემი დაქალების მისამართები და ტელეფონები იცოდა, იქ წასვლა არ ღირდა. ასე მათაც საფრთხეში ჩავაგდებდი და მეც მხეცის გასაგლეჯი გავხდებოდი.

დროებით ვანოს სახლში ცხოვრებას დავთანხმდი. ერთ–ერთ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, მთვრალი ნიკა უკან გამომყვა და ჩემი დასჯა გადაწყვიტა. ძალიან მკაცრად და დაუფიქრებლად. ქმარი ბრაზმა მოიცვა და საბურისით თავს დამესხა. საბედნიეროდ, აცდენა მოვახერხე, მხოლოდ მხარზე დამარტყა, მაგრამ საავადმყოფოში მოვხვდი. სანამ ექიმი ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრდი. ქმარს არ ადარდებდა, რომ ორი შვილი გვყავდა და შეეძლო ისინი უდედოდ დაეტოვებინა. რა უფლება აქვს რამე მითხრას?

საავადმყოფოს შემდეგ ვანოსთან ურთიერთობა არ მქონია. არ მინდოდა პრობლემები დამემატებინა. ქმარზე განცხადება დავწერე და სანამ სასჯელს იხდიდა, ნივთები შევაგროვე და ქალაქის მეორე ბოლოში ნაქირავებ ბინაში გადავედი. 1 წლის შემდეგ ბავშვები წამოვიყვანე, საბავშვო ბაღში მოვაწყვე. მშობლებს იშვიათად ვეხმიანები. ჩემს გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ იმის მიუხედავად, რომ ნიკამ მათი ქალიშვილი კინაღამ მოკლა. სოფელში გაზრდილი ვარ და დედ–მამას ასეთი დამოკიდებულების გამო არ ვაკრიტიკებ. მათთან კომუნიკაცია შევზღუდე და ზუსტ მისამართს არ ვეუბნები. სტუმრად არ ვპატიჟებ, რომ ნიკას ინფორმაცია არ გადასცენ.

ახლა ბედნიერი ვარ და ჩემს ცხოვრებას თავიდან ვქმნი. ფსიქოლოგიას ვსწავლობ და ცნობილი სპეციალისტის თანაშემწედ ვმუშაობ.