ზოგადი პრაქტიკის ექიმის – ნადეჟდა ჩერნიშოვას თქმით, ზოგჯერ ორგანიზმი ძალიან ინტენსიურად იყენებს ვიტამინებს და შემდეგ იტანჯება მათი დეფიციტით.
ექიმმა ჩერნიშოვამ თქვა, რომ ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი შეიძლება აიხსნას კუჭ-ნაწლავის დაავადებით, მაგალითად, თუ ადამიანს აქვს გასტრიტი.
„კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების არსებობისას, საკვებთან ერთად მიწოდებული ვიტამინები უბრალოდ არ შეიწოვება და არ ხდება მათი ათვისება. შედეგად, ორგანიზმი მათ დეფიციტს განიცდის“, – განმარტა ექიმმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჩერნიშოვამ დასძინა, რომ ორგანიზმს შეიძლება ჰქონდეს ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება – ეს შესაძლებელია მაღალი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში ან როდესაც ორგანიზმი გამოჯანმრთელდება სერიოზული ავადმყოფობისგან, ან ინტენსიური ზრდის პერიოდში. საკვების ან დანამატების სახით საჭირო ვიტამინების არ მიღების შემთხვევაში ორგანიზმი იწყებს მათი დეფიციტის შეგრძნებას.
ამავდროულად, თერაპევტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე ხშირად ვიტამინების ნაკლებობის მიზეზი არის არადაბალანსებული, ღარიბი ან განზრახ შეზღუდული რაციონი. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ვიტამინები ცხიმში ხსნადია, ანუ მათ ათვისებისთვის ცხიმების გარკვეული რაოდენობა სჭირდებათ. ხშირად, ადამიანებს, რომლებიც დიეტას იცავენ, ვეგეტარიანელები არიან ან მათი კვების რაციონში ძალიან მკაცრი შეზღუდვებია, ვიტამინური ნივთიერებების ნაკლებობით გამოწვეული სხვადასხვა დარღვევები ემუქრებათ.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.