უჯრედისის მოხმარება ნაწლავების ჯანმრთელობას აუმჯობესებს და გულის უკმარისობას კურნავს

4382

როგორც ჩანს, უჯრედისი არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის, არამედ გულისთვისაც სასარგებლოა. ნორვეგიაში, ოსლოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპეციალისტმა, კრისტიანა მაიერჰოფერმა აღმოაჩინა, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს, რომლებიც ბევრ დიეტურ უჯრედისს იღებენ, უფრო ჯანსაღი ნაწლავის მიკრობიომი აქვთ, რაც გულის უკმარისობით სიკვდილის რისკის შემცირებას უკავშირდება.

„ჩვენი ნაწლავების მიკრობიომი ტრილიონი მიკროორგანიზმისგან შედგება, რომელთაც პოტენციურად ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ“ – თქვა მაიერჰოფერმა Heart Failure-ზე, ევროპული საზოგადოების სამეცნიერო კონგრესზე თავის პრეზენტაციაში.

მან წინა კვლევების ციტირება მოიყვანა, სადაც გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ნაწლავებში ბიოლოგიური მრავალფეროვანი მიკრობების შემცირებაზე იყო საუბარი.

„დღეს, ჩვენ პირველად ვამბობთ, რომ ეს უჯრედისის დაბალ მოხმარებას უკავშირდება“ – ამბობს მაიერჰოფერი.

კვლევისთვის მაიერჰოფერმა და მისმა გუნდმა განავლის ნიმუშებში არსებული ბაქტერიული გენების შეფასება მოახდინეს და გარკვეული თანმიმდევრობით დაალაგეს. ნიმუშები აიღეს 84 კარგად განკურნებული პაციენტებისგან, რომელთაც ქრონიკული უკმარისობა ჰქონდათ, და 266 ჯანმრთელი ადამიანისგან.

კვლევის შედეგები

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ნაწლავებში ბაქტერიული მრავალფეროვნება უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს. მათ Firmicutes / Bacteroidetes (F/B ბაქტერიების ორი ძირითადი ტიპი ადამიანის ნაწლავებში) თანაფარდობა უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს და ეს განსხვავება არაიშემიური გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში უფრო გამოხატული იყო.

მათ ნაწლავების მიკრობიომის მრავალფეროვნებაში მსგავსი ტენდენცია შენიშნეს იმ პაციენტებში, რომლებმაც გულის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანეს ან გარდაიცვალნენ. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ უჯრედისის მოხმარებას ბაქტერიულ მრავალფეროვნებასა და Firmicutes დონეს შორის დადებითი კავშირი აქვს.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მიკრობიომის შეცვლილი შემადგენლობა, რომელიც ქრონიკული გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღმოაჩინეს, უჯრედისის დაბალ მოხმარებას უკავშირდება“ – ამბობს მაიერჰოფერი.

სპეციალისტი დასძენს, რომ ადამიანებმა უჯრედისით მდიდარი უფრო მეტი პროდუქტი უნდა მიიღონ, რომ ნაწლავების ჯანსაღ ფლორას მხარი დაუჭირონ. მაგალითად, მთელი მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს