ოჯახს სამუდამოდ ჩამოვშორდი. მშობლებს ჩემი არასდროს ესმოდათ და ვერც გამიგებენ

1045

ზოგჯერ ერთოთახიან ბინას პრობლემების მოგვარება შეუძლია. პატარა, მაგრამ საკუთარი ბინა ადამიანს ცხოვრებას უმარტივებს. ლოგიკურია, რომ მშობლებმა შვილს ასეთი ბინა უყიდონ, თუ შესაძლებლობა აქვთ. არიან მშობლები, რომლებიც შვილებზე საერთოდ არ ფიქრობენ. ასე მოხდა ანრის შემთხვევაში.

ანრი დაუგეგმავად დაიბადა. მშობლებს ორსულობის გამო ნაადრევად დაოჯახება მოუწიათ. რა თქმა უნდა, მომავალში დაქორწინებას ფიქრობდნენ, მაგრამ შვილების ნაჩქარევად გაჩენა მათ გეგმაში არ შედიოდა. თან ქალიშვილის ყოლაზე ოცნებობდნენ. მშობლების, ნათესავების და მეგობრების ზეწოლით გეგმა შეცვალეს. დიდი ქორწილი გადაიხადეს, სტუმრები დაპატიჟეს. ყველაფერი ისე მოაწყვეს, როგორც წესი იყო. თავიდან პატარა ანრის მშობლები ყურადღებას აქცევდნენ და ზრუნავდნენ, მაგრამ უმცროსი დის დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

მშობლებს ვაჟიშვილის არსებობა თითქოს დაავიწყდათ. მე-5 კლასელი ბიჭი მშობლების გარდაქმნით გაოგნებული იყო. მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ, როცა უბრალოდ საჭირო იყო. ანრი გაპროტესტებას ცდილობდა, ყურადღებას ითხოვდა, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ ლანძღვას და ცემას იღებდა. მალე მიხვდა, რომ ყველაფერი უშედეგოა. ანრის ცხოვრება გაუსაძლისი იყო, მშობლები მხოლოდ უმცროს ქალიშვილზე ზრუნავდნენ. სწრაფად გაზრდაზე, მუშაობის დაწყებასა და სახლიდან წასვლაზე ოცნებობდა. ასეც მოხდა და არც არავინ შეწინააღმდეგებია.

ახალგაზრდა ბიჭი არც ერთ საქმეს ერიდებოდა. მუშაობდა მტვირთავად, მცველად, მიმტანად. მოკრძალებულად ცხოვრობდა, ფულს ზოგავდა, რომ უკეთესი ცხოვრება მოეწყო. ერთ დღეს დედის ზარმა ყველაფერი შეცვალა. „ევა ავარიაში მოხვდა!“ დედა დახმარებას სთხოვდა, რადგან ფული არ ჰქონდათ და ევას ოპერაცია სჭირდებოდა, რომ სამუდამოდ საწოლზე მიჯაჭვული არ დარჩენილიყო. ბიჭი თავადაც ვერ მიხვდა, რამ უბიძგა, რომ მთელი დანაზოგი დედასთვის მიეცა. იყო ეს უმცროსი დის სიყვარულით გამოწვეული, თუ უბრალოდ სურდა, რომ ოჯახისთვის საჭირო ყოფილიყო.  სანამ უმცროსი და საავადმყოფოში იწვა, დედ–მამა ვაჟიშვილს მადლიერებით ავსებდნენ. დედის კეთილმა სიტყვებმა გული მოულბო. დაავიწყდა, რა წუთები გამოიარა მათ სახლში და როგორი ობოლი და მარტოსული იყო.

6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევა საავადმყოფოდან გამოწერეს. ოჯახის წევრების ურთიერთობა გამოკეთდა. ბიჭი იმედს არ კარგავდა, რომ უფრო დაახლოვდებოდნენ. დიდად ფიქრის დრო არც ჰქონდა. ანრი უკაპიკოდ დარჩა, ამიტომ უფრო მეტს მუშაობდა სიტუაციის გამოსასწორებლად. ფულის დაბრუნების იმედი არ ჰქონდა, რადგან დედა ამბობდა, რომ დანაზოგი არ ჰქონდათ. ისევ დედის ზარმა ყველაფერი შეცვალა. დედამ სიხარულით ამცნო, რომ ევას სკოლასთან ახლოს კარგ უბანში სამოთახიანი ბინა შეიძინეს. ანრის ენა ჩაუვარდა. „როგორ, ხომ ამბობდი ფული არ გვაქვსო?“. „ფული უცხოურ ვალუტაზე ანგარიშზე გვქონდა და მას 6 თვის წინ ვერ მოვხსნიდით“ – სიცილით აუხსნა დედამ. „ნუთუ არ შეიძლება ორი ერთოთახიანი ბინა იყიდოთ, წლებია ბაღლინჯოების ბუდეში ნაქირავებში ვცხოვრობ. ნუთუ ჩემზე არ გიფიქრიათ? რატომ ხართ ასეთი ეგოისტები“ – აკანკალებული ხმით ჰკითხა დედას.

ანრიმ ტელეფონი გათიშა და დიდხანს ტიროდა. მშობლების გაგება არ შეეძლო. იმ საღამოს მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ოჯახი აღარ ჰყავდა. მათთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტდა. მშობლები ურეკავდნენ, მის ნაქირავებ ბინაშიც მივიდნენ. მამა გამოძალვაში დადანაშაულებასაც ცდილობდა. ანრიმ დაიფიცა, რომ მისი შვილებისთვის საუკეთესო და საიმედო მამა გახდებოდა, მათ ზრუნვას და ყურადღებას არ მოაკლდება. ახლა კარგად იცის, როგორი მამა უნდა გახდეს.