ასეთი ვარჯიშის შემდეგ თქვენი სახე ვარსკვლავებზე მეტად იკაშკაშებს

1750

სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად მუდმივად ვარჯიშია საჭირო. თუ ვარჯიშებს რეგულარულად არ ვასრულებთ, კუნთები ტონუსს სწრაფად კარგავენ. ჩვენს სახეზეც მსგავსი სიტუაციაა. კანი რომ დაჭიმული იყოს და კარგად გამოიყურებოდეს, ჩამოწელილი არ გვქონდეს, ვარჯიშები უნდა შეასრულოთ. და რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უკეთესი.

დღეს გთავაზობთ ვარჯიშებს ნაოჭების და ჩამოწელილი კანის საწინააღმდეგოდ. კანი უბრალოდ ბრწყინვალე გახდება!

სახის ვარჯიშები სახლის პირობებში

ფეისბილდინგი, სახის იოგა, ან უბრალოდ ვარჯიში – შეგიძლიათ ისე დაუძახოთ, როგორც გსურთ, თუმცა არსი ერთია. ამ ვარჯიშების ნაკრებში სახის ყველა კუნთი ჩართულია, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და სახის კანს ჯანსაღი ფერი უბრუნდება, ვარჯიშს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს: ნაოჭები სწორდება, კანი დაჭიმული, უფრო ელასტიური და ბრწყინვალე ხდება.

ლიფტინგის ვარჯიშები რეგულარული შესრულების შემთხვევაში არა მხოლოდ კუნთებს ჭიმავს, არამედ სახის ყველა კუნთს ტონუსს უნარჩუნებს. ვარჯიში სიბერეს ებრძვის და შედეგს შედარებით დაჭიმული სახით იძლევა. ასე რომ, მოდით ვარჯიშებზე გადავიდეთ.

1.მორიგეობით ამოსუნთქვები

ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ, ნესტოები გააფართოვეთ. ახლა პირის მარცხენა კუთხეს მოუჭირეთ და მარჯვენა კუთხიდან ძლიერად ამოისუნთქეთ. შემდეგი ამოსუნთქვა მარცხენა კუთხიდან გააკეთეთ. ეს ვარჯიში კისრის დაჭიმვას ხელს უწყობს და ამასთან ცხვირ-ტუჩის ნაოჭების გაჩენისგან გიცავთ.

2.გაბერილი ლოყები

ცხვირიდან ღრმად ჩაისუნთქეთ და სუნთქვა 3-5 წამით შეიკავეთ. შემდეგ, ლოყები გაბერეთ, პირიდან ძლიერად ამოისუნთქეთ ისე, რომ ტუჩები არ გააღოთ.

3.პირის კუთხეების დაჭიმვა

ცხვირიდან ჩაისუნთქეთ და სუნთქვა რამდენიმე წამით შეიკავეთ. შემდეგ პირიდან ამოისუნთქეთ, ეცადეთ ტუჩებით მილის ფორმა გააკეთოთ, ამასთან ხელებით ტუჩის კუთხეებს დააჭირეთ.

4.შუბლის ნაოჭების გასწორება

შუბლზე ორივე ხელის მეორე, მესამე და მეოთხე თითები დააწყვეთ, ნეკა თითი კი წარბს დაადეთ. თითები შუბლის ძვალზე დააფიქსირეთ და მათზე დაჭერით წინააღმდეგობის გადალახვა სცადეთ.

5.ვარჯიში თვალებისთვის

ორივე ხელის თითები თვალის ირგვლივ განალაგეთ: შუა თითით წარბებს შუა ადგილს დააჭირეთ, საჩვენებელი თითით – თვალის გარე კუთხეს, ხოლო უსახელოთი – შიდა კუთხეს. თქვენი ამოცანაა, ასეთ მდგომარეობაში თვალების დახუჭვა სცადეთ ისე, რომ თითების წინააღმდეგობა გადალახოთ. ამის გაკეთება ორი თითითაც შეიძლება, წარბებს შორის შუა წერტილს არ დააჭიროთ.

6.ორმაგი ნიკაპის მოშორება

ნელი მოძრაობით თავი მარცხენა მხარეს მიაბრუნეთ, სადამდეც შეძლებთ და ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ თავი მარჯვენა მხარეს მიაბრუნეთ, ასევე სადამდეც შეძლებთ.  შემდეგ თავი მკერდისკენ დახარეთ და ამოისუნთქეთ.

7.კოცნა

ფართოდ გაიღიმეთ, შემდეგ ტუჩებით მილის ფორმა გააკეთეთ. რაც უფრო ფართო იქნება ღიმილი და ვიწრო მილი, მით უფრო მეტი დატვირთვა ექნება კუნთებს და შესაბამისად ეფექტიც უფრო შესამჩნევი იქნება.

 

ასეთი მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ვარჯიშების ნაკრებს სერიოზულად უნდა მიუდგეთ და სახის ვარჯიში ყოველდღე შეასრულოთ. შეგიძლიათ თითოეული ვარჯიშის 2-3-ჯერ გამეორებით დაიწყოთ, შემდეგ კი 10-მდე ახვიდეთ. ვარჯიში ფრთხილად, ზედმეტი ზეწოლის გარეშე შეასრულეთ.

თქვენ სახის როგორ ვარჯიშებს ასრულებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს