დაძაბული გრაფიკი სტრესს იწვევს, ხოლო გარე ფაქტორები და არასწორი მოვლა სახის ფერს აზიანებს. ყველაფერი ეს დაბერებას აჩქარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, უმეტესობა ქიმიური შემადგენლობის გამო კანისთვის გამოუსადეგარია.
აი. ბუნებრივი საშუალება ყოველგვარი გვერდითი ეფექტის გარეშე მუშაობს. აიღეთ ინდოელი დედოფალი, როგორიცაა რანი პადმაავატი ჩიტორგარხიდან ან რანი ჯოდჰი.
მათ ლამაზი კანი, მდიდრული თმა, ნათელი თვალები და თეთრი კბილები ჰქონდათ. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბუნებრივ საშუალებებს იყენებდნენ. მათი გამოყენება დღესაც შეგიძლიათ.
1. თაფლი და ზეითუნის ზეთი
თაფლი და ზეითუნის ზეთი კანსა და თმაზე სასწაულს ახდენს. დედოფლები მას თმის ხავერდოვნების და ბზინვარებისთვის იყენებდნენ. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი თმის ცვენას ამცირებს, თავის კანი ტონუსში მოჰყავს და თმის ბოლქვებს აძლიერებს.
2. ავოკადოს ნიღაბი
ავოკადოს ნიღაბი კანს აახალგაზრდავებს და ლაქებს, აკნეს და სიწითლეს აქრობს. ავოკადოს შიგნით მოხმარება ამ ლამაზმანების კანს გლუვს და მბზინვარეს ხდიდა.
3. ლუდი
ეს სასმელი თმისა და კანისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა. ინდოელი ლამაზმანები თაფლს, ლიმონს, რძეს ლუდში ურევდნენ და სახის ნიღაბს აკეთებდნენ. ლუდი მდიდარია ნახშირწყალბადებით და კარგი დამატენიანებელი თვისებები აქვს, ხოლო B ჯგუფის ვიტამინები კანს გლუვს და ახალგაზრდულს ხდის.
4. ვარდის წყალი
ვარდის წყალი არის საშუალება, რომელიც კანს მბზინვარებაში დაეხმარება. ულამაზეს დედოფლებს ვარდის წყლის აბაზანა უყვარდათ, რადგან კანი ხავერდოვანი ხდებოდა, ამასთან ჭუჭყსაც კარგად აშორებდა.
5. ვარდის სუნამო
ვარდს ძალიან მიმზიდველი არომატი აქვს და ამიტომ ლამაზმანები მას მამაკაცების მოსაჯადოებლად იყენებდნენ. გარდა ამისა, ვარდის არომატი მათ კანს გამოშრობისგან იცავდა.
6. ნიგოზი
ნიგოზი ტვინისთვის, ასევე კანისა და თმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან მათ მკვებავი ნივთიერებებით ავსებს. აღიარებული ლამაზმანები ნიგოზს მიირთმევდნენ, რომ მათ ნაზი და თეთრი სხეული ჰქონოდათ. უფრო მეტიც, ნიგზის მოხმარება მათ ახალგაზრდობის და სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარებოდათ.
7. ვირის რძე
რა თქმა უნდა, ბევრ ვირის რძეს ვერ იპოვით, მაგრამ ვირის რძეს ანტიასაკობრივი თვისებები აქვს. სწორედ ამიტომ დედოფლები ვირის რძის, თაფლის და ზეითუნის ზეთის ნარევში ბანაობდნენ, რომ კანის ახალგაზდობა შეენარჩუნებინათ. გასაოცარი არაა, რომ მათი კანი ბზინავდა. ასეთი აბაზანები დაბერებას აფერხებს და ლამაზ ქალებს თეთრი და ნაზი კანით თავის მოწონება შეეძლოთ.
ვირის რძე შეგიძლიათ ჩვეულებრივი ძროხის რძით ჩაანაცვლოთ.
შესაძლოა, საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ დედოფლები არ მუშაობდნენ?