მშობლების ფრაზები, რომლებიც მოზარდებს სულის სიღრმემდე გულს ტკენს

337

მოზარდის აღზრდა ძალიან დელიკატური საქმეა. ერთი შეხედვით, უწყინარმა ფრაზამ ახალგაზრდა თაობის მგრძნობიარე სულს ღრმა ჭრილობა შეიძლება მიაყენოს. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათი შვილები ამას მთელი ცხოვრება იმახსოვრებენ, ზოგი სრულწლოვან ასაკშიც წყენას ვერ ივიწყებს. მშობლების სიტყვები ბავშვის სულში იარად რჩება. როგორც არ უნდა დავდოთ პირობა, რომ შვილებს ამას ნამდვილად არ ვეტყვით, იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. Vivien გიამბობთ, რომელი ფრაზები არ უნდა უთხრათ მოზარდებს.

„შენთვის მეგობრები მშობლებზე უფრო მნიშვნელოვანია“- ახლა მოზარდის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ესაა სოციალიზაცია. თინეიჯერი ამ სამყაროში საკუთარ თავს ეძებს, საზოგადოებაში გარკვეულ ნიშას იკავებს, კომპანიებს იცვლის, მეგობრებში იმედი უცრუვდება და ახალს პოულობს. ამ პერიოდში გარემოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს არ აიძულოთ აირჩიოს, ვინ უფრო მნიშვნელოვანია: მეგობრები თუ მშობლები. ასეთი ულტიმატუმი არა თუ ბავშვს, არამედ ზრდასრულსაც წყობიდან გამოიყვანს.

„იყავი უფრო ჭკვიანი, დაუთმე!“ – როგორც წესი, ამას მრავალშვილიანი მშობლები ხშირად ამბობენ. შვილები ხშირად კამათობენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამ დროს უფროს შვილს ყველაზე ბრძენის როლი ეკისრება. მშობლების აზრით, მან უმცროსს უნდა დაუთმოს. მშობლებმა სჯობს შვილების კამათისას მოსამართლის როლი არ მოირგონ და არ მიუთითონ, ვინ და როგორ უნდა მოიქცეს. სჯობს დაიკავოთ პოზიცია: „საკმაოდ ჭკვიანები და ზრდასრულები ხართ, რომ კომპრომისი იპოვოთ.“

„აი, დეიდა ნანის შვილი ოქროა, შენ – უსაქმური“ – რამდენი ხუმრობაა მოგონილი, რომ დედის დაქალის შვილი ყოველთვის უკეთესია! მშობლები შვილების ნაცნობების ბავშვებთან შედარებას მაინც აგრძელებენ. გასაგებია, რომ დედ–მამას ამით შვილის შერცხვენა და ჭკუაზე მოყვანა სურთ. საბოლოოდ, პროტესტს ან, პირიქით, სხვისი მოლოდინის გამართლების არაჯანსაღ სურვილს იწვევს.

„ეს ყველაფერი გაჯეტების გამო“ – რომელი წელიც არ უნდა იყოს, 1985 თუ 2022, უფროსი თაობა სიახლეს და ტექნიკას ყოველთვის უფრთხის. მათი აზრით, ნებისმიერი რამ, რაც არ ესმით, ბავშვებს აუცილებლად აზიანებს. ასე მთელი დანაშაული გადადის კომპიუტერზე, ტელეფონსა და ტაბლეტზე. ორიანი გამოგყვა? „ეს ყველაფერი კომპიუტერის გამო“. რა თქმა უნდა, გაჯეტზე ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის გადატანა ადვილია. უფრო რთულია აღიაროთ, რომ აღზრდაში ხარვეზები თქვენი ბრალია.

„არაფერი დაგავიწყდა? – დედა იდუმალი და ბოროტი სახით ოთახში შემოდის და სვამს კითხვას: „ხომ არაფერი დაგავიწყდა?“. ამ დროს მოზარდში თავში ათასი ფიქრი ჩნდება „ბებიასთან დარეკვა? ქათმის საყინულიდან გამოღება? „იატაკის მოწმენდა?“ სჯობს პირდაპირ უთხრათ, რა დაავიწყდა. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

„მიხვდები, როცა გაიზრდები“ – მშობლები ხშირად თვლიან, რომ ყველა პრობლემა გაქრება, როცა ბავშვი 18 წლის გახდება. ასე ერთ საათში ზრდასრული, ჭკვიანი და გამგებიანი ხდება. ბრძნულად იქცევიან დედები და მამები, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ახლა მოთმინებით ხსნიან. და არ ელოდებიან, რომ მათი შვილი ატესტატის აღებისთანავე ცხოვრების აზრს გააცნობიერებს.

„კარგად ისწავლე, თუ არ გინდა დამლაგებლად მუშაობა“ – ნაკლებად სავარაუდოა, რომ მინიმუმ ერთმა დამსაქმებელმა მაინც გასაუბრებაზე შეფასებების ფურცელი გთხოვოთ. ასეთი ფრაზა მოსწავლეს სწავლის მოტივაციას არ აძლევს, არამედ დავალების შესრულების სურვილს უკარგავს. „რა საჭიროა, მე ხომ პირდაპირ დამლაგებლობა მომიწევს!“არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, ხოლო დამლაგებლებს შორის ბევრ ადამიანს უმაღლესი განათლება აქვს.

„როცა შენი ასაკის ვიყავი“ – არგუმენტები ასაკზე, თაობაზე და „ახლა ის“ დრო არაა მაშინ მოყავთ, როცა სხვა არ დარჩათ. ჩვეულებრივ, ამ სიტყვების შემდეგ მოზარდები მოსმენას წყვეტენ. მშობლებმა სჯობს გაიგონ: მათი ახალგაზრდობის დრო წავიდა, ახლა ბავშვები ისეთები არ არიან, როგორც 30 წლის წინ. ისინი სხვა პირობებში გაიზარდნენ და ბევრი რამ იციან, რაც თქვენ მათ ასაკში არც დაგესიზმრებოდათ.

„იმიტომ, რომ ასე ვთქვი!“ – რა საჭიროა ახსნა, დარწმუნება და არგუმენტირება, თუ ყველა კითხვას შეგიძლიათ უპასუხოთ შემდეგი ფრაზით: „იმიტომ, რომ ასე ვთქვი“? ამის შემდეგ ყველა წინააღმდეგობა უნდა გაქრეს? ასე აჩვენებთ, რომ მოზარდის კითხვაზე პასუხი არ გაქვთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, სჯობს თქვენი აზრით აუხსნათ. ეს პოზიტიური მაგალითია ბავშვისთვის, რომელიც დისკუსიის სწორად წარმართვას სწავლობს.

„როგორი უნებისყოფო ხარ, არაფერი გინდა“ – მშობლები ოცნებობენ, რომ 13 წლის მოზარდს მაღალი მიზნები ჰქონდეს, თავისუფალი დრო წიგნებთან გაატაროს და ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაზე ბიბლიოთეკაში გაიქცეს. ყველას სჭირდება დრო დასასვენებლად, დასაფიქრებლად და უბრალოდ სიზარმაცის საათისთვის, რა არის აქ დანაშაული? ეს უწყინარი ფრაზა მოზარდს გულს ტკენს და რაიმეს კეთების სურვილს უქრობს.

გვესმის, რომ მოზარდობის პერიოდი მშობლებისთვის ნამდვილი გამოცდაა. ამ დროს დელიკატურობის და მოთმინების გამოჩენა რთულია. უნდა გესმოდეთ: მშობლების ასეთი სიტყვები მოზარდებს გულს ტკენს. როგორი ეკლიანიც არ უნდა იყოს გარედან, სულის სიღრმეში მაინც მგრძნობიარე ბავშვია.