დღეს Vivien გიამბობთ, რით უნდა გამოკვებოთ პომიდორი მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში, რომ შაქარივით ტკბილი ნაყოფი მიიღოთ.
თუ პომიდვრისთვის სასუქი ჯერ არ მიგიწოდებიათ, გთავაზობთ ერთ კარგ რეცეპტს მსხვილი და შაქრიანი ნაყოფის მისაღებად. საუბარია კალციუმის ნიტრატზე. ნახეთ, რატომ არის ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასუქი პომიდვრისთვის.
პირველ რიგში, პრეპარატი ასათვისებლად ძალიან მარტივ ფორმაში კალციუმს და აზოტს შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პომიდორი ასეთი გამოკვების შემდეგ სასარგებლო ნივთიერებებს მყისიერად მიიღებს. სასუქის მოქმედებას ლოდინი არ სჭირდება. ამ სასუქში ბევრი აზოტი შედის, რაც კარგია. ნაყოფის ფორმირებისას ბევრი არც გვჭირდება. პომიდორი მწვანე მასას და ამავდროულად დიდ და ჯანმრთელ ნაყოფს გაზრდის.
მეორეც, ეს სასუქი პომიდვრის ფესვებს კარგად ავითარებს. ასე კი ცუდი ბუნებრივი პირობების მიმართ მცენარის გამძლეობა იზრდება. მაგალითად, ტემპერატურის ცვლილებები, გვალვა ან ზედმეტი მორწყვა. მესამეც, კალციუმის ნიტრატი ნაყოფის შაქრიანობას ზრდის, რის ხარჯზეც შეუდარებელი ხდება. თან ახალი პომიდვრის შენახვის ვადაც იზრდება.
სასუქი მჟავე ნიადაგზე კიდევ უკეთ მუშაობს. 10 ლ წყალში 1 ს/კ კალციუმის ნიტრატი გახსენით და ამით პომიდორი ფესვების ქვეშ მორწყეთ. გირჩევთ, სასუქი დარგვიდან 10 დღის შემდეგ გამოიყენოთ. 3 კვირის შემდეგ გაიმეორეთ. მეორე გამოკვებიდან კიდევ 3 კვირის შემდეგ სასუქი კვლავ მიაწოდეთ. პომიდორი ძალიან გემრიელი ნაყოფით მადლობას გადაგიხდით.