შემწვარი ღვეზელის საუკეთესო რეცეპტი მათთვის, ვინც ცომთან ვერ მეგობრობს

599

ხშირად ასე მემართება! ვფიქრობ, რომელიღაც კერძი უკვე დეტალურად შევისწავლე, მაგრამ მოგვიანებით ვპოულობ ღვეზელისთვის ცომის იდეალურ რეცეპტს. როგორ უნდა გავუძლო? ვიღებ და ვამზადებ, შემდეგ სიბრძნეს თქვენც გიზიარებთ. თითებს ჩაიკვნეტთ!

ცომის რეცეპტი შემწვარი ღვეზელისთვის – შემწვარი ღვეზელი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ, თუმცა ცომი საფუძველია. თუ ფქვილით გაავსებთ, გემრიელ კერძს ვერ მიიღებთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პროპორციების დაცვა იმპროვიზაციის გარეშე. თუ ნათქვამია, რომ ცომს 1 საათი დასვენება სჭირდება, ასეც უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ეს საჭირო არაა! ამით დღევანდელი ცომის რეცეპტი ყველაზე მეტად მომწონს.

ინგრედიენტები:

  • 700 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 10 გ მშრალი საფუარი
  • 250 მლ მდუღარე წყალი
  • 250 მლ თბილი წყალი
  • შიგთავსი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. 3 ს/კ ხორბლის ფქვილი, მარილი და შაქარი ღრმა თასში აურიეთ. მცენარეული ზეთი და მდუღარე წყალი ჩაასხით, კარგად აურიეთ.
  2. ოდნავ შეგრილებულ მასას თბილი წყალი ჩაასხით, მშრალი საფუარი და დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, სანამ ხელზე აღარ მოგეკვრებათ. რბილი და ნაზი უნდა გამოვიდეს.
  3. ცომის გაჩერება საჭირო არაა. მზა ცომიდან მომავალი ღვეზელისთვის ბურთები გააკეთეთ. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ, პირსახოცი დააფარეთ და 3-5 წუთით გააჩერეთ. შიგთავსისთვის აიღეთ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მოგწონთ. ასეთი ღვეზელი ხშირად კეთდება ბარდით, კარტოფილით, კომბოსტოთი ან ხორცით. ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ!
  4. ღვეზელები მცენარეულ ზეთში საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი დაიწუროს. მზადაა!

ასეთი ცომიდან ღვეზელები შეგიძლიათ გამოაცხოთ. ნაკლებად ცხიმიანი, მაგრამ გემრიელი გამოვა.