ექიმმა ლაზურენკომ ისაუბრა, თუ რატომ შეუძლია მანდარინს უფრო მეტი ზიანის მოტანა, ვიდრე სარგებლის

866

ექიმი გვირჩევს, რომ არ მივიღოთ 150-300 გრამზე მეტი მანდარინი ერთ დღეში.

ბევრს უყვარს მანდარინი და მოუთმენლად ელის ზამთარს, რომ ეს ტკბილი და სასარგებლო ხილი მიირთვას. თუმცა, როგორც გაირკვა, მანდარინს არა მხოლოდ სარგებელის, არამედ ზიანიც მოტანაც შეუძლია.

ექიმის თქმით, მანდარინის ძალიან ხშირად ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება და ღვიძლის პრობლემები.

„მანდარინი შეიცავს სწრაფ ნახშირწყლებს, რომლებიც მყისიერად და მნიშვნელოვნად ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. თუ იმაზე მეტს შევჭამთ, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს შეუძლია ათვისება, ჭარბი რაოდენობა ცხიმოვან უჯრედებში და ასევე ღვიძლში დაგროვდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება“, – ამბობს ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი ნატალია ლაზურენკო.

თუმცა მანდარინის ზუსტი დოზის დასადგენად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ფიზიკური აქტივობაც.

„ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული ან რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან, დასაშვებია 300 გრამი გასუფთავებული მანდარინი. დანარჩენებისთვის კი – 150-200 გრამი“.

დიეტოლოგმა იულია ლემენტინამ ისაუბრა, თუ ვინ უნდა გამორიცხოს ეს ხილი საკუთარი რაციონიდან.

„ჭარბი მანდარინის მიღების პრობლემის თავიდან აცილება უდავოდ ჯანსაღი არჩევანია, მაგრამ ზომიერება, როგორც ყველაფერში, მთავარია. მანდარინის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კალორიების და შაქრის მოხმარების გაზრდა, შესაძლოა ხელი შეუწყოს წონის მატებას და სისხლში შაქრის დონის ცვალებადობას. მანდარინის მირთმევისას გააკონტროლეთ პორციები და დააბალანსეთ სხვა საკვებით“, – ამბობს ლემენტინა.

4 ზიანი, რომელიც მანდარინმა შეიძლება მიაყენოს ორგანიზმს

პესტიციდების ნარჩენები კანზე

სხვა მრავალი ხილის მსგავსად, ზოგჯერ მანდარინიც შეიძლება შეიცავდეს პესტიციდების კვალს. ამ რისკის შესამცირებლად მანდარინი კარგად გარეცხეთ ჭამის წინ.

წამლებთან ურთიერთქმედება

მანდარინი შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთქმედება ზოგიერთ მედიკამენტთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებზეც გავლენას ახდენენ გრეიფრუტის მოხმარება. თუ მედიკამენტებს იღებთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რათა დარწმუნდეთ, რომ მანდარინი არ იმოქმედებს თქვენთვის დანიშნული მკურნალობის ეფექტურობაზე.

კბილების ჯანმრთელობა

მანდარინის ბუნებრივმა მჟავიანობამ შეიძლება პოტენციურად ზიანი მიაყენოს თქვენი კბილების ჯანმრთელობას ჭარბი მოხმარების შემთხვევაში. მარგალიტის თეთრი ფერის შესანარჩუნებლად, მანდარინის ჭამის შემდეგ პირის ღრუს წყლით გამოვლება ჩვევად აქციეთ. ასევე, დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, რათა თავიდან აიცილოთ ყველა სახის უარყოფითი შედეგი.

მჟავა რეფლუქსი

მანდარინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, თუ გაქვთ გასტროეზოფაგური რეფლუქსი ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რადგან ნაყოფის მჟავიანობამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გააუარესოს სიმპტომები.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს