ევროპაში კვერცხს მაცივარში არ ინახავენ და გამოყენების წინ არ რეცხავენ

574

ახლახანს ვესტუმრე მეგობარს, რომელიც გერმანელს ცოლად გაყვა და ევროპაში ცხოვრობს. გადავწყვიტეთ, პეროგი ერთად მოგვემზადებინა ისე, როგორც ბავშვობაში. კვერცხი მაცივარში ვერ ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ კვერცხი ფანჯრის რაფაზე მშვიდად იდო. “როგორ ინახავ კვერცხს გარეთ?” – ვკითხე. მეგობარს გაეცინა და ახსნა დაიწყო.აღმოჩნდა, რომ ევროპაში კვერცხს მაცივარში არავინ ინახავს და გამოყენების წინ არ რეცხავს. მით უფრო, ეს სახიფათოდ ითვლება კიდეც! ჩვეულ ევროპულ მაცივარში კვერცხის გრძელ უჯრებს ვერ იპოვით, ხოლო ბევრ მაცივარს სპეციალური სადგამიც არ აქვს.

როგორ და რატომ შევინახოთ კვერცხი უმაცივროდ – საქმე სალმონელეზს ეხება, რომელსაც მთელი ევროპა ებრძვის. ფერმერები და სხვა მწარმოებლები ქათმებს სპეციალურ ვაქცინებს უტარებენ. ასე კვერცხზე ბუნებრივი ბარიერი იქმნება, რომელიც გარეცხვის ან ტემპერატურის ცვლილებების გამო შეიძლება დაირღვეს.სწორედ ამიტომ, ევროპელი ექიმები გირჩევენ, რომ კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. რამდენ ხანს შეგიძლიათ კვერცხი მაცივრის გარეშე შეინახოთ? დიეტური კვერცხი გარეთ 1 კვირა ინახება, ხოლო სუფრის – თითქმის მთელი თვე!

დავფიქრდი და მივხვდი, რომ მიდგომა მოსახერხებელია. ბევრ რეცეპტში ხომ ოთახის ტემპერატურის კვერცხი გამოიყენება. თუ მაცივრის გარეშე შეინახავთ, გამოდის, რომ მომზადების პროცესში მაშინვე ჩართვას შეძლებთ.