ბალახზე ფეხშიშველა სირბილი შეიძლება, მაგრამ ბინაში ფეხსაცმლის გარეშე სიარული სარისკოა

434

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ შიშველი ფეხებით სიარული საფრთხეს არ შეიცავს. თან ბევრს სმენია, რომ მაისსა და ივნისში ნამიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სპეციალისტები გაფრთხილებთ, რომ შიშველი ფეხებით დიდხანს სიარული არ შეიძლება. Vivien გიამბობთ, რა უსიამოვნო შედეგებს იწვევს ფეხშიშველა სიარული, თუნდაც საკუთარ სახლში ან ბინაში მოძრაობისას.

ფეხშიშველა სირბილი – გაითვალისწინეთ, რომ შიშველ ფეხებზე მიკრობები უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ. ახალ მოწმენდილ იატაკზეც რჩება ბევრი მიკრობი, რომლებიც დაუცველ ფეხებზე ზემოქმედებენ. ასე შეიძლება კანის და ფრჩხილების პრობლემები განვითარდეს. ფეხშიშველა სირბილი სუფთა ზედაპირზეც საზიანოა. რბილი, მწვანე ბალახი და ასფალტი ან ფილა სხვა საქმეა, როცა ფეხსაცმლის გარეშე სიარულზე ვსაუბრობთ. მყარი ზედაპირი კუნთებს ზედმეტად ჭიმავს, ეს ტკივილს იწვევს, თან სხვადასხვა ნაწილში.

რთული, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ფეხშიშველა სიარული ერთგვარი შვებაა, მაგრამ შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს. სიფრთხილე გამოიჩინეთ, როცა სრიალა ზედაპირზე დადიხართ და უსაფრთხოების წესები დაიცავით. ზურგის დაზიანების რისკიც არსებობს. ფეხშიშველა სიარულისას წონა არათანაბრად ნაწილდება. ამ დროს ზურგსა და მუხლებზე დამატებითი დატვირთვა მოდის.

ფეხსაცმლის მნიშვნელობა – ზემოთ ჩამოთვლილი რისკების გამო ფეხსაცმლის ტარება ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, სწორად შეარჩიოთ. ფეხსაცმლის ღაბაში რბილი უნდა იყოს, რომ ქუსლს მოერგოს და დაიცვას. სპეციალისტები გირჩევთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელები დღეში მაქსიმუმ 2–3 საათით ჩაიცვათ და უპირატესობა არა მოდურ და ლამაზ, არამედ კომფორტულ ფეხსაცმელს მიანიჭოთ. ფეხის ჯანმრთელობა დიდწილად ბოტასის, ფეხსაცმლის და ჩექმის არჩევაზეა დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ, სახლში ფეხშიშველა სიარული ცუდი გამოსავალია. ასე საყრდენ–მამოძრავებელ აპარატს დააზიანებთ, მიკრობებთან კონტაქტი გაიზრდება, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ.