სანამ ურთიერთობას დაიწყებთ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ, არა მხოლოდ ჰოროსკოპში თავსებადობა, არამედ ზოდიაქალური იერარქია უნდა შეამოწმოთ: ხომ არ ემორჩილებით რჩეულს?
შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ინდივიდს შეუძლია მორალურად დაგთრგუნოთ? თითქოს მასთან ნორმალური ან ნეიტრალური ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ მაინც მუხლები გიკანკალებთ, მისგან შორს წასვლა და დამალვა გსურთ. ამავდროულად, გიზიდავთ, მის გვერდით ყოფნა ან ურთიერთობის დაწყება გსურთ. ასტროლოგები ასეთ შეგრძნებებს „დომინანტ ზოდიაქოსთან“ შეხვედრით ხსნიან. გარკვეული ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი იპოვის ძალას, რომ დაგიმორჩილოთ. გსურთ თუ არა, როგორც პიროვნებას დაგთრგუნავთ. დომინანტთან ჰარმონიულ ურთიერთობას სწრაფად ვერ ააწყობთ. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობაში „ბატონი–მსახური“ შეიძლება ვინმეს მეთაური გახდეთ. Vivien გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი ვის ემორჩილება და რომელს უკავია წამყვანი როლი.
- ვერძი მორიელს ემორჩილება. ზოდიაქოს ყველაზე სახიფათო ნიშანი ვერძის მეთაური აღმოჩნდა. ეს გამოიხატება ცეცხლოვანი სტიქიის ადამიანის მცდელობაში, რომ მორიელის ყურადღება მიიქციოს, რომელიც ჯიუტად მიუწვდომელია. ამით ვერძს ახალი მცდელობისკენ უბიძგებს, რომ მიუწვდომელი პოტენციური პარტნიორის ყურადღება მიიპყროს. თუ ურთიერთობა აეწყობა, მორიელი ვერძს ეჭვიანობით და კონტროლით გაანადგურებს.
- კურო მშვილდოსანს ემორჩილება. თავისუფლებისმოყვარე ცეცხლოვანი მშვილდოსანი კუროს არასტაბილურობით და გეგმების მუდმივი ცვლილებით წყობიდან გამოიყვანს. როგორც ჩანს, მიწიერ ზოდიაქოს ნიშანს ამით იზიდავს. კურო მზადაა ისევ და ისევ კუდში სდიოს მშვილდოსანს, თუნდაც მას არ აინტერესებდეს.
- ტყუპები თხის რქას ემორჩილება. მერყევი და კრეატიული ჰაერის ნიშანი მერკანტული და პედანტური თხის რქით მალულად აღფრთოვანებულია. თუ ნაცნობების კომპანიაში ან სამსახურში ამ ნიშნის ადამიანი არის, ტყუპები გაუცნობიერებლად მისკენ მიიწევს. ოღონდ თხის რქა თითქმის თავქარიანი ტყუპების გაწვრთნაში აზრს ვერ ხედავს და უარყოფს.
- კირჩხიბი მერწყულს ემორჩილება. წყლის სტიქიის ნიშანი ხშირად ხდება დაოჯახებული, რომელსაც სახლიდან დიდი ხნით გასვლა არ შეუძლია. თავისუფლებისმოყვარე მერწყულით აღფრთოვანებულია. ამ ჰაერის ნიშნის წარმომადგენელი სხვის აზრისგან დამოუკიდებლობით გამოირჩევა, რაც კირჩხიბს არ აქვს. სამწუხაროდ, საკუთარი ჩარჩოებით შემოფარგლული კირჩხიბი თავისებურ მერწყულს არ აინტერესებს.
- ლომი თევზებს ემორჩილება. შემთხვევა, როცა ორი სტიქია ერთმანეთს ხვდება. წყალი ყოველთვის ცეცხლის ამბიციებს და მისწრაფებებს აქრობს. ზუსტად ასე, თევზების მელანქოლია, მისი მეოცნებე ბუნება მიზანდასახულ ლომს გააღიზიანებს, რომელსაც მთელი სამყაროს დაპყრობა სურს. და მაინც, ლომი თევზებთან ლტოლვას ვერ ძლევს, თუმცა ხვდება, რომ მათი კავშირი ჰარმონიული და ხანგრძლივი ვერ იქნება.
- ქალწული ვერძს ემორჩილება. ზოდიაქალურ წრეში მე-6 ნიშნის მატარებლები ყველაზე არაკონფლიქტურად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, პარტნიორს ბევრს პატიობენ. ვერძს ქალწულთან ყოფნა მოსწონს, რადგან ასე დომინანტ პოზიციას იკავებს. მიწის ნიშანი პარტნიორს ყველაფერს პატიობს, ყველაფერში ცეცხლოვან საყვარელს უთმობს, ვერძის სურვილებს ერგება და საკუთარი ავიწყდება.
- სასწორი კუროს ემორჩილება. ცოტათი ერთმანეთს ჰგვანან. ამ შემთხვევაში თავსებადობა ბედნიერებას არ მოასწავებს. მიწის ნიშანი პარტნიორის ნებას მორალურად თრგუნავს, საკუთარ აზრებს თავს ახვევს, ხოლო ჰაერის ნიშანი თავს ურთიერთობის ტყვედ და მსხვერპლად გრძნობს.
- მორიელი ტყუპებს ემორჩილება. მორიელმა იცის, რომ მისკენ ვიღაც ყოველთვის ირბენს, მაგალითად, ვერძი, ამიტომ ჰაერის ნიშნის გულგრილობით აღშფოთებულია. წყლის ნიშანს სიამაყე იპყრობს და ტყუპების „ქვეშევრდომი“ ხდება. ისიც მორიელის გრძნობებით შეგნებულად თამაშობს.
- მშვილდოსანი კირჩხიბს ემორჩილება.ზოგჯერ თავისუფლებისადმი სიყვარული და გადაჭარბებული დამოუკიდებლობა მშვილდოსანს ბოროტად ეხუმრება. ამ ნიშნის ადამიანს ბუნებით დედამიწაზე ცხოვრება არ შეუძლია, ანუ ურთიერთობაში პრობლემები ხშირია. კირჩხიბი მისთვის იდეალური პარტნიორია: ყოველდღიურობით თავად შეუძლია დაკავდეს და ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენელს ყველაფერი ასწავლოს. ოღონდ კირჩხიბი დიდხანს ვერ უძლებს ასეთ მეორე ნახევარს, რომელიც არაფერში ეხმარება.
- თხის რქა ლომს ემორჩილება. ერთი შეხედვით, ყოველთვის მართალი და ამაყი თხის რქის იდეალი მხოლოდ საკუთარი თავი შეიძლება იყოს. ასტრომაგია სასწაულს ახდენს, ამიტომ ამ ნიშნების წყვილში ლომი დომინანტია. კონსერვატიულ თხის რქას ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენელი ლამაზი გარეგნობით და დამოუკიდებლობით იზიდავს.
- მერწყული ქალწულს ემორჩილება. მკაცრი და მართალი ქალწული თავისუფლებისმოყვარე მერწყულისთვის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების ეტალონია. მშვენიერია, როცა პარტნიორს შეუძლია ნებისმიერი პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროს. ოღონდ ქალწული მერწყულს საჭირო თვისებებს და ნიჭს სწრაფად გადაუსხამს, რითაც ჰაერის სტიქიის რომანტიკას კლავს და ის წასვლას გადაწყვეტს.
- თევზები სასწორს ემორჩილება. ერთი მხრივ, ჰაერის სტიქიის სირთულე, მიიღოს გადაწყვეტილებები, თევზებს თავდაჯერებულობისკენ უბიძგებს, რადგან ახლა ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოს. თევზი ამქვეყნიური ცხოვრებით უფრო დაინტერესებული გახდება, მაგრამ მეორე მხრივ, ხაფანგში მოხვდება. როგორც კი, სასწორი მიხვდება, რომ არჩევანის მისაღებად ტანჯვა საჭირო აღარაა, მთელ პასუხისმგებლობას პარტნიორს გადასცემს. თევზები კი ამის საკუთარ თავზე აღებას ვერ გარისკავს.