ვიქტორ ფრანკლი თვლიდა, რომ იქ, სადაც სიტუაციას ვერ შეცვლით, საკუთარი თავი უნდა შეცვალოთ

822

ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი ოსვენციმის ბანაკის ერთ–ერთი პატიმარი იყო. იმ ებრაელთა სიაშია, რომლებმაც გადარჩენა მოახერხეს. ყველა ახლობლის დაკარგვის გამო გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ექიმი მზად იყო, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა, მაგრამ ასე არ გააკეთა. ფრანკლს საკუთარი სწავლება, ლოგოთერაპია დაეხმარა. Vivien გიამბობთ, რას ნიშნავს ეს და რატომ არის აქტუალური მიმართულება ფსიქოლოგიაში.

ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი – ცნობილი ფსიქოთერაპევტი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გახდა. ფსიქოლოგიის სფეროში ცნობილია ზუსტად ისე, როგორც ზიგმუნდ ფროიდი და ალფრედ ადლერი. ამ უკანასკნელ მეცნიერთან ერთად ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა კიდეც. სპეციალისტის მთავარი შემოქმედებაა წიგნი „უთხარით ცხოვრებას დიახ“. მასში თავმოყრილია ფრანკლის ყველა მოგონება დროზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა. ფსიქოლოგი ამ ნამუშევრით მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა.

გარდა ამისა, ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის უნიკალური ფორმა შექმნა. ლოგოთერაპიის ამოცანა არსებობის აზრის პოვნაა. შეიძლება ზედმეტად აბსტრაქტულად მოგეჩვენოთ, თუმცა ყველა განსაცდელი, რომელსაც ფრანკლმა გაუძლო, ამ სწავლების ეფექტურობას მხოლოდ ამტკიცებს.საინტერესოა, რომ ამ თერაპიის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუცნობიერებლად დაიწყო. ყოველი განვლილი დღის განხილვისას მასში რაღაც კარგს ეძებდა. მეცნიერის თქმით, ეს მიდგომა ცხოვრების ხელოვნებაა, რაც საკონცენტრაციო ბანაკში დაეხმარა.

ლოგოთერაპია საკუთარი ცხოვრების მუდმივი ანალიზის შედეგი გახდა. მაგალითად, მოზარდობის პერიოდში ყოველ დილა ყავას სვამდა და მომავალ დღეზე ფიქრობდა. აანალიზებდა, თუ რას მოუტანდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი გახდა.როცა გერმანელებმა ვენა აიღეს, მეცნიერის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. თავიდან კერძო საავადმყოფოში მუშაობა მოუწია, სადაც ექიმებიც და პაციენტებიც მხოლოდ ებრაელები შეიძლება ყოფილიყვნენ. იმ წლებში ლოგოთერაპიის დახმარებით ბევრი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. იმ დროს ყოველდღე ათობით ადამიანი თვითმკვლელობისთვის მზად იყო.მოგვიანებით ფრანკლი ცოლთან ერთად გადაასახლეს და ტერეზიენშტადტის ბანაკში გაგზავნეს. მეცნიერი თავის წიგნში აღწერს ყველა ეტაპს, რომლის გავლაც მოუწია. ყველაფერი იმიტომ, რომ გადასარჩენად შეგუება მოუწია. ბანაკში ცხოვრება ერთი გრძელ დღედ იქცა. თითოეული პატიმრის მთავარი მიზანი ამის გაძლება იყო.

რა არის ლოგოთერაპია – როცა ფსიქოთერაპევტი ოსვენციმში მოხვდა, ჩუმად თავისი ხელნაწერი შეიტანა. ვიქტორმა ის დაკარგა, მაგრამ რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიიღო. მის ცხოვრებაში ახალი აზრი გამოჩნდა. ისურვა ხელნაწერის აღდგენა, გადარჩენა და ხალხისთვის სიმათლის თქმა, რისი გადატანაც ბანაკში მოუწია.

იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების მიზანი ჰქონდა, ადვილი არ იყო. გათავისუფლების შემდეგ ის და სხვა პატიმრები ეგზისტენციალურ ვაკუუმში მოხვდნენ. ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა, როცა ადამიანი ცხოვრების ყოველგვარ აზრს კარგავს. სასურველი თავისუფლება მოიპოვა, მაგრამ ახლა რა უყოს?ვიქტორმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეძლო, როცა სამსახურს დაუბრუნდა. ხალხის დახმარებით საკუთარ თავს ეხმარებოდა და საკუთარი თეორიის მართებულობას ამოწმებდა. ლოგოთერაპიის იდეა მარტივია: თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების აზრი სჭირდება. მეცნიერის მთავარი გზავნილია, რომ ადამიანმა არა საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

სიცოცხლე თავიდან ხელუხლებელი მასალაა. მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული, როგორი გახდება მომავალში. მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესში საკუთარ ბედზე ადამიანის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი მზად არაა, რომ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს, ბრბოს მიჰყვება და სხვი აზრებით ცხოვრობს.ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ ვიქტორ ფრანკლი დროის გაგებას ახლებურად მიუდგა. ყოველი განვლილი წუთი მნიშვნელოვანია და ის, თუ როგორ იცხოვრებთ. მეცნიერის თქმით, თითოეულ ახალ დღეს თავისი უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაზე მთავარია. თითოეულ ჩვენგანში ცხოვრების აზრი ჩადებულია. მას ვერ შევქმნით, მაგრამ მისი პოვნა შეგვიძლია.