დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც რაციონში დიდი სიფრთხილით უცხო ხილის და კენკრის ჩართვა დავიწყეთ. ასე ჩვენს ხილს ვაშლის, ქლიავის, მსხლის და ყურძნის გარდა შეემატა მანგო, ლეღვი, ავოკადო, ანანასი და ფეიხოა. ახალ გემოებს ვეჩვევით, მათ სასარგებლო თვისებებს ვეცნობით და ამ ხილით კერძების მომზადებას ვსწავლობთ.ახლახანს ლეღვის სარგებლის შესახებ კვლევა წავიკითხე. კენკრა ადრე გამისინჯავს, მაგრამ უბრალოდ მისი სწორად მომზადება არ ვიცოდი. ალბათ, ამიტომაც მეტად აღარ მიყიდია. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ყოველდღიურ რაციონში ლეღვის ჩართვა აუცილებელია. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი და ზიანი აქვს ლეღვს, ასევე გემრიელი კერძის რეცეპტს გიზიარებთ.
ლეღვის სასარგებლო თვისებები
- 1. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ლეღვი სურდოს დროს რაციონში ჩართოთ. საქმე იმაშია, რომ ლეღვს ანთების საწინააღმდეგო და ცხიმის დამწევი ეფექტი აქვს.
- 2. კენკრა გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა. ბევრ კალიუმს შეიცავს, რომელიც სისხლძარღვების და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. ფერმენტი ფიცინი გულისცემის და თრომბს გაწოვის სიჩქარის დარეგულირებას ხელს უწყობს.
- 3. ბევრი უჯრედისის წყალობით ლეღვი შესანიშნავი წასახემსებელია. კენკრა სწრაფად დაგანაყრებთ.
- 4. ლეღვით ნაბახუსევს ებრძვიან. ნაყოფი კალციუმის, კალიუმის და მაგნიუმის შემცველობის წყალობით წყურვილს, გულისრევას, სისუსტეს და თავის ტკივილს ამცირებს.
ლეღვის ზიანი – სამი შემთხვევა არსებობს, როცა ლეღვის რაციონში ჩართვა არ ღირს: შაქრიანი დიაბეტი, ალერგია და საჭმლის მომნელებელი სისტემის მწვავე პრობლემები. აღმოჩნდა, რომ პატარა კენკრა ბევრ შაქარს შეიცავს. სხვათა შორის, ეს ხმელ ნაყოფსაც ეხება: მასში ბევრი შაქარია.
რა მოვამზადოთ ლეღვით – პირველი, რაც შეიძლება გაიფიქროთ: სიროფი, ჯემი და მურაბა. ნამდვილად, ლეღვი, როგორც სხვა კენკრა, ტკბილი წასახემსებლისთვის იდეალურია. გარდა ამისა, შეგიძლიათ გემრიელი კომპოტი ან ლიმონათი მოამზადოთ. აღმოსავლეთში ამ ხილით ნაყენს და დესერტს ამზადებენ. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენ შაქარს შეიცავს კენკრა. თუ გემოების ნოტებით ექსპერიმენტები გიყვართ, ლეღვი წითელ ხორცს ან ფრინველს დაუმატეთ.
ხაჭოს მობრაწულა ლეღვით
ინგრედიენტები:
- 500 გრ ხაჭო
- 4 ს/კ არაჟანი
- 8 ს/კ შაქარი
- 2 კვერცხი
- 150 გრ ლეღვის ჩირი
- 50 გრ კარაქი
- 200 გრ ხორბლის ფქვილი
- ვანილი გემოვნებით
- მზესუმზირას ზეთი გემოვნებით
მომზადება:
- არაჟანი, კვერცხი, ხაჭო, შაქარი (უფრო ნაკლები შეგიძლიათ აიღოთ), ვანილი და მცენარეული ზეთი გემოვნებით აიღეთ და ინგრედიენტები აურიეთ.
- ხაჭოს მასას ფქვილი და წვრილად დაჭრილი ლეღვი დაუმატეთ.
- საცხობ ფორმას მზესუმზირას ზეთი წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ. სუფრაზე საყვარელ სიროფთან, მურაბასთან ან არაჟანთან ერთად გაიტანეთ.
გამომცხვარი ლეღვი მასკარპონეთი
ინგრედიენტები:
- 4 ს/კ მშრალი წითელი ღვინო
- 2 ს/კ შაქარი
- 170 გრ ლეღვის ჩირი
- 2,5 ს/კ ნიგოზი
- 2 ს/კ ყველი მასკარპონე
მომზადების წესი:
- ღრმა ტაფაში ცოტა ძმარი, შაქარი და ღვინო აურიეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით და ხარშეთ. შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას.
- ღვინის ნარევს ლეღვი დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
- მიღებული სიროფი და ლეღვი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. ზემოდან დაჭრილი შემწვარი ნიგოზი დაუმატეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ. ლეღვმა სიროფის დიდი ნაწილი უნდა შეიწოვოს.
- ლეღვი 15 წუთით გასაგრილებლად გააჩერეთ.
- თეფშზე მასკარპონეს ნაჭერი დადეთ, ლეღვით გააფორმეთ და სიროფი მოასხით. კერძი მზადაა!
გემრიელი კენკრა რომ შეიძინოთ, მაღაზიაში ლეღვის არჩევა უნდა იცოდეთ. კენკრას კარგად დააკვირდით და დარწმუნდით, რომ ჩანაჭყლეტილი არაა. გახსოვდეთ, მისი დიდხანს შენახვა რეკომენდებული არაა. ლეღვი სამი დღის განმავლობაში შეჭამეთ ან რაიმე გემრიელობა მოამზადეთ. იცით რაიმე რეცეპტი ამ პროდუქტის გამოყენებით?