ახლა აფთიაქში ვერ იყიდით: რატომ აკრძალეს მარგანცოვკა

1915

კალიუმის პერმანგანატი – ბევრისთვის კარგად ნაცნობი საშუალებაა, რომელსაც ხალხში მარგანცოვკას უწოდებენ. ადრე ფხვნილით სავსე ბოთლი ნებისმიერ აფთიაქში იყიდებოდა, რადგან კარგ ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს. ახლა აფთიაქის დახლებიდან თითქმის გაქრა ან მხოლოდ რეცეპტით იყიდება. რატომ აკრძალეს მარგანცოვკა: მიზეზი გვერდით ეფექტებშია თუ საქმე სხვა რამეშია? დღემდე კალიუმის პერმანგანატი ორგანიზმიდან ტოქსინების სწრაფად გამოსადევნად საუკეთესო საშუალებად ითვლება. ხსნარით შეგიძლიათ ჭრილობა სწრაფი შეხორცებისთვის დაიმუშავოთ, სტომატიტის ან წყლულების დროს პირში გამოივლოთ, ასევე ყელში ანგინის დროს. ჩვილებში ჭიპლარი სწრაფად და გართულების გარეშე რომ შეხორცდეს, ექიმები გირჩევენ, მარგანცოვკის ხსნარში აბანაოთ. რა ზიანის მოყენება შეუძლია მარგანცოვკას? Vivien ამის შესახებ გიამბობთ.

რატომ აკრძალეს მარგანცოვკის თავისუფლად გაყიდვა

საშუალება ადამიანისთვის სასარგებლოა, თუ სწორი პროპორციებით გამოიყენებთ, მაგრამ მედლის მეორე მხარეც არსებობს. მარგანცოვკა „აკრძალული საქონლის“ სიაში მოხვდა, რადგან ზოგიერთმა საზრიანმა მისგან აკრძალული ნივთიერების მომზადების მეთოდი იპოვა. ამ შინაურული პრეპარატით დაინტერესებულნი ერთმანეთში მას „ხრახნს“ უწოდებენ. კალიუმის პერმანგანატი ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს.ბევრი ფიქრობს, რომ აკრძალვა დიდი სისულელეა. უფრო სახიფათო საშუალებები, რომლებიც ისედაც ტოქსიკურია, თავისუფლად იყიდება. მაგალითად, აცეტონიც სინთეზური ნივთიერების დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგრამ მისი ყიდვა ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება.

ამით კალიუმის პერმანგანატის საფრთხე არ სრულდება. აღმოჩნდა, რომ მარგანცოვკა ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ–ერთი შემადგენელი კომპონენტია. როგორ გააკეთოთ, ასეთი რამ, ინტერნეტში მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ. სწორედ ამიტომ, არც ერთი რეცეპტი ძალიან ბევრი კალიუმის პერმანგანატის ყიდვის საშუალებას არ მოგცემთ.