ჩემი დაქალი 48 წლისაა, მისი ქმარი – 50 წლის. ურთიერთობა ინგრეოდა, მაგრამ დაქალმა მთავარი მიზეზი იპოვა

2654

– დეა, პური მომიტანე, გთხოვ. მაგიდაზე დამრჩა, – უთხრა დანიელმა თავის ცოლს.

– მორჩა. მგონი ყველაფერი ავიღეთ, – კმაყოფილებით აღნიშნა დეამ. წყვილი უფროს ქალიშვილთან, ლიზისთან სტუმრად წასასვლელად ემზადებოდა. ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა. ახლახანს ქალიშვილი შეეძინა.

დეა და დანიელი ერთად 28 წელია ცხოვრობენ. ორი ულამაზესი ქალიშვილი, 5 შვილიშვილი ჰყავთ. ერთი ქალიშვილი დედაქალაქში გადავიდა, მეორე სამხედრო პირს ცოლად გაჰყვა და ისიც სხვა ქალაქში გადავიდა. ახლა მათ სანახავად დიდი მანძილის გავლა უწევთ.

1 წლის წინ განქორწინება სურდათ. მათი ურთიერთობის გადარჩენა არაფერს შეეძლო, მაგრამ ცოლმა ყველაფერი კარდინალურად შეცვალა. ურთიერთობაში დაბრუნდა სიყვარული, ვნება, გაგება, ახალი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები.

1 წლის წინ

დანიელს დილით ადრე გაეღვიძა, რადგან სამზარეულოდან ხმამაღალი ზუზუნი ისმოდა. ძლივს წამოდგა საწოლიდან და სამზარეულოსკენ წავიდა, რომ ცოლისთვის ეყვირა.

– სულ გაგიჟდი? დილის 7 საათია. ამ ზუზუნით არა მხოლოდ მე გამაღვიძე, არამედ მეზობლებიც. რომელი ნორმალური წურავს წვენს დილის 7 საათზე. რატომ არა 10–ზე ან 12–ზე? კვირაა, ყველა ისვენებს, – უთხრა გაღიზიანებულმა ქმარმა.

– კარგი, მაპატიე. კარი დავხურე. ვიფიქრე, ვერ გაიგონებდი. ახალდაწურულ ხილის წვენს ყოველთვის დილის 7 საათზე ვსვამ, დღის მიუხედავად. სარბენად მივდივარ, წამოხვალ? – უთხრა დეამ და თან შარვალი ამოიცვა.

ქმარმა ხელი ჩაიქნია და ძილის გასაგრძელებლად გავიდა.

დეა თავს მხნედ, ახალგაზრდულად და ლამაზად გრძნობდა. ჯანსაღი ცხოვრების წესი მოსწონდა. ახალგაზრდობაში სერიოზული დაავადება ჰქონდა. ექიმები დიდხანს სიცოცხლეს არ პირდებოდნენ. არა მხოლოდ კლინიკის ექიმების რეკომენდაციებს იცავდა, არამედ ნატუროპათების რჩევებს ითვალისწინებდა. ეს ყველაფერი დაავადების დამარცხებაში დაეხმარა. თვლის, რომ სხეული ავადდება, როცა მასზე არ ვზრუნავთ. კვება და სპორტი ჯანმრთელობის ძლიერი ფარის შექმნაში გვეხმარება.

თავიდან სპორტი დანიელსაც უყვარდა. დეაც შეჯიბრებაზე გაიცნო. ასაკთან ერთად სპორტისადმი ლტოლვა შემცირდა, ბევრი დაავადება, ასევე სიზარმაცე დაგროვდა. ბევრს მუშაობდა, სპორტისთვის ძალა აღარ რჩებოდა. ცოლი ოდესღაც ფიზკულტურის მასწავლებელი იყო, შემდეგ სკოლა მიატოვა და კერძო მწვრთნელად მუშაობა დაიწყო. ახლა დიასახლისია.

ბოლო პერიოდში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ქმარი ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა, წვრილმანებზე ყვირის, გესლიანად ლაპარაკობს. დეა ქმართან დალაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია თითქმის შეწყვიტეს. ორივე თავისი საქმით იყო დაკავებული, საერთო გატაცება არ ჰქონდათ. ყოველი კამათისას დანიელი განქორწინებაზე საუბრობდა.

დეა ეჭვობდა, რომ ქმარს საყვარელი ჰყავდა. სახლში გვიან ბრუნდებოდა. რატომ შეიცვალა ასე ძალიან? რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს. ქმარს არასდროს ამოწმებდა, მაგრამ ახლა ამის გაკეთება გადაწყვიტა. მის ტელეფონში ჩაიხედა, საეჭვო ვერაფერი იპოვა. სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურობდა. ღალატზე აზრები თავისით გაქრა. რაშია საქმე?

მეუღლის ავტომობილი შეამოწმა, ყველაფერი დაათვალიერა, რაც იქ იყო და ერთ ქაღალდს თვალი მოკრა. იქ ეწერა, რომ ქმარს ქრონიკული პროსტატიტი ჰქონდა. დეა დაფიქრდა: „ესეც ამბავი. არაფერი მითხრა. ეს უკეთესია, ვიდრე საყვარელი“. გამოდის, ქმარს პროსტატიტი აქვს, ამიტომ მუდმივად გაღიზიანებულია და ინტიმურად ყველაფერი იშვიათად და ცუდადაა.

საღამოს ქმართან აღიარა, რომ დიაგნოზის საბუთი იპოვა. ქმარი გაწითლდა და ყვირილი დაიწყო:

– ვინ მოგცა ჩემს ნივთებში ქექვის უფლება? შენ არ გეხება, გასაგებია! – თქვა და უცებ წამოდგა.

– იქნებ კმარა ჩემთან ასეთი ლაპარაკი? ცოლი ვარ, მტერი კი არა. შენი უახლესი ადამიანი ვარ, დაგავიწყდა? ყოველთვის შენ გვერდით ვარ და მიყვარხარ. ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს და მიმალავ. ზურგი შემაქციე, ღრიალებ, გაღიზიანებული ხარ. ნუთუ სხვაგვარად მოგვარება არ შეიძლება? – დეას ცრემლები წამოუვიდა.

– როგორ სხვაგვარად? შენ სავარჯიშო დარბაზებში დარბიხარ, ჯანმრთელობაზე ზრუნავ, რა თქმა უნდა, ეს მაღიზიანებს. ამაზე ლაპარაკი მრცხვენოდა. მუდმივი ანთება აქვს, ტკივილისგან ვიტანჯები. იქნებ დავშორდეთ?

– რატომ ფიქრობ დაშორებაზე? ყველაფერი კარგად იქნება – უთხრა ქმარს და ძლიერ ჩაეხუტა. კოცნა დაუწყო, მან კი მოიშორა და წყნარად უთხრა: „ახლა არა, ისევ ანთება მაქვს“.

დეა ქმრის დაავადების მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა. დედაქალაქში საუკეთესო სპეციალისტთან მივიდნენ. ექიმებმა უთხრეს, რომ პერიოდული გამწვავებით ცხოვრება მოუწევდა. დანიელი თავს საშინლად გრძნობდა. ნებისმიერი კაცისთვის უსიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ასეთი პრობლემები აქვს.

დეამ მისი გადარწმუნება სცადა. ხალხური მედიცინის ჩართვას სთავაზობდა, მაგრამ მას არ სჯეროდა. კვებას არ ცვლიდა, თუმცა ექიმმა ცხიმიანი და მარილიანი კერძები აუკრძალა. დილით სირბილი არ უნდოდა, მით უფრო ყოველ დილით ახალდაწურული წვენის დალევა.

– რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? ხომ შეგიძლია სცადო. ორგანიზმის მდგომარეობას გააუმჯობესებ. იმუნიტეტი უნდა გააძლიერო – ურჩევდა ცოლი.

– კარგი, მოიტანე შენი სასწაული სასმელი.

დანიელმა ცოლთან ერთად ყოველ დილით წვენის დალევა დაიწყო. პერიოდულად ვარჯიშობდა, თუმცა ხშირად ზარმაცობდა. კვება შეცვალა. 6 თვეში 11 კგ დაიკლო, გაახალგაზრდავდა, კანი უფრო დაჭიმული და სუფთა გახდა. მავნე ჩვევა, ტელევიზორთან ჭამა მოიშორა.

რემისია გახანგრძლივდა. დანიელი საყვარელ ცოლთან ინტიმური ცხოვრებით სიამოვნებას იღებდა. წყვილის ურთიერთობა გაუმჯობესდა. ახლა ემზადებიან ქალიშვილთან წასასვლელად, რადგან მათი შვილიშვილი ქეთინო დაიბადა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს