სარგებელი თუ ინსულინის ბომბი – რისგან ამზადებენ ჰემატოგენს

656

მთელი ბავშვობა ჰემატოგენის ფილებს ჭამდით, რადგან მშობლები მათ სარგებელზე საუბრობდნენ? მაშინ საუკეთესო სნექი კი სწორად წასახემსებლად. ჰემატოგენი, როგორც ვიტამინების და რკინის წყარო, სამხედრო საავადმყოფოებში მყოფი პირებისთვის სავალდებულო იყო.ცნობილ ტკბილეულს, რომელსაც არა ერთი ათეული წელია მივირთმევთ, მდიდარი ისტორია, ბევრი კვლევა და ექიმების დაპირისპირება აქვს. Vivien მის სარგებელსა და შესაძლო ზიანში გარკვევას ეცდება. დღეს ორგანიზმის და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყურადღების მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანია – ყველა მედიკამენტი და პროდუქტი სათანადო შემოწმებას არ გადის.

როგორ გაჩნდა ჰემატოგენი – პირველი ჰემატოგენი ჩვენთვის ჩვეული ფორმისგან ძლიერ განსხვავდებოდა. 1890 წელს შვეიცარიამ გამოუშვა „ადოლფ გომელიას ჰემატოგენი“, რომელიც სისხლის და კვერცხის გულის ნარევს წარმოადგენდა. მას თხელი კონსისტენცია და უსიამოვნო გემო ჰქონდა. 1917 წელს მისი წარმოება რუსეთში დაიწყეს.მეორე მსოფლიო ომის დროს ჰემატოგენის გამოყენება მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ექიმები აღნიშნავდნენ: დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებიც ამ საშუალებას იღებდნენ, სწრაფად იკურნებოდნენ და თავს უკეთ გრძნობდნენ. 1940 წელს ჰემატოგენი სისხლის, ღვინოს და გლიცერინისგან შედგებოდა. ომის შემდგომ შიმშილის პერიოდში მკვებავ პროდუქტს ჩვილებს უნიშნავდნენ, რადგან თითქმის ყველას სისხლში დაბალი ჰემოგლობინი ჰქონდა. თანდათან ჰემატოგენი გააუმჯობესეს და ბოლო 30-40 წელი შოკოლადის ფილას ჰგავს რკინის გემოთი.

ჰემატოგენის შემადგენლობა და სარგებელი – ძროხის სისხლიდან მიღებული ცილა ალბუმინი ჰემატოგენის მთავარი შემადგენელი ნაწილია. სისხლს წინასწარ წმენდენ და სპეციალური მეთოდებით აშრობენ. ამის შემდეგ მიღებულ შავ ალბუმინს მომავალ ფილაში რთავენ. ბადაგი, შესქელებული რძე და შაქარი სიტკბოსთვის ემატება. რკინის უკეთ ასათვისებლად ჰემატოგენს ფოლიუმის მჟავით, B6 და C ვიტამინებით ამდიდრებენ.

ჰემატოგენის ზიანი – აღსანიშნავია, რომ ჰემატოგენი საჭმელი არაა, არამედ საკვები დანამატი. დოზირება შეფუთვაზე მითითებულია. მისი უკონტროლო მიღება არ შეიძლება, რადგან გულისრევა და ღებინება შეიძლება გამოიწვიოს. დოზის რეგულარული გადაჭარბება რკინის დონეს ზედმეტად ზრდის, რამაც სისხლძარღვების ათეროსკლეროზი შეიძლება გამოიწვიოს.ჩვეულებრივ, ჰემატოგენს ანემიის დროს ნიშნავენ, მაგრამ ანემია მხოლოდ რკინადეფიციტური არაა და მიზეზი შეიძლება სხვა ნივთიერების დეფიციტი იყოს. ასე, უვნებელმა ჰემატოგენმა შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.სამწუხაროდ, ბევრი მწარმოებელი პროდუქტზე დანამატების თანაფარდობას არ უთითებს. შაქარი, შესქელებული რძე, სახამებელი, ბადაგი და მხოლოდ ალბუმინი. ამრიგად, პატარა ფილაში 354 კალორია ინსულინის ბომბას ვიღებთ, რომელიც ზიანის გარდა სხვა არაფერს მოგვიტანს.სწორი იქნება, თუ რაციონს რკინის შემცველი პროდუქტებით გაამდიდრებთ? დრო და დრო სისხლში ჰემოგლობინის დონე აკონტროლეთ. რთული გასარკვევია, როგორი პროდუქტი იყიდება დღეს ჰემატოგენის ქვეშ, რადგან ლაბორატორიული ანალიზების პოვნა რთულია, ასევე ალუბიმინის ხარისხის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები არაა. არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოველებს ლეიკემიით დაავადება ახასიათებთ, ამიტომ პირობითად უსაფრთხო სასარგებლო არ შეიძლება იყოს.