დედის აღსარება, რომელიც ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა

861

„ორი ზრდასრული ვაჟის დედა ვარ. თომას და ვანოს უკვე საკუთარი ოჯახები ჰყავთ. შვილიშვილებთან ერთად ხშირად მსტუმრობენ. უფროსი ვაჟი ახლოს ცხოვრობს და უფრო ხშირად მნახულობს. უმცროს ვაჟთან ზოგჯერ მე და ჩემი მეუღლე ჩავდივართ. ბოლო დრომდე ორივე ვაჟთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. 1 კვირის წინ ძმებს შორის საშინელი კონფლიქტი წარმოიშვა. ახლა ორ ცეცხლს შუა ვარ“ – ამბობს ლილია.ქალი ყოველთვის ცდილობდა, რომ შვილების პირად ცხოვრებაში არ ჩარეულიყო. ორივე ძმის დახმარების მცდელობისას კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდა და ახლა თავადაც არ არის ბედნიერი, რომ ურთიერთობის გარკვევაში ჩაება.

ძმებს შორის კონფლიქტი – „რძლებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყაავი. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. წესიერი, ჭკვიანი გოგოები არიან. უფროსი ვაჟისგან ორი შვილიშვილი მყავს, უმცროსიგან – სამი. ორივე ვაჟს კარგი შემოსავალი აქვს, რძლები სახლში არ სხედან, მუშაობენ. ვინ და როგორ მართავს ოჯახის ბიუჯეტს, არასდროს მიკითხავს. სანამ უმცროსი ვაჟის, ვანოს ცოლმა არ დამირეკა.მარიმ მითხრა, რომ ვანომ ძმას ოჯახის ბიუჯეტიდან დიდი თანხა ასესხა. თითქოს, თომას ვადიან დეპოზიტზე თანხის სწრაფად შეტანა სჭირდებოდა და შექმნილი უხერხულობისთვის ვალის პროცენტებით დაბრუნებას დაჰპირდა. ვანო და მარი ფულს დედაქალაქში ბინის შესაძენად აგროვებდნენ, რომ შვილებს კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ვანომ ფული ჩუმად აიღო, ფიქრობდა, რომ ძმა სწრაფად დაუბრუნებდა და ცოლი დანაკარგს ვერ შეამჩნევდა.

ოღონდ ცოლმა ყველაფერი შეამჩნია და წარმოუდგენელი სკანდალი მოაწყო. თომამ პირობა დადო, რომ უკანასკნელ თეთრამდე ყველაფერს გადაიხდიდა. მოგვიანებით შეატყობინა, რომ ბიზნესის პრობლემების გამო ვალის დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებდა. მარიმ არა მხოლოდ მე დამირეკა, არამედ ჩათვალა, რომ ნინასაც უნდა გაეგო, რომელსაც, როგორც ჩანს, წარმოდგენა არაფერზე ჰქონდა.ახლა ორივე მხრიდან ცოლები არც ქმრებს და არც მე მოსვენებას არ მაძლავენ. რამდენიმე დღეში პანიკა ჩაწყნარდა და ვაჟებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხს ერთმანეთში თავად მოაგვარებენ. ძმებს შორის კონფლიქტი დღემდე არ ჩამცხრალა. შეთანხმდნენ, რომ თომა ვალს ყოველთვე ნაწილ–ნაწილ გადაიხდიდა. როგორც ჩანს, მარიმ ვანოზე ზეწოლა მოახდინა, მანაც გადაიფიქრა და ახლა ვალის დაუყონებლივ დაფარვას ითხოვს.

თომას ფული არ აქვს. ისედაც ყველაფერზე უარს ამბობს, რომ ვალი რაც შეიძლება მალე დაფაროს. ვანო მამალივით აწრიალდა და ამ ქაოსში მეც ჩამრთო. ამბობს, რომ თომას მემკვიდრეობა უნდა წავართვა, აგარაკი დაუყონებლივ გავყიდო და მიღებული თანხის ნაწილი მას მივცე.სახლი, სადაც მეუღლესთან ერთად ნახევარი სიცოცხლე გავატარე, ვერ გავყიდი. თან რატომ? ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ანდერძს 30 წლის შემდეგ დაელოდონ. ეს ოჯახური ბუდეა, სადაც მოგონებებში ვიძირები, ზაფხულობით ჩამოვდივარ, რომ ვერანდაზე ჩაი დავლიო და ახალგაზრდობა გავიხსენო. როგორც ჩანს, როცა ვაჟები ვალს განიხილავდნენ, თომამ უთხრა, რომ ჩემი ანდერძიდან მისი წილი – სახლის ნაწილი, გირაო იქნებოდა. თომა მეუბნება, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს.ადრე ვფიქრობდით, რომ სახლის ბავშვების სახელზე გადაფორმება კარგი იდეა იყო. ახლა, იმის გამო, რომ ჩემ სახელზეა გაფორმებული, კონფლიქტი უნდა მოვაგვარო. თუ ისე მოვიქცევი, როგორც უმცროს ვაჟს სურს, უფროსთან კავშირს დავკარგავ. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ნაწყენი დარჩება“.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ნათესავებს შორის ფულადი ურთიერთობები ყოველთვის კონფლიქტს იწვევს. სწორედ ამიტომ, მეგობრებს, ნათესავებს ფული არ ასესხოთ. ძმებს შორის კონფლიქტი გარდაუვალია. თუ უცხო ადამიანს შეუძლია ვალის დაბრუნება მოითხოვოს და, დიდი ალბათობით, მის დაბრუნებას მოითხოვს, ნათესავებთან რთული ვითარებაა. ვანომ თომას, როგორც ძმას, ფული ასესხა, ხოლო როგორც საკუთარი ცოლის კარგ ქმარს თანხის დაბრუნებას ითხოვს. პრობლემა გამოიწვია თავად ვანომ, როცა სხვისი ფული უკითხავად აიღო და ძმას დაეხმარა. მარის ზეწოლის გარეშეც ვერაფერი ჩაივლიდა. ის მხოლოდ ცეცხლში ნავთს ასხამს, თუმცა მისი გაბრაზება გამართლებულია. ლილიმ არც ერთის მხარე არ უნდა დაიჭიროს, სჯობს ანდერძი საუკეთესო დროისთვის გადადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილებთან ურთიერთობა გაუფუჭდება. როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში?