ღამის კუნთოვანი სპაზმებისგან მარილმა და წყალმა მიხსნა

944

გადავწყვიტე, მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ განვთავისუფლდი ჯანმრთელობის ერთი პრობლემისგან შემთხვევით, როცა სხვა დაავადების განკურნებას ვცდილობდი.

ფეხზე კანის სოკო მქონდა, რომლის მოშორებასაც, მეგობრების რჩევით, კონცენტრირებული მარილხსნარის გამოყენებით ვცდილობდი. საღამოს, თბილ წყალში გავხსენი მარილი, ჩავასხი ხსნარი ვარცლში და 20 წუთით ჩავალაგე ფეხები კოჭებამდე.

ხსნარი ფეხებზე შევიშრე და დავწექი დასაძინებლად, დილით კი სასიამოვნოდ გაოგნებული დავრჩი: მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ფეხებზე არ მქონდა კუნთოვანი სპაზმები, რომლებიც მუდმივად მაღვიძებდა მზის ამოსვლამდე.

ჩემს ქმარსაც ჰქონდა ასეთი სპაზმები, ამიტომ მეორე საღამოს ორივემ გავიკეთეთ მარილის აბაზანები ფეხებზე. დილით სპაზმების გარეშე გავიღვიძეთ.

ასეთ პროცედურებს 3 საღამო ვიკეთებდით, შემდეგ კი – სულ უფრო იშვიათად: კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, ახლა 3 თვეში ერთხელ. კუნთოვანი სპაზმები აღარ გვიბრუნდება. ხსნარს 4 მუჭა მარილითა და 2 ლ წყლით ვამზადებდი.