ჩემი შვილის ფუმფულა ხელები კოღოებმა რომ არ დაკბინოს, ჩინურ მეთოდს ვიყენებ

946

სახლში ბუზების გამოჩენა პრობლემაა. სითბოს დადგომისთანავე მწერები აქტიურად იღვიძებენ და საჭმელს ეძებენ. ნორმალური პროცესია, რომელიც ჩვენში დისკომფორტს იწვევს. თუ ზოგი იტყვის: „რა მოხდა, ეს ხომ მაწუხელა არაა“. სხვებს მისი დანახვაც ზიზღს გვრის.ეს ყველაფერი არაა. პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რომელი მწერი დასახლდა თქვენს სახლში. სხვა შემთხვევაში, როგორ შეებრძოლებით? ზოგი იკბინება, ზოგი უსიამოვნოდ ბზუის. რა შეიძლება იყოს უარესი? Vivien დეტალურად გიამბობთ, რომელ „ცხოველებს“ შეიძლება გადააწყდეთ სახლში.თბილ რეგიონებში, სადაც მაღალი ტენიანობაა, ქინქლების პრობლემა ხშირად აწუხებთ. იმის გარდა, რომ ტანსაცმელი სხეულს ეკვრის, მწერებიც გვაწუხებენ. ქუჩაში კიდევ კარგი, მაგრამ ოთახში საშველი არაა. როგორ ვებრძოლოთ? ინტერნეტი სხვადასხვა გასაყიდი სასწაული–საშუალებით აჭრებულია.

სინამდვილეში, ყველა ეს საშუალება ადამიანისთვის უსაფრთხო არაა. ზოგი იტყვის, რომ სჯობს რაღაცამ სახლში იბზუილოს, ვიდრე ქიმია გადაისხათ. ეკონომიურებიც არიან, რომლებიც იაფად უხარისხო ნარევს ყიდულობენ და შემდეგ მისი უმოქმედობა უკვირთ. გამოდის, რომ საქმეს თავად უნდა მიხედოთ.მოამზადეთ სპეციალური ნარევი. იაფი, აბსოლუტურად ნატურალურია. რამდენიმე წუთში გაზავდება. 100 მლ წყალს 6 წვეთი პიტნის ზეთი და 4 წვეთი ნემსიწვერას ზეთი დაუმატეთ. არომატული ზეთია და სუნი უნდა იგრძნოთ. ძალიან ნაზი არაა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. ბოთლი შეანჟღრიეთ. ახლა სპრეი ბოთლით ნარევი ტექსტილს შეაფრქვიეთ. ქინქლები აღარ შეგაწუხებთ.

დროზოფილა – ეს სხვა საქმეა.ეს მწერი არ იკბინება, მაგრამ თავისი არსებობით უკვე გვაღიზიანებს. პატარა ბუზი, რომელიც თავისი საცხოვრებლის, სანაგვე ყუთის, მახლობლად ტრიალებს. მდედრი საკმაოდ ნაყოფიერია – ერთ ჯერზე დაახლოებით 1000 ლარვას დებს. კარგია, რომ ზრდასრული მწერი დიდხანს ვერ ცოცხლობს. უჭმელი ვაშლიც კი მისი ახალი სახლი შეიძლება გახდეს.როგორ ვებრძოლოთ? სახლში დაულაგებელი ადგილი არ დატოვოთ. ნაგავში ნარჩენები შეამოწმეთ და ზედმეტები მოიშორეთ. საწმენდი საშუალებით და ჩვრით პრობლემური ზედაპირები გადაწმინდეთ და დროებით პრობლემას დაივიწყებთ. უმეტეს შემთხვევაში ეს საკმარისია.თუ დროზოფილა კვლავ გამოჩნდა, სერიოზულად იმოქმედეთ: სავენტილაციო ბადე დააყენეთ. ასე არა მხოლოდ ბუზებს, არამედ ტარაკნებს, ზოგიერ შემთხვევაში ბაღლინჯოებს მოიშორებთ. სისველეს ყურადღება მიაქციეთ. სველი ჩვრები სამზარეულოს და სააბაზანო ოთახს მოაშორეთ. სჯობს გადაყაროთ, თუმცა დიდხანს გამოხარშვაც დაგეხმარებათ. და ბოლოს: ხილის და ბოსტნეულის მარაგს გადახედეთ. ზოგჯერ არ ჩანს და სუნი არ იგრძნობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება გაფუჭებული იყოს. ასეთი ნიმუშები გადაყარეთ და ქუჩაში გაიტანეთ. ამის შემდეგ დროზოფილა 99% შემთხვევაში არ დაბრუნდება.

საწოლის ბაღლინჯო. სახლის დიდი პრობლემა. იკბინება, მხოლოდ ღამით გამოდის, ნაკბენის კვალს ტოვებს და მოშორება რთულია. უმეტეს შემთხვევაში სპეციალური სერვისით სარგებლობას გირჩევთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით, კერძოდ:

  1. ნივთები, სადაც ბაღლინჯოები ბუდობს, გადააგდეთ (დიახ, ნაგავსაყრელზე).
  2. ნივთები სითბოთი დაამუშავეთ, თუ შესაძლებელია. ბაღლინჯოები და მისი ლარვები 45 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებენ. გამოდის, რომ თქვენს პრობლემებს მდუღარე წყალი და ორთქლის აპარატი მოაგვარებს.
  3. ძმარი, ნაფტალინი და ეთილის სპირტი აურიეთ. ძლიერი საშუალება არაა, უფრო მწერებს აფრთხობს. და მაინც.
  4. ბორის მჟავის ფხვნილი მიმოფანტეთ. მისი ტარაკნებსაც ეშინია. ეს ფხვნილი გამოიყენეთ იქ, სადაც პარაზიტებს ხშირად ხედავთ.
  5. მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები გამოიყენეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევებით მომაბეზრებელ პრობლემას მოიშორებთ. ერთი შეხედვით, ნაკლებად სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მწერები ძალიან მავნებელია და მოუმზადებელ ადამიანში ნამდვილი პანიკა შეიძლება გამოიწვიოს. ინსტრუქციები შეისწავლეთ და შეასრულეთ.