დაფნის ფოთოლი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და დიაბეტს აფერხებს

607

ექიმების თქმით, დაფნის ფოთოლი მინერალური და სხვა მკვებავი ნივთიერებებით ძალიან მდიდარია. მისი მოხმარება ჯანმრთელობაზე ბევრი სასარგებლო ეფექტით აისახება.რა შედის ცნობილ დაფნაში? ექიმები ასახელებენ შემდეგ ნივთიერებებს“

  • A ვიტამინი
  • С ვიტამინი
  • B ჯგუფის ვიტამინები (თიამინი, რიბოფლავინი, ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი, B6 ვიტამინი).
  • კალციუმი
  • რკინა
  • მაგნიუმი
  • ფოსფორი
  • კალიუმი
  • თუთია
  • სელენი

ექიმები ასახელებენ დაფნის ფოთლის სასარგებლო თვისებებს, რომლებიც მისი რეგულარული მიღებისას ვლინდება.

  • საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. დაფნის ფოთლით მომზადებული ჩაი კუჭის ტონუსზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს, საჭმლის მონელების პროცესებს ააქტიურებს, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. მასში შემავალი ევგენოლი და ცინეოლი გულძმარვის დროს დაგეხმარებათ. დაფნის ფერმენტები სხეულს ცილების დაშლაში ეხმარება.
  • საშარდე სისტემაზე დადებითად მოქმედებს. დაფნას შარდმდენი ეფექტი აქვს, რაც საშარდე სისტემაში ინფექციური პროცესების სამკურნალოდ სასარგებლოა.
  • ანთებას ებრძვის. დაფნის ფოთლის გამოყენება ანთებითი ტკივილის დროს ეფექტურია. მაგალითად, რევმატიზმის, მყესების დაჭიმვის, სახსრების პრობლემების დროს. გარდა ამისა, მისი კომპონენტები გრიპის, სურდოს დროს სასუნთქ გზებს წმენდს და ბრონქიტის დროს ადამიანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • დიაბეტს აფერხებს. ბევრი მეცნიერი დაფნის ფოთოლს მე–2 ტიპის დიაბეტთან მებრძოლად მიიჩნევს. მასში შედის პოლიფენოლები, რომლებიც ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობას აძლიერებენ. სუნელის ანტიდიაბეტურ ეფექტს В ჯგუფის ვიტამინებისა და თუთიის მაღალი დოზების არსებობა აძლიერებს.

„კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 1–3 გ დაფნის ფოთლის მიღება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებაზე დადებითად მოქმედებს.

ექსპერტები შეგახსენებთ, რომ დაფნის ფოთოლი შეგიძლიათ სუნელის სახით კერძებს დაუმატოთ ან ნაყენი, სასმელი მოამზადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს