ლურჯი, თეთრი თუ მწვანე: რომელია თქვენი საყვარელი ფერი. ფსიქოლოგიური ტესტი

1254

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, საყვარელი ფერი ადამიანის ინდივიდუალობაზე და ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს. გსურთ გაიგოთ მეტი საკუთარ თავზე? გაიარეთ ტესტი „რომელია თქვენი საყვარელი ფერი“, რომ თქვენი ხასიათის წამყვანი თვისებები გამოავლინოთ.

მთავარ ფოტოზე მოცემულია სურათი ფერადი პალიტრით. წარმოდგენილი 6 ფერიდან თქვენი საყვარელი ფერი აირჩიეთ. ვერ იპოვეთ თქვენი ფავორიტი? აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც თქვენს საყვარელ ფერთან მაქსიმალურად ახლოსაა.

სწრაფი ტესტი „რომელია თქვენი საყვარელი ფერი“: შედეგები

წითელი

თუ ამ ფერის მოყვარული ხართ, თქვენთვის მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. სწორედ ამიტომ, ხელმძღვანელი პოზიციები შეგეფერებათ. მზად არ ხართ, ვინმეს დაემორჩილოთ. გახასიათებთ შეუპოვრობა, სითამამე და გამბედაობა. ამ თვისებების გამო კარიერულ კიბეზე სწრაფად ადიხართ.

სამსახურში ყველა დავალებას დროულად ასრულებთ. სხვადასხვა პროექტში მრავალ პროცესზე პასუხისმგებლობას იღებთ და მართავთ ყველა ქვეშევრდომს ისე, რომ თითოეულის საქმის გაკონტროლება არ გავიწყდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იქაც წამყვანი პარტნიორი ხართ. საყვარელი ადამიანი ყოველთვის გრძნობს თქვენგან უზარმაზარ მხარდაჭერას და ზრუნვას.

თეთრი

ყველაზე მეტად მოგწონთ თეთრი? ეს ამბობს, რომ მშვიდობისმოყვარე, მშვიდი და გულისხმიერი ადამიანი ხართ, კონფლიქტურ სიტუაციებს გაურბიხართ. წყენას საკმაოდ სწრაფად ივიწყებთ და სხვებს პატიობთ.

სამსახურში თქვენს აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ. თქვენ ხომ ძალიან ორგანიზებული და კრეატიული ადამიანი ხართ, ნებისმიერ (თუნდაც ყველაზე რთულ) სიტუაციაში ორიგინალურ გამოსავალს პოულობთ. კოლეგებთან უთანხმოებას თავს არიდებთ. რომანტიკულ ურთიერთობებში იდეალური პარტნიორი ხართ. მზად ხართ ნებისმიერ ადამიანს მოუსმინოთ. მეორე ნახევრისთვის საჩუქრების ჩუქება და ზრუნვა გიყვართ. ერთადერთი, რასაც წყობიდან გამოყავხართ, პარტნიორის მხრიდან ზედმეტი ეჭვიანობა და კონტროლია.

მწვანე

ამ ფერის მოყვარული ძალიან თავნება ხასიათით გამოირჩევა. რუხ მასაში გარევას მიჩვეული არ ხართ. ყოველთვის გსურთ, რომ ყურადღების ცენტრში იყოთ, რომ პროჟექტორები თქვენ განათებდეთ. საკმაოდ გულღია ადამიანი ხართ, შინაგანი განცდების დამალვა არ შეგიძლიათ.

სამსახურში ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო გაფასებენ. თქვენნაირი შესანიშნავი სპეციალისტის დაკარგვას ნებისმიერი უფროსი ინანებს. თქვენ გჭირდებათ შექება გაწეული სამსახურისთვის პრემიის ან ხელფასის მომატების სახით. თუ ვერ ხედავთ შესაბამის ჟესტს, რომ კარგად იმუშავეთ, უსიამოვნო გრძნობას გრძნობთ. პირად ცხოვრებაში, როგორც სამსახურში, გონებით ხელმძღვანელობთ. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას ემოციები არ გიპყრობთ.

ყვითელი

გიჟდებით ყვითელზე? ეს აჩვენებს, რომ გულმხიარულობით სავსე ხართ. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ, ახალი ხალხის გაცნობაზე გიჟდებით. მარტო ყოფნა თქვენთვის ნამდვილი ტანჯვაა. თქვენს სულს ურთიერთობები და ნათელი შთაბეჭდილებები სჭირდება.

სამსახურში თქვენთვის შემოქმედებითი ამოცანების შესრულება მნიშვნელოვანია. მონოტონური საქმე შესრულების ინტერესს გიკარგავთ. სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორის თავისუფლებას არასდროს ზღუდავთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმაც აკრძალვები არ დააწესოს. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის ცდილობთ პარტნიორის გახარებას პატარა საჩუქრებით ან სპონტანური მოგზაურობით (თუნდაც მეზობელ ქალაქში). დაუვიწყარი ემოციების ჩუქებას შესანიშნავად ახერხებთ.

შავი

თუ შავი თქვენი საყვარელი ფერია, შეუპოვრობით და თავდაჯერებულობით სავსე ხართ. აზარტულობაც გახასიათებთ. ამ თვისების გამო ფინანსურ მდგომარეობას ხშირად რისკის ქვეშ აყენებთ. აღსანიშნავია, რომ სხვებთან გულის გადაშლა არ გიყვართ. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რა ხდება თქვენში.

მეთოდურობა და პირდაპირობა თვისებებია, რომლებიც სამსახურში საუკეთესო შედეგების მიღწევაში გეხმარებათ. კოლეგებს დახმარებას არასდროს თხოვთ, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. უფროსებთან უკმაყოფილების გამოხატვა არ გაშინებთ. რომანტიკულ ურთიერთობაში პარტნიორს გულს ძალიან ნელა უშლით. სანამ პარტნიორი კარგად გაგიცნობთ, საკმაოდ დიდი დრო გადის, რადგან თქვენი ნდობის მოპოვება რთულია.

ლურჯი

თქვენი საყვარელი ფერი აჩვენებს, რომ ცხოვრებაში მეოცნებე ხართ. დახვეწილი ბუნების გამო უარის და კრიტიკის მიღება გიჭირთ. ბავშვებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ცხოველებთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ.

გაქვთ ნიჭი, რომელიც ძალიან ფასობს სამსახურში, ესაა მოტივაციის უნარი და მთელი გუნდის წახალისება. სიტყვაზე, უმნიშვნელო დეტალებსაც ყოველთვის ამჩნევთ. თქვენი მომთხოვნელობა ქვეშევრდომების პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ურთიერთობაში ჰარმონია უნდა იგრძნოთ. მხოლოდ ასე არ მოგერიდებათ პარტნიორს ნამდვილი მე აჩვენოთ. ნდობა, გაგება და უსაფრთხოება სამი საყრდენია, რომელზეც თქვენი ურთიერთობა უნდა აიგოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს